ტექნოლოგიები

საქართველოს პარლამენტი: ”Facebook”-ში რეკლამაზე 27 338 ლარი დაიხარჯა

28 ოქტომბერი, 2011 • 1109
საქართველოს პარლამენტი: ”Facebook”-ში რეკლამაზე 27 338 ლარი დაიხარჯა

2011 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს ბიუჯეტიდან სოციალურ ქსელ  Facebook- ში განთავსებულ რეკლამაზე გაწეული ხარჯი – 27 338 ლარია.

IDFI-მ (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა) საქართველოს პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართა. წერილის მიხედვით, IDFI სოციალურ ქსელ Facebook-ში პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის წევრების სოციალურ რეკლამაზე გაწეული ხარჯების სრული ოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

”საქართველოს მიერ სოციალურ ქსელში ”Facebook” გაწეულმა ხარჯმა ამ პერიოდისთვის  27 338 ლარი შეადგინა”- ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ პროექტი IDFI (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა) საჯარო უწყებების გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად.  ელექტრონული დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრების გზით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ხელშეწყობასა და მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის ჩართულობით საჯარო დაწესებულებებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაუმჯობესება პროეტის მთავარ მიზანს წარმოადგენს.

პროექტს ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” , ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი