ტექნოლოგიები

ელექტრონული ბიბლიოთეკა უზენაეს სასამართლოში

1 დეკემბერი, 2011 •
ელექტრონული ბიბლიოთეკა უზენაეს სასამართლოში

დღეს უზენაეს სასამართლოში სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელობისთვის მოეწყო.

გარდა ელექტრონულისა, ბიბლიოთეკაში 12 000-ზე მეტი იურიდიული ლიტერატურაა დაცული მატერიალური ფორმით. ესენია: წიგნები, ჟურნალები, სტატიათა კრებულები, ვიდეო და აუდიოფაილები. სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისათვის ელექტრონულ მისამართზე www.library.court.ge. დღეისთვის ბიბლიოთეკას 1300-ზე მეტი მკითხველი ჰყავს.

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის მეშვეობით მკითხველს შეუძლია ინტერნეტის გამოყენებით მოიძიოს და გეცნოს ლიტერატურის შინაარსს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად. მკითხველს, ასევე, შეუძლია მოიძიოს მატერიალური სახით დაცული ლიტერატურა სხვა 6 ბიბლიოთეკის ბაზაში

უზენაესი სასამართლოს ინიციატივით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადავიდა. მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს უზენესი სასამართლოს თავმჯდომარე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

უახლოეს დღეებში კი უზენაეს სასამართლოსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი