კინოფესტივალს რეჟისორი ლეო კარაქსი სტუმრობს

თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალს ცნობილი რეჟისორი ლეო კარაქსი ეწვია.

“ჩემი ცხოვრების ერთი დღე”

დღეს თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზე “ევროპის სახლის” პროექტის ფარგლებში ოთხი რეჟისორის მიერ ერთ თემაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა.

“ნადერი და სიმინი, გაყრა”

“ნადერი და სიმინი, გაყრა”, ირანელი რეჟისორის ასღარ ფარჰადის ფილმი ერთადერთი აზიური ნამუშევარია, რომელიც წლევანდელ ფესტივალზე აჩვენეს.

პირველი “შუაღამე ბათუმში”

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ვუდი ალენის ბოლო ფილმით “შუაღამე პარიზში” გაიხსნა. “ვუდი ალენი კარგ ფორმაშია და პარიზი დიდებულად გამოიყურება დროში მოგზაურ ამ მხიარულ ფანტაზიაში” –  წერდა “ჰოლივუდ-რეპორტერი” ფილმის კანის საერთაშორისო ფესტივალზე გამართული პრემიერის შემდეგ. პარიზი მართლაც დიდებულია, ზედმეტად გლამურული და ბრწყინვალეც კი, თუმცა რამდენად “კარგ ფორმაშია” ერთ-ერთი ყველაზე უფრო ირონიული ამერიკელი, ეს ნამდვილად საკამათოა. …

მეტალ ფესტივალის მოტყუებული მაყურებელი

გუშინ ბათუმში Global east rock festival-ი გაიხსნა. კონცერტი დაახლოებით რვა საათის დაგვიანებით დაიწყო და ყოველგვარი ოფიციალური განცხადების გარეშე ერთიანად შეიცვალა პირველი დღის მონაწილეთა სიაც. ნაცვლად რვა ჯგუფისა:  Tanelorn (საქართველო), Signs  (საქართველო), Carthagods (ტუნისი), Moribund oblivion  (თურქეთი),Cemetary of scream  (პოლონეთი),W.H.I.T.E.  (უკრაინა), Dark tranquility (შვედეთი) და Sabaton (შვედეთი) – ფესტივალის გახსნაზე მხოლოდ Sabaton, Dark Tranquility  და Moribund oblivion  გამოვიდნენ.

არდიფესტი, დღე მეოთხე – კამერული დასასრული

3 ივლისი „არიდფესტის“ ბოლო საკონკურსო და, ალბათ, საუკეთესო დღე იყო. სულ ვიხილეთ 4 სპექტაკლი: ბეკეტის „კრეპის უკანასკნელი ფირი“ (რეჟ. დავით ჩხარტიშვილი), „ტკბილი სახლი“ (ავტორი და რეჟისორი დათა ფირცხალავა), გლოვაცკის „ახლა დაიძინებ“ (რეჟ. მაია დობორჯგინიძე) და სემ შვარცის „მიაუ“ (რეჟ. მიშა ჩარკვიანი). საინტერესოა, რომ ორგანიზატორებმა სწორედ კამერული სპექტაკლები შემოინახეს ფესტივალის დასასრულისთვის, სცენაზე იმ დღეს მხოლოდ 6 …

არდიფესტი, დღე მესამე – აქცენტები

მესამე საფესტივალო დღეს წარმოდგენილი იყო ლევან ხვიჩიას, გიორგი ხოსიტაშვილის, ლაშა ბერსენაძისა და პაატა ციკოლიას სპექტაკლები. საინტერესოა, რომ მესამე დღის სპექტაკლები (ლ. ბერსენაძის გარდა) მკვეთრი ვიზუალური აქცენტებით გამოირჩეოდა. წარმოდგენილი სპექტაკლებიდან 3 თანამედროვე ქართული პიესების მიხედვით დაიდგა.   საღამო გაიხსნა პაპუნა ჭელიძის პიესით „სალათის ფოთლები“ (რეჟ. ლევან ხვიჩია).  გროტესკული ფორმით მოთხრობილი აგენტი ცოლ–ქმრის ამბავი დრამატურგიაშივე მოიკოჭლებდა და …

არდიფესტის პირველი დღე

30 ივნისს სამეფო უბნის თეატრში გიორგი ჯიქიას, შალვა გოგოლაძის და ნინი ჩაკვეტაძის ერთმანეთისგან ჟანრულად რადიკალურად განსხვავებული სპექტაკლებით გაიხსნა 25- წუთიანი სპექტაკლების მე–3 ახალგაზრდული ფესტივალი „არდიფესტი“.

პენ მარათონი 2010–ის გამარჯვებულები

ლიტერატურული კონკურსის, პენ მარათონი 2010–ის დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს შედგა. 27 კონკურსანტიდან სამი საპრიზო ადგილის მფლობელის ვინაობა უკვე ცნობილია. ასევე ცნობილია ათი ადამიანი, რომლის მოთხრობებიც შევიდა გამომცემლობა დიოგენეს მიერ გამოცემულ მოთხრობათა კრებულში.

კინოფესტივალის მესამე დღე ამერიკული ბლუზისა და ჯაზის თანხლებით

ფესტივალის მესამე დღეს საოცარი დასასრული ჰქონდა. ცოტა არ იყოს, უცნაურია დღის აღწერას ბოლოდან რომ ვიწყებ, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი იყო ცოცხალი (და მერე როგორი) მუსიკის თანხლებით იქვე გახმოვანებული შავ-თეთრი ფილმი, რომ არ შემიძლია ამ ყველაფრის აღწერა ბოლოსთვის შემოვინახო. 

ჩვეულებრივი ადამიანებისა და სუსას უკუსვლა – კინოფესტივალი,დღე მეორე

თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალის მეორე დღე შედგა, მიუხედავად ალაგ–ალაგ ცარიელი დარბაზების, სუბტიტრების არევის, შუა ფილმის დროს „აბრდღვიალებული“ კამერებისა და თხოვნის მიუხედავად,  გამოურთავი მობილური ტელეფონებისა (ეს ყევლაფერი ხომ უკვე წვრილმანად იქცა).

იოსელიანის შანტრაპა, გოგატიშვილის ქრონიკები და ფესტივალის პირველი ფილმი

ოთარ იოსელიანის გამოსვლას დიდი ოვაციები მოჰყვა. ფესტივალის მაყურებელს მან ფილმი – „შანტრაპა“ წარუდგინა. შანტრაპა იოსელიანის ახალი, ავტობიოგრაფიული ფილმია.

BLUES LUES UES ES S

ჯაზ ფესტივალის მეოთხე და ბოლო დღე გვიან, მაგრამ კარგი ამბებით დაიწყო. ისთერნ პრომოუშენის წარმომადგენელი მიშა გიორგაძე სცენაზე გამოვიდა და ხალხს რაგბში რუსეთ-საქართველოს ანგარიში აცნობა. საქართველოს გამარჯვებამ ხალხში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სცენაზე ცნობილი ჯგუფის „L’image”-ის გამოჩენამ მსმენელი ისევ ფესტივალზე დააბრუნა. 70-80-იან წლებში  „L’image” ჯგუფ „White elephant”-ის რიტმ-სექცია იყო, რომელშიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდიური მუსიკოსები იყვნენ გაერთიანებულნი. …

მუსიკა,რომელიც საზღვრებს გასცდა

მსუბუქად განათებული სცენა, პატარა მაგიდა ზედ ყვავილების თაიგულით და  ბოკლებით წყლისთვის –  ეს ის გარემოა, სადაც, როგორც წესი, დაიანა რივზი უნდა გამოჩნდეს. ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო გუშინ ფილარმონიის სცენაზე, როცა 2 გრემის მფლობელი ქალბატონი – დაიანა რივზი გამოვიდა და ორ გიტარიტს – რასელ მელოუნსა და რომერო ლუბამბოს შორის დაჯდა.  

4 დღე ჯაზის მოყვარულებისთვის

თბილისის მეცამეტე ჯაზ ფესტივალი დღეს, საღამოს 8 საათზე, გაიხსნება. თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე 4 დღის განმავლობაში  ცნობილი მუსიკოსები გამოვლენ.

Altervision – „ნორმალურზე უკეთესი“ მუსიკალური ფესტივალი

თბილისი Altervisionnewcomers ფესტივალს თბილისის მერია და Altervision group ერთობლივად ახორციელებს. წელს ფესტივალი თბილისობის ფარგლებში ტარდება.

ფესტივალი ნუკრიანში

2 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფ. ნუკრიანში  „ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი – ნუკრიანი 2010“  ჩატარდა.  ფესტივალი წელს უკვე მეორედ გაიმართა და მისი ორგანიზატორია „კავკასიური სახლი“ და სათემო კავშირი „ნუკრიანი“. 

თეატრალური ფესტივალი იწყება

29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მძიმედ დატვირთავს თბილისის ყველა თეატრს.

სიდიქ ბარმაკი ავღანური კინოს შესახებ

 

 

აღმოსავლეთი თანდათან ხდება წყარო მსოფლიო კინოსათვის. ვფიქრობ ამის ორი მიზეზი არსებობს. პირველი – ჩვენ უამრავი სოციალური პრობლემა გვაქვს,   ინდივიდუალიზმი, რომელიც დასავლეთის კინოოკუპაციას ახდენს, ჩვენთან არ არის. აღმოსავლეთში კი ჯერ კიდევ სოციალური კრიზისია, რაც გვაძლევს მასალას.  და მეორე – ფილოსოფიური, პოეტური მიდგომა, რაც ახასიათებდა აღმოსავლურ ლიტერატურას, დღეს უკვე კინოში გვხვდება და ეს იზიდავს მაყურებელს. აღმოსავლეთი ჯერ ისევ ხელშეუხებელია.

კინოფესტივალი კინოთეატრის გარეშე, პრეზიდენტი და სხვა ცდუნებები

სანამ პრეზიდენტის დაცვა ბათუმის დრამატული თეატრის ფოიეში  სტუმრების ჩანთებს ჩხრეკდა, აჭარის სიმფონიური ორკესტრი კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებს უკრავდა. ჩხრეკას ვერც კინოფესტივალის მთავარი სტუმრები, ირანული კინოს ვარსვკლავი   აბას ქიაროსთამი და პოლონელი რეჟისორი, ბათუმის საავტორო კინოს მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ზბიგნევ რიბჩინსკი გადაურჩნენ.

ბათუმში საავტორო კინოს ფესტივალი იწყება

12-19 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი მეხუთედ გაიხსნება.

უჩინარი მწერალი და აბას ქიაროსთამი ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე

წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის გამართვის ოფიციალური თარიღი 12-19 სექტემბერია. ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპატიო სტუმრებს შორის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ირანელი კინორეჟისორი, აბას ქიაროსთამი იქნება. 

Exit mobile version