ძახილი და პასუხი სამხრეთაფრიკულად

გზა იოჰანესბურგიდან ბათუმამდე, რომელსაც სამი დღე დასჭირდა, მასაკელამ მთვარეზე ასვლას შეადარა. მის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია.

HUSH, LITTLE BABY

არა, ბობი მაკფერინი ან ნინა სიმონე არაფერ შუაში არიან. ეს მაიკ სტერნმა მიმართა გუშინ, სცენიდან მოშორებით მსხდომ ქართულ აუდიტორიას, ”ჩუ, ჩუ”-ო, კონცერტზე, რომელსაც რამდენიმე წუთით მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო უკრაინის ვიცე-პრემიერთან ერთად. 

 

როი ჰარგროუ! როი ჰარგროუ!

შავი ზღვის მეოთხე ჯაზფესტივალზე სულ რომ უინტერესო პროგრამა ყოფილიყო, კონცერტი, რომლის გამოც ამ ფესტივალის ჩატარება ღირდა, მსმენელმა გიორგი მიქაძის ტრიოს შემდეგ მოისმინა. ამერიკელი საყვირის, როი ჰარგროუს კვინტეტი გუშინ საღამოს შეუდარებელი იყო. 


Roy Hargrove Quintet by netgazeti.ge

რესტორანი ბახმარო და ისინი, ვინც იქ მუშაობენ

დღეს, 6 ივლისს, კარლოვი ვარის 45-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ჩეხეთის დოკუმენტური კინოს ინსტიტუტი მუშაობის პროცესში მყოფ ცხრა დოკუმენტური ფილმის პროექტს განიხილავს. ღონისძიებას ”დოკუ ტალანტები აღმოსავლეთიდან” ჰქვია. პროგრამაში მონაწილე ცენტრალურ და აღმოსავლეთევროპელ კინორეჟისორებს შორის ქართველი სალომე ჯაშიცაა.

ბევრი ფოტო, ბევრი სტუმარი და ღამის პრომენადი

14- 17 მაისს თბილისში ფოტოგრაფიის სამდღიანი ფესტივალი Tbilisi Open Air Photo Fest გაიმართება, რომელიც ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული ასეთი მაშტაბური სახის პირველი ღონისძიებაა საქართველოში. ფესტივალი ევროპის სახლის ნათლობაცაა, რადგან ეს იქნება პირველი კულტურული პროგრამა, რომლითაც იგი გაიხსნება. ფესტივალის განხორციელებაში, თბილისის ფოტოგრაფიის სახლთან ერთად, არლის ფოტოგრაფიის ფესტივალი (Les Rencontres d’Arles) მონაწილეობს. სამი დღის განმავლობაში ორგანიზატორებს გამოფენები, ვიდეოპროექციები, დებატები და დაჯილდოების ცერემონიალიაქვთ დაგეგმილი. 

აფრიკული ოსკარი და ნოლივუდის კინო ინდუსტრია

ჰოლივუდს და ბოლივუდს ნოლივუდიც შეუერთდა, კინო ინდუსტრია ნიგერიაში.5 წლის წინ, 2005 წლის 30 მაისს პირველი კინო დაჯილდოება გაიმართა. “ამაა”, ანუ “აფრიკული ოსკარი”, როგორც მას უწოდებენ.

ქართული რეკლამის მეორე ფესტივალი

 აპრილის მიწურულს კლუბმა „ქალაქური“ რეკლამის ფესტივალს „ოქროს ვაშლი“ უმასპინძლა. 120-ზე მეტი სარეკლამო პროდუქტი 12 ნომინაციაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. მათი შეფასების შესაძლებლობა ჟიურის გარდა ინტერნეტის მომხმარებლებსაც ჰქონდათ.

ბერლინალე 60 საზეიმოდ დაიხურა

მაშ ასე, ბერლინის მე-60 საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს საღამოს საზეიმოდ დაიხურა. იხილეთ პრიზების ჩამონათვალი

შინ, გარეთ და უკან ჯასმილა ჟბანიჩის მიხედვით

ბოსნიელი რეჟისორი ჯასმილა ჟბანიჩი ბერლინის საკონკურსო პროგრამას ახალი ფილმში– „გზაზე“, ორი ადამიანის ურთიერთობის ჭრილში ბოსნიური საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებზე აკეთებს აქცენტს.  პოლიტიკური, სოციალური და რელიგიასათან დაკავშირებული  პრობლემები ფილმში თანდათან, სასიყვარულო ისტორიის განვითარების ფონზე ჩნდება და ამ ისტორიის წარმმართველ ნაწილად იქცევა.

„როგორ ჩავამთავრე ეს ზაფხული“

ახალგაზრდა რუსი რეჟისორი ალექსეი პოპოგრებსკი პირველი პროფესიით ფსიქოლოგია. „არსობრივად ეს ფილმი,  დროისა და სივრცის ორი პიროვნული (და ერთმანეთთან შეუთავსებელი) მოცემულობის ისტორიაა“ – ასე აფასებს რეჟისორი დამოუკიდებლად გადაღებულ რიგით მეორე მხატვრულ ნამუშევარს „როგორ ჩავამთავრე ეს ზაფხული“, რომელიც ბერლინის მესამოცე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილეა.

ბერლინალე. დღე 2 – აჩრდილების დილა

ფესტივალის საკონსურსო პროგრამის მეორე დღე „ყმუილით“ დაიწყო, ბობ ეფშტეინის და ჯეფრი ფრიდმანის ფილმით, რომელიც ამერიკელი პოეტის, ალენ გინსბერგის პოემის, „ყმუილის“ შექმნისა და მის გარშემო ატეხილი სკანდალის ისტორიას მოგვითხრობს. ამერიკული ფილმის შემდეგ კი ამერიკიდან გამოქცეული პოლონელის, რომან პოლანსკის ბოლო ნამუშვარი აჩვენეს, რომელიც რეჟისორმა ციხიდან დასრულა. „უჩინარი მწერლის“ პრემიერას თავად ავტორი  ვერ დაესწრო. ის შვეიცარიაში, შინაპატიმრობაში იმყოფება. საინტერესოა, რომ იმ ქვეყნის ფილმი, სადაც 50-იან წლებში საზოგადოება ხელოვნების ნაწარმოებებს მკაცრი მორალური ცენზურის ქვეშ ატარებდა და  რომლიდანაც თავის დროზე (1978) პოლანსკი გამოიქცა, ერთმანეთის მიყოლებით უჩვენეს.

არდიFest 2010 დღეები გამოცხადებულია

23-27 მაისს სამეფო უბნის თეატრში მეორედ გაიმართება 25 წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი არდიFest, რომელიც პირველად 2008 წელს ჩატარდა. შარშანდელი წელი დაფინანსების არქონის გამო დაიკარგა. ფესტივალი წარმოადგენს ახალგაზრდა შემოქმედების ნამუშევრებს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ დრამის რეჟისორებს, არამედ ნებისმიერი უმაღლესი სახელოვნებო ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ფესტივალზე განაცხადის მიიღება მოხდება 18 თებერვლიდან 5 აპრილამდე.

ბერლინალე 60

ბერლინის მე-60 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის შედგენაზე მუშაობა დასრულებულია. როგორც ყოველთვის მთავარ საკონკუსრო სექციაში მონაწილეობას 26 ფილმი მიიღებს. აქედან 20 ვერცხლისა და ოქროს დათვის მოსაპოვებლად შეეჯიბრება ერთმანეთს. ჟიურის ვერნერ ჰერცოგი უხელმძღვანელებს.

Exit mobile version