ტექნოლოგიები

google -ის საქართველოს რუკაზე შეცდომებია

10 ოქტომბერი, 2011 • 1198
google -ის საქართველოს რუკაზე შეცდომებია

google maps-ის საქართველოს რუკზე შეცდომებია. არასწორადაა შეყვანილი რამდენიმე ადგილის დასახელება, ზოგიერთი მონაკვეთი კი რუკაზე საერთოდ არ არის აღნიშნული. ამის გამო საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გააკეთა. მათი თქმით, უზუსტობები განთავსების პროცესში დაშვებული ტექნიკური ხარვეზებია.

იმისათვის, რომ ხარვეზები გამოსწორდეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსდება ბმული, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება შესვლა და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში რუკაზე დაფიქსირება, რის შემდეგაც ინფორმაცია საჯარო რეესტრს მიეწოდება. დამუშავების შემდეგ მონაცემები პერიოდულად გადაეგზავნება google maps–ს, რისი საშუალებითაც უზუსტობები მთლიანად აღმოიფხვრება და საიტზე ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია განთავსდება.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ google–ს საქართველოს შესახებ სივრცობრივი მონაცემები გაუგზავნა, საქართველოს რუკა google maps-ის საძიებო სისტემაში დღეს განთავსდა.

ამავე თემაზე:

საქართველო თეთრი ლაქა აღარ არის

მასალების გადაბეჭდვის წესი