ტექნოლოგიები

კვლევითი ორგანიზაცია სტრატფორის ვებ–გვერდი გატეხილია

28 დეკემბერი, 2011 • • 1187
კვლევითი ორგანიზაცია სტრატფორის ვებ–გვერდი გატეხილია

აშშ–ში დაფუძნებული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კვლევითი ორგანიზაციის, სტრატფორის  (STRATFOR) ვებ–გვერდი უკვე მეოთხე დღეა გატეხილია.  

კვლევითი ცენტრის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ჯორჯ ფრიდმენის განცხადებით, ჰაკერულმა ჯგუფმა დიდი რაოდენობით მონაცემები მოიპარა კომპანიის კომპიუტერული სისტემიდან, მათ შორის საკრედიტო ბარათის ინფორმაცია. ჯერ–ჯერობით კვლევითი ორგანიზაციის მმართველი ვერ აკონკრეტებს, როდის აღდგება ვებ–გვერდის ფუნქციონირება.  

კვლევითი ორგანიზაცია სტრატფორი 1996 წელს დაარსდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი