ტექნოლოგიები

Yahoo-ს თანადამფუძნებელი გადადგა

18 იანვარი, 2012 • 1195
Yahoo-ს თანადამფუძნებელი გადადგა

Yahoo-ს თანადამფუძნებელი ჯერი იანგი თანამდებობიდან გადადგა.

ჯერი იანგმა Yahoo 1995 წელს დევიდ ფილოსთან ერთად დააარსა და 2007 წლის ივნისიდან 2009 წლის იანვრამდე კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა.

დღეს კი მას “Yahoo–ს შეფის” სახელით მოიხსენიებენ.

იანგმა პოზიციაც და Yahoo–ს შეფის სახელიც დატოვა და მას შემდეგ გადადგა, რაც კომპანიამ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე PayPal–ის ყოფილი თანამშრომელი სკოტ ტომსონი დაიქირავა.

იანგმა Yahoo Japan–იც დატოვა და განაცხადა: “დადგა დრო, ჩემი სხვა ინტერესები განვახორციელო Yahoo–ს გარეთ”

თუმცა იანგმა მხარდაჭერა გამოხატა Yahoo–ს ამჟამინდელი პოლიტიკისა და სკოტ ტომსონის მიმართ და კომპანიას წარმატებები უსურვა.

“ჩვენ პატივს ვცემთ იანგის გადაწყვეტილებას, თუმცა დაგვაკლდება მისი პერსპექტიული ხედვა და რჩევები”, – განაცხადა Yahoo–ს თავმჯდომარემ როი ბოსტოკმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი