საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის რეფორმების გაჭიანურების გამო მთავრობის პასუხისგებლობის საკითხს აყენებს. „ჩვენ ველით და ველოდებოდით, რომ ეს პროცესი უნდა დაჩქარებულიყო, რომ აქამდეც მომხდარიყო თუნდაც ის მესამე ტალღა, რომელზეც საუბარია უკვე რამდენიმე წელიწადია, დაჩქარებული ტემპებით განხორციელებულიყო ეს რეფორმა, რაც, სამწუხაროდ, გაჭიანურდა და სწორედ ამ ნაწილში მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს გარკვეულ პასუხისმგებლობაზე …
Tag Archives: უჩა ნანუაშვილი
ომბუდსმენი სახელმწიფოს აუტიზმის მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს
საქართველოს სახალხო დამცველი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს, იზრუნოს აუტიზმის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და მათი შესაძლებლობების ზრდაზე. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, საქართველოში აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ძირითადად უცვლელია და დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მათი უფლებების სათანადო რეალიზება: “ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აუტიზმის მქონე ადამიანების შესახებ, რაც …
ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, შექმნას კომისია “ოდეერის” ინსტიტუტის გამოყენების შესასწავლად
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა შეისწავლოს კანონში შესული ცვლილებების შემდეგ როგორ გრძელდება ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის გამოყენება, მათ შორის იმ უწყებებში, სადაც მათი მუშაობა კანონით გამოირიცხა. ეს რეკომენდაცია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში არის აღნიშნული. ანგარიში ომბუდსმენმა საზოგადოებას დღეს, 1 აპრილს წარუდგინა. იგი პოზიტიურად აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც შსს–დან სახელწიფო …
„წამმზომი ჩართულია“ – ომბუდსმენის კამპანია პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების წინააღმდეგ
საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია „წამმზომი ჩართულია“, რის შესახებაც დღეს, 18 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სახალხო დამცველის განცხადებით, კამპანიის მიზანია, საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის პირები, ვინც უკანონოდ შექმნეს/მოიპოვეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2016 წლის 11 მარტს, ხოლო საზოგადოებამ მუდმივ …
ომბუდსმენი: გამოსარკვევია თსუ-ში პოლიციისა და დაცვის მიერ მოვალეობის ჯეროვნად შესრულების საკითხი
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “2016 წლის 14 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში და გვიან ღამით აკვირდებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ორ აქციასა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროა, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს, ხოლო პოლიციამ და თსუ–ს …
ომბუდსმენმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გაეროს წარმომადგენელი მოიწვია
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, მარტა სანტოს პაისს. სახალხო დამცველის განცხადებით, მოწვევის მიზანია ბავშვთა მიმართ ძალადობის ინდივიდუალური შემთხვევებისა და უფრო ფართო, სისტემური ხასიათის დარღვევების გარემოებათა შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და რეაგირების ქმედითი მექანიზმების იდენტიფიცირება. სახალხო დამცველის აპარატი იმედოვნებს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან წარმატებული თანამშრომლობისა და …
ომბუდსმენი: საქართველოს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუშავილი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ყურადღებას ამახვილებს ქალთა უფლებებსა და კვოტირების სისტემაზე, რათა “რომ დავძლიოთ არსებული უთანასწორობა და მოვხსნათ უხილავი ბარიერები”. ომბუდსმენის წერილს უცვლელად გთავაზობთ: “სრულიად საქართველოს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელიც, უპირველესად, ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება. სამწუხაროდ, …
Continue reading “ომბუდსმენი: საქართველოს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში”
ომბუდსმენი: სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა უფლებების დაცვა
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი დედის დღესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არ დგამს ქმედით ნაბიჯების დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორი გაგების, ასევე, ბავშვის აღზრდისა და განვითარების საქმეში მშობლების საერთო პასუხისმგებლობის აღიარების მიმართულებით: “სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა. არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული საჭიროებები დედებს გააჩნიათ, რომელთაც სტერეოტიპული შეხედულებებისა თუ მავნე პრაქტიკების …
ომბუდსმენი ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავებას ითხოვს
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, სადაც ითხოვს, რომ შემუშავდეს სტრატეგია, სადაც გაწერილი იქნება 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციისა და შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებები. ამ საკითხხზე სახალხო სამცველმა ბრიფინგი დღეს, 1 მარტს გამართა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, წინადადების მომზადებისას სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა ევროპის ათი ქვეყნის პოლიტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი განახორციელა და მათ მიხედვით მთელი რიგი რეკომენდაციები …
ნანუაშვილი: ევა გოცირიძემ გასაუბრებაზე გარკვეულ კითხვებს დამაკმაყოფილებლად ვერ უპასუხა
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა გასაუბრებაზე კომისიის ზოგიერთ შეკითხვას არადამაკმაყოფილებლად უპასუხა. თუმცა, ამის მიუხედავად, ევა გოცირიძე არის ხუთეულში, რომელიც სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად ქულათა ჯამით შეარჩია. „გარკვეულ კითხვებს მან ვერ უპასუხა დამაკმაყოფილებლად, ამიტომ ჩავთვალე, რომ იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელიც იყო გასაუბრების დროს გამოყენებული, ის ვერ …
ომბუდსმენი: C ჰეპატიტის მქონე მსჯავრდებულს მკურნალობაზე უარს მოქალაქეობის ნიშნით ეუბნებიან
საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, რუსთავის N17 დაწესებულებაში C ჰეპატიტით დაავადებულ პატიმარს მკურნალობაზე სახელმწიფო უარს ეუბნება იმიტომ, რომ იგი საქართველოს მოქალაქე არ არის. დღეს, 24 თებერვალს სახალხო დამცველმა დამამცირებელი მოპყრობისა და მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა მთავრობას, ჯანდაცვისა და მსასჯელაღსრულების მინისტრებს. ომბუდსმენის რეკომენდაციით, მთავრობის დადგენილებაში უნდა შევიდეს ცვლილებები იმგვარად, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა, საქართველოს …
ომბუდსმენი მსჯავრდებულის სავარაუდო ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
ომბუდსმენის ცნობით, გუშინ, 8 თებერვალს, სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მსჯავრდებულ გ.ვ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით. ომბუდსმენის ცნობით, 5 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები რუსთავის N6 დაწესებულებაში შეხვდნენ და ესაუბრნენ მსჯავრდებულ გ.ვ–ს, რომელიც ამბობს, რომ დაწესებულების ხუთმა თანამშრომელმა, რომელთა ამოცნობა შეუძლია, 2016 წლის 3 და 5 თებერვალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს …
Continue reading “ომბუდსმენი მსჯავრდებულის სავარაუდო ცემის ფაქტის გამოძიებას ითხოვს”
ნანუაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “მაესტროში” სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ტელეკომპანია “მაესტროში” განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, არ უნდა გაჩნდეს კითხვის ნიშნები ამ პროცესში ხელისუფლების მონაწილეობასთან დაკავშირებით. “ჩვენთვის მნიშნელოვანია ის, რომ პროცესები განვითარდეს მშვიდად და ფორსირებულ რეჟიმში არ მოხდეს საკითხის გადაწყვეტა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს და ჟურნალისტებს მიეცეთ მაქსიმალური შესაძლებლობა, გააგრძელონ მუშაობა ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. არ …
ომბუდსმენი: სამი თვის განმავლობაში სპეციალიზებულ დაწესებულებებში სამი შშმ პირი გარდაიცვალა
საქართველოს სახალხო დამცველი აქვეყნებს განცხადებას, სადაც უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო თვეების განმავლობაში სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარდაცვალების ფაქტების გამო. ომბუდსმენის განცხადებით, გასული სამი თვის განმავლობაში დაფიქსირდა სამი შემთხვევა, რომელშიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელი პერსონალის მხრიდან დაუდევრობის ნიშნები იკვეთება. ომბუდსმენის ცნობით, მარტყოფისა და დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში სრულწლოვანი ბენეფიციარების, გ.მ.–ს და ი.გ.–ს გარდაცვალება …
უსახლკაროთა ბედი და სახელმწიფოს ხედვა – ინტერვიუ უჩა ნანუაშვილთან
რამდენი უსახლკარო ცხოვრობს ქვეყანაში – არსებობს თუ არა უსახლკაროთა სტატისტიკა? ვინ შეიძლება ჩაითვალოს უსახლკაროდ? აქვს თუ არა სახელმწიფოს კონკრეტული გეგმა ამ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად? რამდენად გააუმჯობესა უსახლკაროების მდგომარეობა ლილოს დასახლებაში კაპიტალურმა თავშესაფარმა და მოაგვარებს თუ არა სახელმწიფოს ასეთი მიდგომა მათ პრობლემებს? – ამ საკითხებზე ნეტგაზეთი საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრა. იდენტიფიკაცია/დეფინიცია – ვინ არიან უსახლკაროები და …
Continue reading “უსახლკაროთა ბედი და სახელმწიფოს ხედვა – ინტერვიუ უჩა ნანუაშვილთან”
კოჟორიძე წამების გამოძიების საკითხზე პროკურატურის წარმომადგენლებს და ომბუდსმენს შეხვდა
დღეს, 28 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე პროკურატურის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრის თემა სისტემურ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებული საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობა იყო. პრეზიდენტის მრჩეველი შეხვედრას ნაყოფიერად აფასებს. კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ის საინტერესოდ წარიმართა: ”შეხვედრისას მთავარი საკითხი იყო, თუ რამდენად სრულყოფილად მიმდინარეობს გამოძიება სისტემურ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კითხვაზე …
ომბუდსმენი: ჟურნალისტებზე ძალადობა განსაკუთრებით საგანგაშოა
საქართველოს სახალხო დამცველი ტელეკომპანია ”ტაბულის” ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ უშუალოდ მიადევნებს თვალს გამოძიების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის. სახალხო დამცველის თქმით, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ჟურნალისტებზე ძალადობა განსაკუთრებით საგანგაშოა. ”სახალხო დამცველი გმობს ყველანაირ ძალადობას და მათ შორის, განსაკუთრებით საგანგაშოა ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. განუზომელია გამოხატვის თავისუფლებისა და …
Continue reading “ომბუდსმენი: ჟურნალისტებზე ძალადობა განსაკუთრებით საგანგაშოა”
“დაუსჯელობის სინდრომი შენარჩუნებულია” – ინტერვიუ სახალხო დამცველთან
დასაქმებულთა შრომითი უფლებები; რელიგიური და სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციული ფაქტების წახალისება; რა გამოწვევის წინაშე დგას სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა და პოლიცია; ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელია და რომლის განხილვასაც, სახალხო დამცველის შეფასებით, პარლამენტი აჭიანურებს. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩვენთან საუბარში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს. ბატონო უჩა, წლის ბოლოს ქვეყანაში ყველაზე დიდ გამოწვევად რა მიგაჩნიათ …
Continue reading ““დაუსჯელობის სინდრომი შენარჩუნებულია” – ინტერვიუ სახალხო დამცველთან”
ომბუდსმენი შშმ პირთა პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფოს გააქტიურებისკენ მოუწოდებს
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ საქართველოში ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ამ პირთა სრული ჩართულობა, ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა შეუერთდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, სახელმწიფოსთვის კვლავ გამოწვევაა მთელი რიგი საკითხები: ”მათ შორის, …
სახალხო დამცველი ”რუსთავი 2”-ს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს
სახალხო დამცველი 9 ოქტომბერს „რუსთავი 2–ის” საინფორმაციო გადაცემა „კურიერში” გასულ რეპორტაჟს ეხმიანება, რომელიც ახმედ ჩატაევის ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტთა გლობალურ სიაში შეყვანის ფაქტზე მომზადდა და აცხადებს, რომ ტელეკომპანიამ განზრახ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
ომბუდსმენი: ე.წ. ნარუშილოვკის საქმეზე მნიშვნელოვანია დროული გამოძიება
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ნარუშილოვკის საქმეზე და ყველა ასეთ ინციდენტზე მნიშვნელოვანია დროული გამოძიება, თუმცა ამ ეტაპზე დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.