ნიკა ჩერქეზიშვილის პროტესტი შრომითი უფლებებისთვის ღია ცის ქვეშ

ნიკა ჩერქეზიშვილი უკვე მეორე დღეა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, ღია ცის ქვეშ საპროტესტო აქციას მართავს. იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში სამსახურში აღდგენას ითხოვს. 11 დეკემბრის ღამე მან უკვე გაატარა კანცელარიის მიმდებარედ და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს, სანამ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი საკითხით პირადად არ დაინტერესდება. ჩერქეზიშვილმა პრემიერისა და სახალხო დამცველის სახელზე კანცელარიაში მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქმის შესწავლის მოთხოვნით …

ომბუდსმენი: მოხეში სადავო ნაგებობის წარმომავლობა უნდა დადგინდეს

ომბუდსმენის აპარატის ცნობით,  ადიგენის რაიონის სოფლებში, მოხესა და ჭელაში ვიზიტის შემდეგ უჩა ნანუაშვილმა განაცხდა, რომ აუცულებელია, დადგინდეს ნაგებობის წარმომავლობა: „ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაციაა – დადგინდეს შენობის წარმომავლობა, კონკრეტულად კი, სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ და წარმოადგინონ დასკვნა შენობის წარმომავლობასთან დაკავშირებით, სწორედ ამის საფუძველზე უნდა გადაწყდეს შენობის წარმომავლობის საკითხი,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველი ადიგენის რაიონში 7-8 დეკემბერს …

ომბუდსმენი: „კაცების დროს“ პრომო გენდერული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს

  საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გადაცემის „კაცების დრო“ პრომო გენდერული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს. “გადაცემის სარეკლამო რგოლში ნაჩვენებია, რომ ქალები დასაქმებულნი არიან როგორც მკერავები, ძველი დანადგარების გარემოცვაში (მკერავის პროფესია სტერეოტიპულად ქალებს უკავშირდება), რომლის გვერდით „ზედამხედველივით“ დგას ორი მამაკაცი. ქალები სარეკლამო რგოლის მანძილზე ჩუმად მუშაობენ, კაცების საუბრის შინაარსიდან კი ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც ქალები ჯერ …

ომბუდსმენი მთავრობას: დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოებისათვის

სახალხო დამცველი სამართალდამცავებს მოუწოდებს, ჭიათურის მანგანუმის მაღაროში 3 დეკემბერს ელმავლის მემანქანის დაღუპვის ფაქტი სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ, საქართველოს მთავრობას კი მოუწოდებს, დაუყონებლივ დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. “ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს”, – განაცხადა სახალხო დამცველმა 5 დეკემბერს. მისი განცხადებით, აუცილებელია უსაფრთხოების წესების …

ომბუდსმენი ბაღში “ქორწინებაზე”: ეს მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვთა ცნობიერების ფორმირებაზე

“აღმზრდელობითი პროცესის ამგვარად წარმართვა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება და მავნე ზეგავლენას ახდენს მისი ცნობიერების ფორმირებაზე”, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ვიდეოს, სადაც ასახულია თბილისის 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით დადგმული “ქორწინების” სცენა. ომბუდსმენის განცხადებით, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის დაცვისა და მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის უმთავრეს პრინციპად ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას მისი ჭეშმარიტი, საუკეთესო ინტერესების სრულ გათვალისწინებას …

ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქესა და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს შორის – ომბუდსმენის მიმართვა პროკურატურას

საქართველოს სახალხო დამცველმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მოქალაქის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმეზე პროკურატურას გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა. ფინანსურ პოლიციაში კი განაცხადეს, რომ ომბუდსმენის განცხადება არის “ცალმხრივი, სუბიექტური, არ ასახავს მომხდარი ფაქტის რეალურ გარემოებას და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში”. საქმე ეხება 2016 წლის 31 ოქტომბერს თბილისში მომხდარ ფაქტს, რომელზეც, შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით …

სახელფასო პოლიტიკის ანალიზის თანახმად, მინიმალური ხელფასი 279 ლარი უნდა იყოს

“შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის მარტის თვის მონაცემებით, ზრდასრული მამაკაცის საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი გააჩნია 62 681-ზე მეტ ადამიანს, ოჯახის საარსებო მინიმუმზე ნაკლები 130 282-ს, ხოლო 100 ლარზე ნაკლები – 25 001 ადამიანს,” – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივ კვლევაში, რომლის პრეზენტაცია დღეს, 4 ნოემბერს გაიმართა. სახელფასო მინიმუმის პოლიტიკის ანალიზის …

ნანუაშვილი: ზვარეში მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას თვალყურს მივადევნებთ

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის ოფისი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მუშების ცემის საქმის გამოძიებას აკვირდება. “ჩვენ დავინტერესდით ზვარეში მიმდინარე მოვლენებით, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე დეტალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიღოთ ყველა იმ მხარისგან, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. როგორც ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ გამოძიების მიმდინარეობას,” – …

ნანუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე: სავარაუდოდ, ვიღაც ცდილობს, ხელი დააფაროს დამნაშავეებს

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ უკმაყოფილოა იმით, რომ ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა და ვარაუდობს, რომ “ვიღაც ცდილობს ხელი დააფაროს კონკრეტულ დამნაშავეებს”. “ჩვენ მიმდინარე წლის მარტში დავიწყეთ სპეციალური კამპანია, წამზომი ჩავრთეთ და დავიწყეთ დღეების ათვლა, თუ რამდენ ხანში მოხდებოდა ფარული ჩანაწერების (რომელიც მარტში გავრცელდა) გამოძიება. მას შემდეგ 200-ზე მეტი დღე გავიდა, გამოძიება …

უჩა ნანუაშვილი ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს: თუ ვინმეს ჩვენი პოზიცია არ მოსწონს, მისი პრობლემაა

“სახალხო დამცველი თუ ასეთ აზრებს გამოთქვამს სასამართლოს დასრულებამდე, ძალიან ცუდია. თუ ის ასწრებს სასამართლოს და მის საქმეებში ერევა…”, – ეს განცხადება ექსპრემიერმა, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ე.წ. კაბელების საქმეზე სახალხო დამცველის აპარატის მიერ სასამართლოს მეგობრის ფარგლებში დაფიქსირებული პოზიციის გამო. ივანიშვილის თქმით, სახალხო დამცველის პოზიციას პირადად არ გასცნობია და მხოლოდ იმ ჟურნალისტის მონაყოლს ეყრდნობა, …

უხილავი უმრავლესობა მკვლელობის პირისპირ

“მინდა, რომ ქალებმა არ მოითმინონ ძალადობა და თავს დროულად უშველონ”, – ამბობს ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი, რომელმაც “ნეტგაზეთს თავისი ისტორია გაუზიარა. სახალხო დამცველის ინფორმაციით 2016 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 10 ქალი მოკლეს. 2016 წელს პარლამენტმა კი ფემიციდის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. რა მესიჯი გაუგზავნეს ამით პოლიტიკოსებმა ქალებს და რატომ ვერ იცავს მათ სახელმწიფო ძალადობისა და სიკვდილისგან? …

ომბუდსმენმა “კაბელების საქმეზე” სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამარლოში “კაბელების საქმეზე” სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. “კაბელების საქმის” მსჯავრდებულების საკონსტიტუციო სარჩელში სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) არაკონსტიტუციურობაზეა საუბარი. ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ამბობს, რომ ეს ნორმა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ნორმა ნათლად არ ადგენს, არის თუ არა ანგარების მოტივი აუცილებელი გაფლანგვის ჩასადენად. სწორედ 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის …

ომბუდსმენმა დავით ნარმანიას რეკომენდაციით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, რეკომენდაციით მიმარა თბილისის მერ დავით ნარმანიას და მოითხოვა ზონალური შეთანხმების შესახებ მისი იმ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც გლდანში, N39 ბაგა–ბაღის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები გაიზარდა. “სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა მოქალაქე მ.თ.–ს განცხადება მისი საცხოვრებელი სახლის მეზობლად ერთ–ერთი კომპანიის მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის კანონიერებასთან დაკავშირებით. მოცემულ მიწის ნაკვეთზე …

ომბუდსმენმა მოსამართლეების დამოუკიდებლობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 23 აგვისტოს მოწვევის წერილი გაუგზავნა მოსამართლეებისა და ადვოკატების დამოუკიდებლობის  შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, მონიკა პინტოს. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მოწვევის მიზანია სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის კუთხით არსებული  სისტემური ხასიათის პრობლემების შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და რეაგირების ქმედითი მექანიზმების იდენტიფიცირება. მათივე ინფორმაციით, მოწვევის წერილში საუბარია სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა კომპონენტების ხელყოფაზე: [checklist] მოსამართლეთა …

ომბუდსმენი: ტერორიზმში ბრალდებული 11 საათი სამედიცინო დახმარების გარეშე იყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ტერორიზმში ბრალდებულის, ბექა ბექაურის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ 23 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართა.  ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილის თქმით, ბექაური, როგორც თავად აცხადებს, 20 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათზე დააკავეს და მრავლობითი დაზიანებების მიუხედავად დაახლოებით ღამის 11 საათამდე არანაირი სამეციდინო დახმარება არ აღმოუჩინეს: “ბრალდებულის განმარტებით, იგი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას დაკავებისას. კერძოდ, შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, …

ომბუდსმენი ინტერნეტში წამების კადრებზე ხელმისაწვდომობის აღკვეთას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ სახელმწიფო უწყებებმა დაიწყონ გამოძიება წამების კადრების გავრცელებისა და შენახვის ფაქტზე, ასევე აღკვეთონ ამ კადრების ხელმისაწვდომობა. გაზეთ “ქრონიკა+”-ის ვებ-გვერდზე ციხის კადრები 14 აგვისტოს გამოქვეყნდა და დღემდე ხელმისაწვდომია. როგორც გაზეთის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, კადრები აჩვენებს, რომ 2012 წელს წინასაარჩევნოდ გავრცელებული ციხის კადრები, კონკრეტულად კი “ცოცხის ეპიზოდი”, დადგმულია და მის მიერ გავრცელებული “სრული …

ომბუდსმენი: პოლიციამ საგანგებო ყურადღება უნდა დაუთმოს ოჯახში ძალადობის ყველა შეტყობინებას

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი უკანასკნელ პერიოდში ოჯახში დანაშაულისა და ფემიციდის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ოჯახში კონფლიქტის შესახებ თითოეულ შეტყობინებას საგანგებო ყურადღება უნდა დაუთმონ. 2016 წლის 10 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში მამაკაცმა საკუთარ ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი მამაკაცი კი, რომელიც მის ცოლს გამოესარჩლა, მოკლა. 13 ივლისს ფონიჭალაში ქმარმა 20 წლის ცოლი …

როგორ მუშაობს “სასამართლოს მეგობარი” – ევროპის საბჭოს კონფერენცია თბილისში

“სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი უნდა გახდეს ეფექტური არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკაშიც” – ამბობს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა პოლიტიკისა და თანამშორმლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხაილ ლობოვი. ეს განცხადება მან კონფერენციაზე “სასამართლოს მეგობარი: როგორც ეფექტური სახელმძღვანელო მექანიზმი ადამიანის უფლებათა საკითხებზე ეროვნული სასამართლოებისთვის” გააკეთა. კონფერენცია ევროპის საბჭოს ოფისისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ არის ორგანიზებული და პროექტის “სახალხო დამცველის …

ომბუდსმენი: ვადებთან დაკავშირებული ხარვეზები რუსთავი 2-ის საქმეზე ცალსახაა

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ცალსახაა, რომ სააპელაციო სასამართლომ მიღებული გადაწყვტილების დასაბუთებული ნაწილი “რუსთავი 2”-ს ვადების დარღვევით მიაწოდა. “ჩემი აზრით, ეს გარკვეული ხარვეზიც არის და მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გააკეთოს განმარტება, რატომ მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. გვინდა, მოვისმინოთ მეორე მხარის პოზიცია იმიტომ, რომ რეალურად ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ზოგადად, ვადებთან დაკავშირებით რომ ხარვეზია და რეალურად რაღაც დარღვევები ხდება, …

ომბუდსმენი: სიძულვილით მოტივრებულ დანაშაულებზე რეაგირება ადეკვატური არ არის

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ადეკვატური რეაგირება არ არის და არაერთი რეკომენდაცია აქვთ გაცემული ამ საკითხთან დაკაშირებით. დღეს კიდევ ერთმა კაცმა განაცხადა, რომ სცემეს უცნობმა ადამიანებმა იმიტომ, რომ ეკეთა საყურე და თავდამსხმელებს არ მოეწონათ მისი გარეგნობა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც თბილისში მამაკაცი საყურის ტარების გამო ცემაზე საუბრობს. ნეტგაზეთმა სახალხო დამცველს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით …

ომბუდსმენი: სამწუხაროა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:   17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს, 1990 წლის 17 მაისს უკავშირდება. სოლიდარობის გამოხატვისა და ძალადობის დაგმობისკენ მიმართული საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ხდება ლგბტ ადამიანების და …

ომბუდსმენი: ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე კითხვის ნიშნები თავიდანვე იყო

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე კითხვის ნიშნები თავიდანვე არსებობდა. ომბუდსმენი განაჩენის შესწავლას გეგმავს. დღეს, 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში ბრადებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს: გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 …

მმკ უჩა ნანუაშვილს “ანტისახელმწიფოებრივ” საქმიანობაში ადანაშაულებს და მის გადაგომას მოითხოვს

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა დღეს, 19 აპრილს სახალხო დამცველის ოფისთან უჩა ნანუაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა და პარაკლისი გადაიხადა. აქციის მონაწილეები საუბრობდნენ, რომ სახალხო დამცველი მართლმადიდებლებს დისკრიმინაციულად ექცევა და მხოლოდ “უმცირესობების” უფლებებს იცავს. მათივე განცხადებით, უჩა ნანუაშვილი მხოლოდ იმ ადამაინებს ექომაგება, რომლებიც “ლახავენ მოსახლეობის ძირითად უფლებებს: როგორიცაა ჩვენი რელგიური გრძნობები, ჩვენი ფასეულობები და ტრადიციები, ჩვენი მოზარდი …

ომბუდსმენმა მოიწვია გაეროს სპეციალური მომხსენებელი სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე ქალბატონ ლეილანი ფაჰრას. ომბუდსმენის ცნობით, მოწვევის მიზანია სათანადო საცხოვრებლის უფლების დარღვევათა ინდივიდუალური შემთხვევებისა და უფრო ფართო, სისტემური ხასიათის დარღვევების გარემოებათა შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და რეაგირების ქმედითი მექანიზმების იდენტიფიცირება. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, ნანუაშვილმა მოწვევის წერილში ისაუბრა იმ სისტემურ პრობლემებზე, …

Exit mobile version