ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც თავს დაესხნენ ამბობს, რომ პოლიცია აშანტაჟებდა

ტრანსგენდერი ქალი აცხადებს, რომ 3 აგვისტოს საღამოს საათებში მას და მის მეგობარ 2 ტრანსგენდერ ქალს თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ თავს დაესხა ელექტროშოკებითა და წიწაკის სპრეით შეიარაღებული 2 პირი. ერთ-ერთი დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ მათ მუქარით მოსთხოვა მომხდარზე განცხადება არ დაეწერათ, შსს-ში კი აცხადებენ, რომ მომხდარზე საქმეს ძალადობის მუხლით  იძიებენ და შესაძლო მუქარას გამორიცხავენ. …

ლორთქიფანიძე: ტრანსგენდერ პირთათვის სქესის აღიარებაზე სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის აღიარების საკითხზე პირველადი მუშაობა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს და საბჭოს ერთ-ერთი წევრია იუსტიციის სამინისტრო. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას არ წარმოადგენს და კომპლექსური პოლიტიკის ჩამოყალიბებას საჭიროებს: “სქესის აღიარებასთან დაკავშირებით სერვისების განვითარების სააგენტოს როლი მხოლოდ სერვისის განხორციელებით …

ბარამიძე: როცა ადამიანი სქესს იცვლის, დოკუმენტშიც უნდა მიენიჭოს მისთვის სასურველი სქესი

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, როცა ადამიანი სქესის კორექციის ოპერაციას იკეთებს, მას ის სქესი უნდა მიენიჭოს, რომლის სურვილიც ჰქონდა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხის განხილვისას განაცხადა. პარლამენტის სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ სანდრო ბარამიძეს ჰკითხა, საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით ტრანსგენდერი ქალი ქალად ჩაითვლება თუ არა. სანდრო ბარამიძის განცხადებით, …

ტრანსგენდერი ქალისა და კაცის მძიმე ყოფა საქართველოში

31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. წაიკითხეთ ტრანსგენდერი ქალისა და კაცის ისტორია და გაეცანით იმ პრობლემებს, რომლებზეც, ტრანსგენდერი პირები ღიად საუბრობენ საქართველოში. ბარტი ტრანსგენდერი კაცია. ახლა 44 წლისაა, როგორც ამბობს, ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობა ოჯახში იწყება და დისკრიმინაციას ცხოვრების მანძილზეც მრავალჯერ აწყდებიან, თუმცა სხვისი ცხოვრებით ცხოვრება ჯოჯოხეთია, ამიტომ ტრანსგენდერ ადამიანებს ამ დაბრკოლებების გადალახვა და გადარჩენისთვის ბრძოლა …

ბრძოლა გადარჩენისთვის – ხეების დარგვის აქცია ტრანსგენდერთა ხილვადობის დღეს

დღეს, 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს თბილისში ტრანსგენდერმა ადამიანებმა და მათმა მეგობრებმა, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ამ ფორმით საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს: “31 მარტი არის ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის დღე. ხილვადობა არის საჭირო იმისთვის, რომ შემდგომში მიეცეს საშუალება ამ საზოგადოებას, რომ …

EMC-მ მოკლული ტრანსგენდერი ქალის საქმეზე სასამართლოს მოსაზრებით მიმართა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოკლული ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყილაძის საქმესთან დაკავშირებით  თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის  მოსაზრებით მიმართა. ტრანსგენდერ ქალს, ზიზი შეყილაძეს 2016 წლის 14 ოქტომბერს გ.მ.-მ სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ზიზი შეყილაძე 23 ნოემბერს გარდაიცვალა.  აღნიშნულზე ფაქტზე,  პროკურატურის ინფორმაციით, გ.მ.-ს, ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახი …

16 ოქტომბერს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი გარდაიცვალა

თბილისში დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც 16 ოქტომბერს სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” იურისტის, ციალა რატიანის ცნობით, ტრანსგენდერი ქალი გუშინ, 22 ნოემბერს გარდაიცვალა. ამჟამად გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება. ტრანსგენდერი ქალს 2016 წლის 16 ოქტომბერს დაესხნენ თავს და ყელისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენეს. იგი ჯერ “ნიუჰისპიტალსში” გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ- რესპუბლიკურ კლინიკურ ინფექციურ საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა მძიმე …

დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ნეტგაზეთს “ნიუ ჰოსპიტალში” აცნობეს, რომ 14 ოქტომბერს ორთაჭალაში დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა- მძიმე. კერძოდ, როგორც “ნიუ ჰოსპიტალის” პრესსამსახურში აცხადებენ, იგი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა ამ პერიოდში უფრო მეტად არ დამძიმებულა. 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ტრანსგენდერი ქალი, რომელიც 14 ოქტომბერს ორთაჭალაში დაჭრეს, დაახლოებით …

“ტრანზიტ ჰავანა” – ფილმი სხვა სხეულსა და ქვეყანაში დაბადების სურვილზე

ჰავანაში მზიანი ამინდია. სიცხით შეწუხებული სამი ქალი პლაჟისკენ მიმავალ ტაქსის აჩერებს. სანაპიროზე გასვლა მათთვის არცთუ ისე სასიამოვნოა, რადგან საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ. მალუ ტრანსგენდერი ქალია და უკვე წლებია თავის რიგს ელოდება. ჰოლანდიიდან ჩამოსული ქირურგების იმედადაა დარჩენილი. სქესის შეცვლის ოპერაცია უნდა გაუკეთონ. უკვე დამოუკიდებლად ცხოვრობს – აქვს სახლი, სამსახური, ჰყავს მეგობრები და სრული ტრანზიციისათვის …

ბაია პატარაია: ჩვენ გენდერულად ბრმა სამართალდამცავი ორგანოები გვყავს

14 ოქტომბერს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის საქმის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მომხდარი დანაშაულის შესახებ ისე ისაუბრა, თითქოს დანაშაულის პროვოცირება მსხვერპლმა გამოიწვია. შსს-მ კი მომხდარის შესახებ გამოძიება სიძულვილის მოტივის გარეშე, განზრახ მლვლელობის მუხლით დაიწყო. სახელმწიფოს დამოკიდებულების შესახებ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შესახებ “ნეტგაზეთი” ორგანიზაციის “საფარის” ხელმძღვანელს და ქალთა მოძრაობის წევრს, ბაია პატარაიას ესაუბრა: ჩვენ ვნახეთ, რომ პროკურატურამ …

პრესსპიკერი: პრეზიდენტი გმობს ძალადობას ტრანსგენდერ მოქალაქეზე

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე დღის წინ თბილისში ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმას გმობს და მომხდარს “შემზარავ ფაქტს” უწოდებს.  “პრეზიდენტი მიესალმება, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება და მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია დადგინდეს თავდასხმის რეალური მიზეზი”, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ 18 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.  14 ოქტომბერს თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. დაზარალებულს ყელის …

NGO-ები პარტიებს მოუწოდებენ, საჯაროდ დაგმონ ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტი

თბილისში ტრანსგენდერი ქალის სასტიკად ცემის ფაქტს “კოალიცია თანასწორობისთვის” ეხმიანება. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯაროდ დაგმონ ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტი და დაიკავონ მყარი პოზიცია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღდეგ. კოალიციის წევრი ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, სრულყოფილად შეისწავლონ ტრანსგენდერი ქალის მიმართ გამოვლენილი სასტიკი ძალადობის საქმის ირგვლივ ყველა გარემოება, მათ შორის, სავარაუდო სიძულვილის მოტივის შეფასება; ასევე, …

დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა – ამის შესახებ ნეტგაზეთს ნიუ ჰოსპიტალსში განუცხადეს. 14 ოქტომბერს თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე, ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. დაზარალებულს ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული  და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული რუსთავში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. “ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების …

შსს-ს ცნობით, ტრანსგენდერი ქალის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტრანსგენდერი ქალის დაჭრის საქმეზე ბრალდებული დაკავებულია. იგი 1985 წელსაა დაბადებული და წარსულში ნასამართლევია. ამჟამად კი პირობითი მსჯავრის ქვეშაა. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ზ.შ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული …

სიცოცხლის უფლება ყველასია? – მძიმედ დაშავებულ ტრანსგენდერ ქალს სოლიდარობა გამოუცხადეს

ეს არის ჩემი სოლიდარობა იმ ტრანსგენდერი ქალის მიმართ, რომლის ჯანმრთელობის შესახებაც ექიმები არ გვაძლევენ კარგ პროგნოზს- განაცხადა აქციის “სიცოცხლის უფლება ყველასია?”ორანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ. დღეს, 16 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მძიმედ დაშავებული ტრანსგენდერი ქალის საქმეზე შსს-დან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდნენ. ტრანსგენდერი ქალი 14 ოქტომბერს ორთაჭალაში დაჭრეს, იგი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების განცხადებით, …

უმცირესობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა მძიმედ დაშავებული ტრანსგენდერი ქალი მოინახულა

პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდმა დღეს ,,ნიუ ჰოსპიტალის” რეანიმაციაში მყოფი მძიმედ დაშავებული ტრანსგენდერი ქალი მოინახულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სოფიო შამანიდმა უშუალოდ ექიმებისგან მიიღო პაციანტის შესახებ ინფორმაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძმეა. „ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, მაგრამ განსაკუთრებით შემზარავია მოძლადე, რომელიც ადამიანზე ძალადობს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია. ყველა ადამიანს …

ტრანგენდერი ქალის დაჭრასთან დაკავშირებით შსს-სთან დღეს აქცია გაიმართება

ტრანსგენდერი ქალის დაჭრის ფაქტზე, დღეს, 16 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია “სიცოცხლის უფლება ყველასია? გაიმართება. აქციის მონაწილეები ეფექტური გამოძიების, დამნაშავეების სათანადოდ დასჯის და სიძულვილით მოტივირებულ დანაშულების პრევენციის მიზნით ქმედითი ზომების გატარების ითხოვენ. აქცია 17:00 საათზე გაიმართება. 14 ოქტომბერს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ტრანსგენდერი, რომელიც 14 ოქტომბერს ფონიჭალაში დაჭრეს, …

ომბუდსმენი: ტრანგენდერი ქალის დაჭრის ფაქტზე გამოძიებამ სიძულვილის მოტივი უნდა გამოკვეთოს

ტრანსგენდერი ქალის დაჭრის ფაქტზე, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მოჰყვა, სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, ჩაატაროს ყოვლისმომცველი, სრული და ობიექტური გამოძიება, ასევე, საგამოძიებო პროცესი წარმართოს სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიმართულებით. “სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. აპარატის წარმოებაში არაერთი საქმეა, რომელშიც შესაძლოა ვლინდებოდეს დისკრიმინაციული მოტივი სხვადასხვა დაცული ნიშნის საფუძველზე. სამწუხაროდ, უმეტეს …

დაჭრილი ტრანსგენდერი ქალი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია

14 ოქტომბერს დაჭრილი ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს”  “ნიუ ჰოსპიტალის” პრესამსახურმა 17.00 საათზე მიაწოდა, რომლის ცნობით, პაციენტის თანხმობის გარეშე სხვა ინფორმაციის გაცემის უფლება არა აქვთ. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ცნობით კი, დაზარალებული ამჟამად ხელოვნურ სუნთქვაზეა.  სწორედ ამის გამო ტრანსგენდერი ქალს  WISG-ის იურისტები ამჟამად საადვოკატო მომსახურებას ვერ უწევენ …

თბილისში ტრანსგენდერ ქალს სასტიკად გაუსწორდნენ

თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. ინფორმაცია ,,ნეტგაზეთს” ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა მიაწოდა. ორგანიზაციის ცნობით, დაზარალებულს ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული  და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ის ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, 14 ოქტომბერს, ორთაჭალის ტერიტორიაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება  განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ეს თბილისში ტრანსგენდერებზე და ჰომოსექსუალებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ …

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ თბილისის ერთ-ერთ ბარში ტრანსფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ თბილისში, ერთ-ერთი ბარში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ტრანსგენდერი ქალის თქმით, მას საფეთქელთან ძლიერად დაარტყეს არყის ბოთლი, რა დროსაც გონება დაკარგა. იგი ფიქრობს, რომ თავდასხმა ტრანსფობიურ ნიადაგზე განხორციელდა, რადგან თავდამსხმელი დარტყმამდე მისი გენდერული იდენტობით დაინტერესდა. ალექსანდრას თქმით, თავდასხმის დროს მაგიდასთან იჯდა და კერძს მიირთმევდა. შსს-ში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ნეტგაზეთს იურისტმა ციალა რატიანმა …

Exit mobile version