სტრასბურგის გადაწყვეტილება მამალაძის საქმეზე ცნობილია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში. სტრასბურგის სასამართლოში მამალაძე დავობდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) პირველი და მე-2 პუნქტის საფუძველზე: მუხლი 6.1 …

დუმამ დაამტკიცა კანონი, რომლითაც რუსეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს აღარ შეასრულებს

რუსეთის დუმამ დაამტკიცა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებას. ცვლილებების შემდეგ რუსეთი იხსნის ვალდებულებას, შეასრულოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც 2022 წლის 15 მარტის შემდეგ არის გამოცემული. როგორც BBC წერს, ერთი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც დღეს დუმამ დაამტკიცა, ქვეყანა სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციიდან გადის, მეორე კი 15 მარტს აწესებს …

სტრასბურგში სააკაშვილის სარჩელი არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის  საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. ამის შესახებ დღეს, 24 მარტს, ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული გამოძიებების ფარგლებში — გელაშვილის ცემა და გირგვლიანის მკვლელების შეწყალება — საქართველოს ხელისუფლებამ მისი უფლებები შელახა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის …

სტრასბურგმა დაუშვებლად ცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის მოსახლეობის საჩივრები

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა 2008 წლის ომთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი 370 ინდივიდუალური საჩივარი. ამის შესახებ ბრეგაძემ დღეს, 24 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა …

17 მაისის დარბევის გამო საქართველოს 200 ათასამდე ევროს კომპენსაცია დაეკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე “ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, რომელიც შეეხებოდა 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისის ცენტრში ლგბტ დემონსტრანტებზე ბრბოს თავდასხმას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა: მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-14 მუხლთან ერთად (დისკრიმინაციის აკრძალვა), …

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი თურქეთს კვლავ მოუწოდებს, კავალა გაათავისუფლონ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებაზე დაყრნდობით, თურქეთის ხელისუფლებას ამჯერად უკვე მეცხრედ მოუწოდებს, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ბიზნესმენი ოსმან კავალა. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის დეკემბერში დაადგინა, ოსმან კავალა ისე დააკავეს, რომ არ არსებობდა მის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულები. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კავალას დაკავება და წინასწარი პატიმრობა ემსახურებოდა ფარულ მიზანს …

ლომჯარიას ვარაუდით, მთავრობამ სტრასბურგის რეკომენდაციაზე სააკაშვილის გადაყვანამდე იცოდა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ვარაუდობს, რომ 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზების მომენტისთვის, მთავრობისთვის ცნობილი იყო სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შესახებ. 19 ნოემბრის წერილით სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის მოსაზრების გათვალისწინება. წერილი სააკაშვილის დაცვის მხარემ 3 დღის დაგვიანებით, მხოლოდ 22 ნოემბერს გაასაჯაროვა. იუსტიციის სამინისტრომ …

რატომ დაგვიანდა სტრასბურგის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გასაჯაროება

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის მოსაზრების გათვალისწინება. სტრასბურგის სასამართლო 19 ნოემბრით დათარიღებულ წერილში იმეორებს 10 ნოემბერს ამოქმედებული დროებითი ღონისძიების შინაარსს, რომლითაც მოუწოდებს: მიხეილ სააკაშვილს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა; საქართველოს მთავრობას, მიაწოდოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება. ამავდროულად, ახალი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო აცხადებს, რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს …

სტრასბურგმა უარი უთხრა ომბუდსმენს სააკაშვილის საქმეში მე-3 მხარედ ჩართვაზე დროებითი ზომის ფარგლებში

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ომბუდსმენის აპარატს უარი უთხრა დროებითი ზომის ფარგლებში სააკაშვილის საქმეზე მე-3 მხარედ ჩართვაზე. ნინო ლომჯარიას თქმით, სტრასბურგმა მათ მისწერა, რომ ამგვარ პროცედურას სასამართლო მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, როდესაც საქმის არსებითი განხილვა იწყება. სააკაშვილის საქმეზე კი, როგორც ცნობილია, ჯერ არსებითი განხილვა არ დაწყებულა. როგორც ლომჯარიამ ტვ პირველზე ლიეტუვიდან ჩაართვისას განაცხადა, …

როგორ უნდა წავიკითხოთ სტრასბურგის გადაწყვეტილება სააკაშვილის მოთხოვნაზე

დააკმაყოფილა თუ არა სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე? კითხვაზე იურისტების მოკლე პასუხია “დააკმაყოფილა” — სასამართლომ გამოიყენა დროებითი ღონისძიება, თუმცა არა იმ შინაარსით, რომელსაც მომჩივანი ისურვებდა. რას ითხოვდა მომჩივანი? მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა — თამთა მურადაშვილმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა და ბექა ბასილაიამ — 10 ნოემბერს მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე …

სტრასბურგის გადაწყვეტილების პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება დაუშვებელია – ხოშტარია

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება დაუშვებელია. მისი თქმით, სტრასბურგმა სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით სპეკულაციები დაასრულა. „სტრასბურგის გადაწყვეტილება არის საკითხი, რომლის პოლიტიზება და პარტიული ინტერპრეტაციით გამოყენება არის აბსოლუტურად დაუშვებელი. დაუშვებელია არა კეთილსინდისიერების კატეგორიებით, არამედ მიაყენებს ძალიან დიდ ზიანს მთლიანად ქვეყანას. აქ არც მთავრობას და არავის არ აქვს …

სტრასბურგის ექსმოსამართლე სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას განმარტავს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით 10 ნოემბერს გამოყენებულ დროებით ღონისძიებას განმარტავს. ნონა წოწორიას თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის (დროებითი ღონისძიება) მთავარი დანიშნულებაა, მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილებები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. “რა ინტერპრეტაციაც არ უნდა ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, უმთავრესი სწორედ მისი სიცოცხლის …

რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში სააკაშვილის მოთხოვნაზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნაზე, სახელწოდებით „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება მხარეებს გაუგზავნა. მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში წარმოადგენენ ადვოკატები: თამთა მურადაშვილი, დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია. „სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით გადაწყვიტა, რომ  განმცხადებლისთვის (მიხეილ სააკაშვილისთვის) შიმშილობის შეწყვეტა მოეწოდებინა. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას (სასამართლოს) უნდა აცნობოს აპლიკანტის (მიხეილ …

აგვისტოს ომზე რუსეთის მოქალაქეების სარჩელები სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეების სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ევროსასამრთლომ საქმეებზე — „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ — გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს …

სტრასბურგის სასამართლო მოსამართლე ბაქრაძის საქმეს არსებითად განიხილავს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მაია ბაქრაძის საქმის არსებითი განხილვის შესახებ მთავრობასთან კომუნიკაცია დაიწყო. მაია ბაქრაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და მოსამართლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანების – „მოსამართლეთა ერთობის“ დამფუძნებელი წევრია, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო უარი ეთქვა მოსამართლედ ხელახალ დანიშვნაზე. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ევროპულმა სასამართლომ მთავრობას მიმართა …

“აიისამ” სტრასბურგში დავა მოიგო — რას ნიშნავს ეს?

პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანიამ “აიისა” ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. კომპანიის დამფუძნებელმა ანანია გაჩეჩილაძემ სტრასბურგში 2018 წელს, მას შემდეგ იჩივლა, რაც ქართულმა სასამართლომ პრეზერვატივების 4 სახის შეფუთვის გამო მწარმოებელი 500 ლარით დააჯარიმა და აღნიშნული შეფუთვების წარმოებიდან ამოღება დაავალა. რა თქვა სასამართლომ? სტრასბურგის სასამართლომ 4-დან 3 შეფუთვის შემთხვევაში დაადგინა, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად …

ქმრის მიერ ილიაუნიში მოკლული ლექტორის საქმე ქალის ოჯახმა სტრასბურგში მოიგო

საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო საქმე, რომელიც ეხებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ქმრის მიერ მარიამ წივწივაძეს მკვლელობას. სასამართლომ თქვა, რომ ქვეყნის პოლიციამ გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია ვერ შეძლო. ამ საქმეზე მოსარჩელე (აპლიკანტი) იყო გარდაცვლილის დედა თალიკო თხელიძე. „სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ იცოდა იმის შესახებ, რომ აპლიკანტის შვილს საფრთხე ემუქრებოდა, მიუხედავად იმ სხვადასხვა დამცველი …

სტრასბურგში 20 ივნისის დარბევისას დაზარალებულთა საჩივრების განხილვა დაიწყო — საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიწყო საია-ს და EHRAC-ის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით შეტანილი საჩივრების არსებითი განხილვა. კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, შესაბამისი კითხვებით მიმართა საქმეებზე “ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” და “ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”. საიამ ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 7 …

სტრასბურგის სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვა განაახლა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვა განაახლა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით საქართველო დავობს, რომ განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის ისეთი მუხლები ირღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური …

სტრასბურგი რუსეთს საქართველოსთვის 10 მილიონის გადახდას 6 სექტემბრამდე ავალდებულებს

სტრასბურგის სასამართლო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, 2021 წლის 6 სექტემბრამდე გადაიხადოს 10 მლნ ევრო და დაგროვებული საპროცენტო განაკვეთი, რისი გადახდაც სასამართლომ რუსეთს 2006 წელს ქართველების მასობრივი დეპარტაციის გამო დააკისრა. ისტორია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ეტაპობრივად გაუარესდა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდებოდა 2006 წლის შემოდგომაზე. 2006 წლის 27 სექტემბერს თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი ოფიცერი დააკავეს. …

პრეზიდენტმა სტრასბურგში რუსეთთან დავის მოგებისთვის 10 ადამიანი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში “საქართველოსთვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის” ღირსების ორდენით 10 ადამიანი დააჯილდოვა. ღირსების ორდერით დააჯილდოვეს: შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი; გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს ყოფილი უფროსი ავთანდილ დვალიშვილი; სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი …

სომხეთმა თურქეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეიტანა

სომხეთის რესპუბლიკამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა თურქეთის წინააღმდეგ. ინფორმაციას azatutyun.am ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხური მხარის წარმომადგენლობაზე დაყრნობით ავრცელებს. სომხური მხარე თურქეთს ედავება 2020 წლის ყარაბაღის 44- დღიან ომში აზერბაიჯანში სირიელი დაქირავებული მებრძოლების გაგზავნას და, შესაბამისად, სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობასა და კონვენციების დარღვევას. სომხეთის ხელისუფლების მტკიცებით, თურქეთმა სომხეთისა და ყარაბაღის მოსახლეობის სიცოცხლის უფლება …

სტრასბურგის სასამართლომ მელიას საქმეზე კომუნიკაცია დაიწყო

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე კომუნიკაცია დაიწყო. საჩივარი ეხება 20 ივნისის საქმეს, რომელშიც ნიკა მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის არის ბრალდებული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი: მე-5 მუხლი — თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება მე-18 მუხლი — უფლებების შეზღუდვათა …

სააკაშვილის საჩივრები სტრასბურგში გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ორი საჩივარი. საქმე ეხება ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულთა შეწყალების საქმეებს, რომლებზეც ექს-პრეზიდენტის მიმართ საქართველოში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი: მე-6 მუხლი — საქმის სამართლიანი განხილვის უფლება; …

Exit mobile version