ბრეგაძე ადასტურებს, რომ გოგაშვილი ციხეში თავის ოჯახის წევრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხეში თავის ოჯახის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს, 12 აგგვისტოს, განაცხადა. სოსო გოგაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მასსა და ოჯახს შორის შეხვედრა ციხეში ორჯერ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ გოგაშვილს ეს დადგენილებით ჰქონდა აკრძალული. რატი ბრეგაძის თქმით კი, გოგაშვილს ოჯახთან შეხვედრის ნება, მათ …

გოგაშვილის მიმართ მუქარაზე გამოძიება უნდა დაიწყოს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს. იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს, რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გოგაშვილს დაემუქრნენ ოჯახის წევრების დაკავებითა და ფიზიკური განადგურებით. ადვოკატის განცხადებით, გოგაშვილი ამბობს, რომ ის რამდენჯერმე გაიყვანეს სააბაზანო ოთახში, სადაც მობილური ტელეფონის …

გოგაშვილს ციხეში გომელაური ესაუბრა და დაემუქრა – ადვოკატები

ადვოკატების განცხადებით, პატიმრობაში მყოფ სოსო გოგაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პირადად ემუქრება. ადვოკატები ჰყვებიან, რომ გოგაშვილისგან შს მინისტრი ითხოვდა გაჩუმებასა და რიგ საკითხებზე სასურველი ჩვენების მიცემას. იგივე მიზნით, მათი თქმით, ის ციხეში ორჯერ შეახვედრეს ოჯახსაც, რაც მანამდე გოგაშვილს აკრძალული ჰქონდა. დღეს, 10 აგვისტოს, ადვოკატებმა, რამაზ ჩინჩლაძემ და დიმიტრი ღონღაძემ პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ …

ივანიშვილისგან მუქარა მივიღე – გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მას და მის ოჯახს განადგურებით დაემუქრა, თუ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ივანიშვილისთვის სასურველ ჩვენებას არ მისცემს. გოგაშვილის განცხადება მის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება. „კეთილი ფილანტროპი არა…? მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი …

NGO-ები გოგაშვილის უსაფრთხოების გარანტირებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახელს უკავშირდება წარსულში არაერთი სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა და აღნიშნულ ფაქტებს ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება სჭირდება. თუმცა ამავდროულად, NGO-ების განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გოგაშვილის, როგორც მამხილებლის უფლებების დაცვა და მისი უსაფრთხოების გარანტირება. „სოსო გოგაშვილმა დაკავების შემდეგ დააანონსა სისტემური დანაშაულების მხილება. არასამთავრობო …

გოგაშვილის თქმით, პატრიარქის შემცვლელად თავდაპირველად მოსაყდრე შიო მუჯირი განიხილებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ „ეფ ეს ბეს“ გავლენის აგენტებს დავალებული აქვთ საქართველოში პატრიარქის ჩანაცვლება  სასურველი კანდიდატით და მათ კავშირი აქვთ ქართულ სპეცსამსახურებთან. გოგაშვილის მტკიცებით, სუს-ში ყოფნის პერიოდში და შემდეგაც, ცდილობდა ამ განზრახვისთვის ხელი შეეშალა და პრევენციულად ინფორმაცია ტელევიზიითაც გაახმიანა, თუმცა არ დაუსახელებია პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატები. „პირველ …

მუხთარლი მისი გატაცების საქმეზე სოსო გოგაშვილის დაკითხვას ითხოვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა, მტკიცებულებები კი სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ წაიშალა. გოგაშვილის აღნიშნულ განცხადებას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გამოეხმაურა თავად ჟურნალისტიც. მუხთარლი მის საქმეზე გოგაშვილის დაკითხვას ითხოვს: „როდესაც მე დამაკავეს, რამდენჯერმე ვთქვი, რომ ეს იყო ივანიშვილის დაკვეთა. მისი …

გოგაშვილის თქმით, გელა ხვედელიძე ივანიშვილის გინების გამო სცემეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 2017 წელს შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეზე  თავდასხმა მის მიერ სატელეფონო საუბრისას ბიძინა ივანიშვილის გინების გამო მოხდა. ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში გოგაშვილი ამბობს, რომ მისი დაკავებისას სახლიდან შიდა მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერი სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ წაშლილია ისევე, როგორც „ადრინდელი უკანონო დავალებების დროს …

ივანიშვილი მოითხოვდა დავალებების შესრულებას, რასაც თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი – გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მისგან “ყველანაირი დავალების” შესრულებას მოითხოვდა, რასაც “თეთრი ხელთათმანებით” ვერ გააკეთებდა. ამის შესახებ მან ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა. წერილის ნამდვილობა “ნეტგაზეთს” ყოფილი მაღალჩინოსნის შვილმა ნინო გოგაშვილმა დაუდასტურა. “დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი …

გორის რესურსცენტრის ექსუფროსის თქმით, 2016 წელს სუს-ის ინფორმაციის გამო გაათავისუფლეს

გორის განათლების რესურსცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ ქარელი აცხადებს, რომ 2016 წელს, არჩევნებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ამის შესახებ ზურაბ ქარელმა ფეისბუკ პოსტი 16 ივლისს, ISFED-ისა და TI-ის ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა. ზურაბ ქარელის პოსტში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს ის, როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ადგილობრივი სკოლების სამოცდაათ დირექტორთან ერთად …

“პოლიტიკური დოსიეები საჯარო მოხელეებზე” – გოგაშვილის ფაილები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც მათი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს ეყრდნობა. ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობდა სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში არსებულ ზოგად მდგომარეობასა და თანამშრომლების პოლიტიკურ განწყობებს. მსგავს სამსახურებს შორის იყო სკოლები, ბაღები, თბილისის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის …

დადასტურდა ის, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით — ოპოზიციის გამოხმაურება “გოგაშვილის ფაილებზე”

ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან არჩევნების გაყალბების სქემას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სუს-ის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, NGO-ების ანგარიში “პრაქტიკულად ადასტურებს” იმას, რაზეც ოპოზიციური პარტიები წარსულში არაერთგზის საუბრობდნენ. “ანგარიში, რომელიც მოვისმინეთ, ეს არის პრაქტიკულად შოკის მომგვრელი, რადგან პრაქტიკულად დადასტურდა ის, რასაც წლების განმავლობაში, არჩევნებიდან არჩევნებამდე, “ერთიანი ნაციონალური …

კერზაიას საქმეზე გამოძიების დასაწყებად პროკურატურას ხელახლა მივმართავ — შენგელია გოგაშვილის ფაილებზე

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ აპირებს, პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართოს ია კერზაიას საქმის გამოძიების ხელახლა დაწყების მოთხოვნით. ამის მიზეზი გახდა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის — „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ — მიერ ანგარიშის გამოქვეყნება. ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 21 ივლისს, გაავრცელა ანგარიში, სადაც ნათქვამია რომ …

“ძალიან დიდი სისულელე” — კალაძე გოგაშვილის დოკუმენტებზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერი კახა კალაძე “ძალიან დიდ სისულელეს” უწოდებს სოსო გოგაშვილის მიერ არასამთავრობოებისთვის მიწოდებულ დოკუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც NGO-ებმა არჩევნების გაყალბების სქემა გამოაქვეყნეს. “ეს არის სისულელე. ძალიან დიდი სისულელე. დაგაკმაყოფილათ პასუხმა?” — მიმართა მან ჟურნალისტს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ჰკითხა, ხსენებული დოკუმენტები ყალბია თუ ნამდვილი. ჟურნალისტის კიდევ ერთ კითხვას, რით ამტკიცებს …

“ჯარის არიდება ხმების სანაცვლოდ” – ანგარიში გოგაშვილის ფაილებზე დაყრდნობით

არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებენ  სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემულ მასალებზე დაყრდნობით ანგარიშს, რომელიც არჩევნების გაყალბების სავარაუდო სქემას ასახავს. დოკუმენტის თანახმადაც, “ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, ცდილობდა წვევამდელებისთვის სამსახურის გადავადებას საარჩევნოდ პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. ორგანიზაციების თანახმად, მათ გადაამოწმეს გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გაასაჯაროვეს ანგარიში. …

მართვის მოწმობები ხმების სანაცვლოდ — რა წერია ISFED-ისა და TIG-ის ანგარიშში

ორი არასამთავრობო ორგანიზაცია — „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“ — სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემულ მასალებზე დაყრდნობით ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ხმების მობილიზებას მათ შორის შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნების დაპირებითაც ცდილობდა. ორგანიზაციების თანახმად, მათ გადაამოწმეს გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გაასაჯაროვეს …

ციხიდან გათავისუფლება ხმების სანაცვლოდ – ანგარიში გოგაშვილის ფაილებზე დაყრდნობით

არასამთავრობო ორგანიზაციები — „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „სამართლიანი არჩევნები“ — სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემულ მასალებზე დაყრდნობით ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ხმების მობილიზებას, მათ შორის, პირობით ვადამდე გათავისუფლების დაპირებითაც ცდილობდა. ორგანიზაციების თანახმად, გადაამოწმეს გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემული ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გაასაჯაროვეს ანგარიში. ანგარიშის თანახმად, ამომრჩეველთა მოსყიდვის …

გვარამია: გოგაშვილის საქმეში დიდი რისკია, პირადი ცხოვრების მასალებმა არ „გაჟონოს“

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია საკუთარ სასამართლო სხდომაზე ეხმაურება სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებას. გვარამიას თქმით, გოგაშვილის დამცველად არ გამოდგება, თუმცა მისი დაკავება სადამსჯელო ოპერაციის შთაბეჭდილებას უტოვებს. გვარამიას თქმით, გოგაშვილის საქმე დიდი საფრთხის შემცველია და არ გამორიცხავს, სუს-მა პროცესი სხვადასხვა პირის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების „გასაჟონად“ გამოიყენოს: „რა დარღვევაც შეიძლება, ყველაფერი მოხდა ამ კაცის …

სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, სოსო გოგაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი …

„ფერდში მომარტყა და ძლიერი ტკივილი ვიგრძენი“ — გოგაშვილი დაკავების დეტალებს იხსენებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი სასამართლოში თავისი დაკავების დეტალების შესახებ საუბრობს. ის ამბობს, რომ „რუსეთის აგენტების ჩივილის შედეგად“ დააკავეს. გოგაშვილი იხსენებს, რომ 16 ივლისს, ღამის 2 საათზე, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ყოველგვარი გაფრთხილების ან/და პროცედურული ნორმების დაცვის გარეშე მის სახლში შეიჭრნენ. გოგაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განჩინება მხოლოდ ჩხრეკაზე ჰქონდა და არა მის …

გოგაშვილის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში ჩატარდება

თბილისის საქალაქო სასამართლომ სოსო გოგაშვილის სხდომა სრულად დახურა. პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა, – დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად. პროკურორის თანახმად, საქმეში ფიგურირებს გრიფით საიდუმლო მასალები, ამდენად, ამის შესახებ საჯაროდ საუბარი არ მიაჩნია მიზანშეწონილად, საპროცესო კოდექსი კი ამის საშუალებას იძლევა. ადვოკატის პოზიციით, შესაძლებელი იყო სხდომის ნაწილობრივ დახურვა იმ დროს, როდესაც საქმე მივიდოდა სენსიტიური მასალების განხილვამდე, თუმცა …

პროკურატურა არ აკონკრეტებს, რა ინფორმაციის გასაჯაროებას ედავებიან გოგაშვილს

საქართველოს პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე, იოსებ გოგაშვილის დაკავების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა. უწყების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს …

„გოგაშვილს ბრალი 2021-ის თებერვალში გავრცელებულ მონაცემებზე წაუყენეს“ – ადვოკატი

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც სოსო გოგაშვილის ადვოკატი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, ბრალის დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გოგაშვილს სამი ეპიზოდში ედავება. პირველი ეპიზოდი ადვოკატის თქმით, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ეხება. კერძოდ, როგორც ბრალდებაშია მითითებული, ეს შეეხება 2015-18 წლებში გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდს: „თითქოს მას ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, …

ადვოკატის თქმით, დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება

ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დოკუმენტის გასაჯაროებას აპირებდა და მის დაკავებასაც ამას უკავშირებს. ამის შესახებ მან გოგაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ადვოკატის თქმით, დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, საზღვარგარეთ სანდო ხელშია და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. „როგორც ბატონი სოსო გოგაშვილი აცხადებს, მისი დაკავება უკავშირდება მის მიერ ბოლო პერიოდში წამოწყებულ საქმიანობას და ეს …

Exit mobile version