თამარ ალანიას სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობა სურს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, თამარ ალანიას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობა სურს. მან დღეს, 22 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ შეიტანა შესაბამისი განაცხადი ქვეყნის შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. “მე  რომ არ ვაფასებდე ჩემს შესაძლებლობებს და იმ შანსებს, რომელიც მე გამაჩნია, ცხადია, ჩემს კანდიდატურას არ დავაყენებდი,”- განაცხადა თამარ ალანიამ. მან …

სომხეთის მოქალაქეთა 23 სარჩელს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპული სასამართლო განიხილავს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2016 წლის აპრილში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რამდენიმედღიანი საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის მოქალაქეთა 23 სარჩელი წარმოებაში მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის წარმომადგენელის გევორქ კოსტანიანის ცნობით, 2016 წლის აპრილში დაღუპული სომეხი ჯარისკაცების ოჯახის წევრების მიერ ევროპულ სასამართლოში სულ 700-ზე მეტი სარჩელი იყო გაგზავნილი. საქმეები იმ დანაშაულებებს შეეხება, რომელიც რამდენიმედღიანი …

წულუკიანი: წინა ხელისუფლების დროს სტრასბურგმა ქიბარ ხალვაშს შეჩერების გამოყენებაზე უარი უთხრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “იმედის დროსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს, რუსთავი 2-ის მსგავსაც, ქიბარ ხალვაშმაც მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხვნით, თუმცა, მაშინ ევროსასამართლომ ხალვაშს უარი უთხრა. როგორც წულუკიანი ამბობს, სტრასბურგმა მაშინ ხალვაშს უარი უთხრა იმის გამო, რომ პრეცედენტი მაგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ უშვებდა. თეა წულუკიანი ასევე ამბობს, რომ პრეცედენტის …

წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში ეროვნულ მოსამართლეს დიდი წონა აქვს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეროვნულ მოსამართლეს აქვს ძალიან დიდი წონა. ამის შესახებ მან “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ქართველ მოსამართლეს, ნონა წოწორიას სტრასბურგში საქმის განხილვაზე ზეგავლენის მოხდენა, მინისტრმა განაცხადა: “სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეროვნულ მოსამართლეს აქვს ძალიან დიდი წონა. მას აზრს ეკითხებიან, ეკითხებიან ქვეყანაში მიმდინარე …

ჩუგოშვილი: რ2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილებამ კითხვები გამოიწვია საერთაშორისო უწყებებშიც

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ აღსრულების შეჩერების შესახებ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია საერთაშორისო უწყებებშიც. ეს განცხადება თამარ ჩუგოშვილმა დღეს, 15 მარტს, კვლევის “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” პრეზენტაციის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. გუშინ, 14 მარტს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც “რუსთავი 2-ის” …

ჩუგოშვილი: სტრასბურგის მოსამართლეობის მეტი კანდიდატურა გვჭირდება საუკეთესოების ამოსარჩევად

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი კანდიდატების შიდა კონკურსის ვადამ გადაიწია იმიტომ, რომ უფრო მეტი კანდიდატურაა საჭირო მათგან საუკეთესოების ამოსარჩევად. ეს განცხადება თამარ ჩუგოშვილმა დღეს, 15 მარტს, კვლევის “ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე” პრეზენტაციის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. კანდიდატებს შიდა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარსადგენად უკვე 13 აპრილამდე …

გაასაჩივრებს თუ არა ხელისუფლება რ2-ზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას საკონსტიტუციოში?

არის თუ არა შესაძლებელი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემა, იმის მიუხედავად, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა? საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საქართველოს მთავრობას დაეკისრა ადამიანის უფლებათა და …

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე [დოკუმენტი]

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლეთა პალატა ერთხმად დაეთანხმა მორიგე მოსამართლის მიერ 3 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის საქმეზე. მოსამართლეთა პალატის გადაწყვეტილებით, აღსრულება უვადოდ, ანუ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდა.

ომბუდსმენი თეა წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს უჩა ნანუაშვილი ივანე მერაბიშვილს მის სასარგებლოდ მოწმედ დაუდგა სტრასბურგის სასამართლოში, უპასუხისმგებლოს უწოდებს. სახალო დამცველი აღნიშნავს, რომ ეს განცხადება აშკარად ამახინჯებს რეალურ სურათს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. “სავარაუდოა, რომ ქალბატონ მინისტრს სურს, საკუთარი შეცდომა და პროცესის არასწორი წარმართვა სხვას გადააბრალოს. საქართველოს მთავარ პროკურატურას …

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა მერაბიშვილის საქმეს 8 მარტს განიხილავს

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა 8 მარტს ზეპირი მოსმენით განიხილავს ვანო მერაბიშვილის საქმეს საქართველოს წინააღმდეგ. საქმე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას ეხება. სტრასბურგის სასამართლომ 2016 წლის ივნისში გამოქევეყნა გადაწყვეტილება, სადაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა მერაბიშვილის სარჩელი და ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. იუსტიციის სამინისტროს მიმართვის შემდეგ საქმე დიდ პალატას გადაეცა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ემზადებიან პროცესისთვის. მისივე …

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოცხადდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად დღეიდან კონკურსი ცხადდება. ინფორმაციას ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წლიდან 65 წლამდე ასაკის საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას; ევროპის საბჭოს ერთ–ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული); ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვთ ამ სფეროში მუშაობის …

ევა გოცირიძე: ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ ძალთა არნახული მობილიზაცია მოხდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, რომელიც ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს. კომიტეტმა 24 იანვარს საქართველოდან გაგზავნილი კანდიდატების სია ჩააგდო. “ჩემთვის არ არის ცნობილი, გამოითქვა თუ არა რაიმე პრეტენზია უშუალოდ ჩემს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კომიტეტში. გასაუბრების დროს კომიტეტის წევრთა რეაქციის მიხედვით მე არ დამრჩენია ისეთი შთაბეჭდილება, …

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2 071 განცხადება განხილვას ელოდება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცნობით, 2016 წლის 31 დეკემრის მდგომარეობით, სასამართლოს წინაშე “იცდის” საქართველოს წინააღმდეგ შესული 2 077 განცხადება, რაც მცირედით ჩამორჩება 2015 წლის მაჩვენებელს (2,154 საქმე). სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების ამ რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა და ტოპ-10 ქვეყანაში შედის. ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნის მიმართ, ჯამში, 79 750 საქმე “იცდის” სტრასბურგის სასამართლოში. წინა წელთან შედარებით დაგროვილი …

ომბუდსმენი: თეა წულუკიანის განცხადება ცილისწამებაა

ომბუდსმენი თეა წულუკიანის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ცილისწამებას უწოდებს. ნანუაშვილის თქმით, ბრალდება იმის შესახებ, რომ სახალხო დამცველმა საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი კანდიდატების სია ჩააგდო, არ შეესაბამება სიმართლეს: “პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ცილისწამება, ან მან წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი, ასევე, დაასახელოს ინფორმაციის წყარო, რომ თითქოს მე ჩავაგდე კონკრეტული სია და ასევე ქვეყნებს მოვუწოდებდი ამ …

წულუკიანი სტრასბურგში მოსამართლეების სიის წინაამდეგ მუშაობაში ომბუდსმენს, ხატიაშვილს და ენმ-ს ადანაშაულებს

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურების ჩავარდნის ფაქტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. წულუკიანის განცხადებით, საქართველოდან გაგზავნილი სიის წინააღმდეგ არაერთმა ადამიანმა იმუშავა, მათ შორის ენმ-დან, ასევე, ომბუდსმენმა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა. “ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ნაციონალური მოძრაობა, უფრო სწორად, მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. …

ნინო გვენეტაძემ სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელი გამოითხოვა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძე სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უკან გამოითხოვა – ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. საქმე “ტურავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის თებერვალში შევიდა. მოსარჩელეები – უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები: მერაბ ტურავა, თამარ ლალიაშვილი, ნინო გვენეტაძე და მურმან ისაევი არიან. საქმე ეხება 2005 წელს უზენაესი …

თეა წულუკიანი: მერაბიშვილის საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში თავიდან დაიწყება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკინის განხადებით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალაში არ შევა, არამედ ამ საქმის განხილვა დიდ პალატაში თავიდან დაიწყება: “ჩვენ დღეს სტრასბურგის სასამართლოდან მივიღეთ წერილი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, …

წულუკიანი: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნის ამბავი არის ტყუილი

საქართელოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოსთვის მოსამართლეების ამრჩევ კომიტეტს საქართველოდან წარდგენილი მოსამართლების კანდიდატების სია არ ჩაუგდია. წულუკიანის განცხადებით, კენჭისყრა გადადო იმიტომ, რომ მოქმედ მოსამართლეს ვადა თებერვალში ეწურება. “საერთოდ, სასაცილო ამბები ხდება იმიტომ, რომ გუშინ საღამოს ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ, რომელსაც ოპოზიციური პარტია მართავს, გაუშვა ტყუილი, რომელიც არის ტყუილი და მას აჰყვა არაერთი რესპექტაბელური მედიასაშუალება …

ევროსასამარლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებს არ ასაჯაროებენ

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კომიტეტის სამდივნოს ცნობით, საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებთან კომიტეტში გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. ნეტგაზეთს შეკითხვაზე, რა გადაწყვიტა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, სამდივნოში განგვიცხადეს, რომ “ეს არ არის საჯარო ინფორმაცია”. სამდივნოში ნეტგაზეთთან საუბრისას ასევე აღნიშნეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხის შესახებ კომიტეტი არ იღებს: “საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საპარლამენტო ასამბლეამ” …

სანდრო ბარამიძის ინფორმაციით, ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრა იანვრამდე გადაიდო

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამარლეთა არჩევის კომიტეტი საქართველოდან წარდგენილ 3 მოსამართლის კანდიდატურას კენჭს იანვარში უყრის. ამის შესახებ ბარამიძემ ნეტგაზეთთან მიმოწერაში განაცხადა. “ჩატარდა გასაუბრება სამივე კანდიდატთან და კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე კენჭისყრა ჩაატაროს იანვარში. სამივეს უყრიან კენჭს. გამარჯვებულს კენჭისყრა გამოავლენს”, – მოგვწერა ბარამიძემ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ …

EMC მუსლიმი თემის უფლებების დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2014 წელს სოფელ მოხეში მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის ფაქტებზე განაცხადი წარადგინა. განაცხადში EMC დავობს მშვიდობიანი შეკრების მონაწილე ოთხი მუსლიმი პირის მიმართ პოლიციის მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და განმცხადებლების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3, მე-8, მე-14 და მე-13 მუხლების დარღვევას ამტკიცებს. EMC …

იუსტიციის სამინისტრო: რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმის მოსაგებად მასშტაბური მოქმედებები ჩავატარეთ

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სიცრუეა ნაციონალური მოძრაობის მტკიცება, თითქოს სამინისტრომ არაფერი გააკეთა რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების დასაცავად. სამინისტრო აცხადებს, რომ 2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად მოგებით დასრულდა ყველა, 4600 დაზარალებულის ნაწილში. ამისათის თეა წულუკიანის მმართველობის პერიოდში ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები, რათა მიუხედავად ნაკლოვანი სიისა, დავა არა მხოლოდ 118 დაზარალებულის ნაწილში ყოფილიყო მოგებული, არამედ სრულად ყოფილიყო საქართველოს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილებული.  სამინისტროს …

სტრასბურგში მოსამართლის პოზიციაზე ევა გოცირიძის კანდიდატურას წარადგენენ

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა  შევიდა. “ევა გოცირიძე არის იმ ხუთ საუკეთესო კანდიდატს შორის, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეებისა და …

ვანო მერაბიშვილი პროკურატურას საკნიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით ჩვენებას აძლევს

დღეს, 24 ივნისს პროკურატურა ვანო მერაბიშვილს მისი საკნიდან გაყვანის საქმეზე ჰკითხავს – ამის შესახებ ნეტგაზეთს მავარ პროკურატურაში განუცხადეს. მერაბიშვილის ადვოკატი, ოთარ კახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მერაბიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. “ვანო მერაბიშვილი მისცემს ჩვენებას. ეს მან ერთხელ უკვე გააკეთა, როდესაც ღია სასამართლო სხდომაზე დეტალებში აღწერა გაყვანის ეპიზოდი. ახლა უკვე დაკითხვის ოქმშიც დაფიქსირდება ყველა ის გარემოებები. რა …

Exit mobile version