დღეიდან საქართველოში მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაცია შეიცვალა, 27 ივნისიდან კი ასევე შეიცვლება ”მაგთიფიქსისა” და ”სილქნეტის” უსადენო ფიქსირებული ტელეფონების ნუმერაცია.

აღნიშნული ცვლილება მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბრის  #355 დადგენილების საფუძველზე ხორციელდება.

მობილურ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად ემატება –  5. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 877-XX-XX-XX  გახდება 577-XX-XX-XX. ფიქსირებული სატელეფონო ნომრებიდან,  „სილქნეტის“, „ახტელის“ ან „მაგთიფიქსის“ , მობილურ ქსელში დასარეკად უნდა გამოვიყენოთ ციფრების შემდეგი კომბინაცია: 8-577- XX-XX-XX.

მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას ეროვნული პრეფიქსი  – 8, აღარ იქნება საჭირო და „მაგთიკომის“, „ჯეოსელის“, და „მობიტელის“ აბონენტები ერთმანეთს ციფრების შემდეგი კომბინაციის აკრეფვის შედეგად დაუკავშირდებიან : 577-XX-XX-XX;

დამატებითი ინფორმაციისთვის აბონენტებს შეუძლიათ მიმართონ სატელეკომუნიკაციო საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებს შემდეგ ნომრებზე :

”მაგთიკომის” აბონენტებმა ტელეფონებზე: (მაგთი, ბალი, ბანი და მაგთი ფიქსი) – 17-00-00;          ქ. თბილისი – 217-00-00;

”ჯეოსელის” აბონენტებმა ტელეფონებზე: (ჯეოსელი  და ლაი-ლაი)-7777; ქ. თბილისი –  277-01-77;

”ბილაინის” აბონენტებმა ტელეფონებზე:  0611; ქ. თბილისი – 220-06-11;

”სილქნეტის” აბონენტებმა ტელეფონებზე: ქ. თბილისი, საქართველოს ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები – 2-100-100;

”ახალი ქსელების” და ”ახტელის” აბონენტებმა ტელეფონებზე:  ქ.თბილისი-275 -75-75; 213-13-13; ქქ. ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი-22-00-00;

”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” აბონენტებმა ტელეფონზე:  ქ.რუსთავი- 508.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *