ცათამბჯენების ანატომია

1931 წელს, როდესაც “ემფაია სთეით ბილდინგი” აშენდა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა იყო, თუმცა მას დღესდღეობით ეს სტატუსი ჩამოერთვა.
1931 წელს, როდესაც “ემფაია სთეით ბილდინგი” აშენდა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა იყო.
მისი სიმაღლე 1250 ფუტია. ერთ–ერთ ყველაზე პოპულარული ცათამბჯენი 40 წლის მანძილზე ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად, თუმცა დღესდღეობით მას ეს სტატუსი ჩამოერთვა. შენობა, რომელიც დუბაიში მდებარეობს, 1000 ფუტზე მეტით მაღალია ემფაია სთეით ბილდინგზე, მისი სიმაღლე 2717 ფუტია.

ქეით აშერმა ყველაზე თანამედროვე და უახლესი ცათამბჯენების შესახებ წიგნი გამოსცა. წიგნის სახელწოდება ასეთია- “The Heights: Anatomy of a Skyscraper”. ქეით აშერი ნიუ იორკის ეკონომიკური განვითარების კორპუსის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტია.
წიგნში ასახულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ცათამბჯენები, ასევე განხილულია თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელთა დახვეწაც ყოველ დღე ხდება, რათა ცათამბჯენებმა უკეთესად გაუძლოს ბუნებრივ კატასტროფებს და პირველ რიგში მიწისძვრას. უკვე არსებობს ცათამბჯენები, რომლებიც აღჭურვილია თხევადი მასისგან დამზადებული ამორტიზატორებით, რაც რყევების შედეგად ნგრევის საშიშროებას ამცირებს.
“არ არის დადგენილი ზღვარი, თუ მაქსიმუმ რა სიმაღლის შენობა შეიძლება ავაშენოთ, რომელიც მყარი და გამძლე იქნება, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, დადგინდა მაქსიმუმი, ეს არის 1/500 სიმაღლე, რადგან თუკი ამაზე მაღლა იცხოვრებენ ადამიანები, ისინი თავს ძალიან ცუდად იგრძნობენ” – ამბობს ავტორი.
წიგნი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი