ტექნოლოგიები

ნიკა გილაური ვიდეოკონფერენციას გამართავს

25 ოქტომბერი, 2011 • • 1121
ნიკა გილაური ვიდეოკონფერენციას გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 2011 წლის 31 ოქტომბერს, 18:00 საათზე,  ვიდეოკონფერენციას გამართავს, რა დროსაც  საქართველოს მთავრობის სამოქმედო “ათპუნქტიანი გეგმის” პრეზენტაციას წარმოადგენს. გეგმა ითვალისწინებს 2011-2015 წლების საქართველოს ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და დასაქმების პრობლემის დაძლევის მთავრობის ერთიან სტრატეგიას.

პრემიერ-მინისტრი პასუხს გასცემს მოქალაქეთა მიერ დასმულ კითხევბს. კითხვების დასმა შესაძლებელი იქნება ნიკა გილაურის ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქში, აღნიშნული ღონისძიების პოსტზე კომენტარის მეშვეობით. ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ონლაინ ვიდეოკონფერენცია.

პრეზენტაციის ონლაინ რეჟიმში ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

1. https://www.facebook.com/NikaGilauri?sk=app_142371818162

2. http://www.livestream.com/gilaurinika

მასალების გადაბეჭდვის წესი