ტექნოლოგიები

ინტერნეტის ბაზარი საქართველოში

27 ივლისი, 2011 • 1817
ინტერნეტის ბაზარი საქართველოში

საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების  რაოდენობამ  2010 წლის ბოლოს  300’050  შეადგინა.

ამ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქვეყნებს. თავის ანგარიშში კომისია განმარტავს, რომ აბონენტში იგულისხმება პირი,  რომელსაც კვარტალის ბოლო  თვეს გაეწია ინტერნეტ-მომსახურება. ინტერნეტ-წვდომის ერთი წერტილით რამდენიმე მომხმარებელიც რომ სარგებლობდეს, იგულისხმება, რომ  აბონენტი არის ერთი.

შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთი აბონენტი საქართველოში უმეტესწილად უზიარებს თავის მეზობელს ინტერნეტს, სავარაუდოდ, რეალური ციფრი ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებლებისა ბევრად მეტი იყო 2010 წელს, ვიდრე 300 ათას 50.

კომუნიკაციების კომისია  მიუთითებს ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებლების მატების ტენდენციებზე. კერძოდ, 2010 წლის  მეოთხე  კვარტალში  აბონენტების  რაოდენობა  პირველ  კვარტალთან შედარებით  26%-ით (62,000 მომხმარებლით) გაიზარდა.

ინტერნეტის აბონენტების რაოდენობით კომპანია სილქნეტი ლიდერობს, რომელიც ბაზრის 42.6%.

ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების 94 %-ს ფიზიკური პირები შეადგენენ.

 

ტექნოლოგიები

 

ინტერნეტის  მომხმარებლამდე  მიწოდების  ძირითად  საშუალებად  სადენიანი,  კერძოდ  –  DSL  (55.8  %)  და  ოპტიკურ-ბოჭკოვანი  (28.7  %)  ტექნოლოგიები  გამოიყენება.  უსადენო  ინტერნეტის აბონენტები ძირითადად EVDO და CDMA ტექნოლოგიებით სარგებლობენ.

2010  წლის  ბოლო  კვარტალში  შესამჩნევად  მოიმატა  DSL  და  ოპტიკურ-ბოჭკოვანი  ტექნოლოგიით  მოსარგებლე  ინტერნეტის  აბონენტების  რაოდენობამ.  EVDO აბონენტების რაოდენობამ გაუსწრო CDMA აბონენტების რაოდენობას.

ინტერნეტის  აბონენტების  90%  საქართველოს  დიდ  ქალაქებზე  მოდის.  ინტერნეტის  მომხმარებლამდე  მიწოდების  ოპტიკურ-ბოჭკოვანი  ტექნოლოგია პრაქტიკულად მხოლოდ  თბილისში და მცირე რაოდენობით რუსთავში გვხვდება.

შემოსავალი

 

ინტერნეტ–კომუნიკაციებიდან  მიღებულმა  შემოსავალმა  2010  წელს  80.2  მლნ  ლარი  შეადგინა.  შემოსავლის  თვალსაზრისით  2010  წლის  ბოლო  კვარტალში  საბაზრო  წილის  80%-ს  სილქნეტი (39.9 %) და კავკასუს ონლაინი (39.6 %) ფლობდნენ.

ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი (ARPU) 2010 წლის განმავლობაში  25.1 ლარიდან 22.2 ლარამდე შემცირდა.

გავრცელებულ ტექნოლოგიებში ყველაზე მეტი ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო  შემოსავალი (ARPU) Wi-Max ტექნოლოგიას აქვს, ყველაზე მცირე – CDMA-ს

მასალების გადაბეჭდვის წესი