ტექნოლოგიები

RIM–ი შეეცდება, კონკურენცია Apple-სა და Google-ს გაუწიოს

27 იანვარი, 2012 • 1187
RIM–ი შეეცდება, კონკურენცია Apple-სა და Google-ს გაუწიოს

ბლექბერის მწარმოებელი კომპანია Research In Motion (RIM) სტრატეგიას ცვლის.

მაიკ ლაზარიდისი, რომელმაც კომპანია 1984 წელს დააარსა, ვიცე–თავმჯდომარე გახდება, ხოლო მეორე ვიცე–თავმჯდომარე, ჯიმ ბალსილიე, პოზიციას შეინარჩუნებს, თუმცა მისი როლი ისეთი მნიშვნელოვანი აღარ იქნება, როგორც ადრე.

ორივე მათგანზე მეტ პასუხისმგებლობას კი საკუთარ თავზე მთავარი ოპერაციული ოფიცერი, თორსტენ ჰეინსი აიღებს.

ჰეინსი Research In Motion–ში 2007 წლიდან მუშაობს, მანამდე კი კომპანია Siemens–ის თანამშრომელი იყო.

კომპანიამ სტრატეგიის შეცვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ შეეცადოს, უკეთესი კონკურენცია გაუწიოს Apple-ს და Google-ს.

“ნებისმიერ წარმატებულ კომპანიაში დგება ცვლილებების დრო”, – განაცხადა ლაზარიდისმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი