“საკმარისია, რომელიმე ტურისტს, ვინც სირიის მონახულებას აპირებს, iphone ჰქონდეს, რომ ის უკვე პოტენციური ეჭვმიტანილია”.
სირიაში საპროტესტო გამოსვლები წლის დასაწყისში დაიწყო. ხალხი რეჟიმის შეცვლას, მშვიდობას და დემოკრატიას ითხოვს. გამოსვლებმა პიკს მარტში მიაღწია, მარტის თვიდან სირიაში მოვლენების გაშუქების მიზნით უცხოური მედიის შესვლაც აიკრძალა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 4 000–ს გადააჭარბა.
სტივ ჯობსის მამამ, რომელიც სირიაში დაიბადა, youtube-ზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც სირიაში მცხოვრებ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.




