აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები – ომბუდსმენის წარმომადგენელი გოგაშვილზე

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ქეთევან ხვედელიანი, რომელმაც დაკავებული სოსო გოგაშვილი მოინახულა, ამბობს, რომ მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მისი თქმით, გოგაშვილს სახეზე შეშუპება აღენიშნება, ხელის მტევნებსა და ფეხებზე კი სილურჯეები აქვს. მისივე თქმით, აღნიშნული დაზიანებები გოგაშვილმა დაკავების დროს მიიღო. „აღენიშნება ფიზიკური დაზიანებებიც, რომლებიც თვალსაჩინოა. როგორც ვიცი, უკვე ნახა ექიმმაც და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახალხო დამცველი …

ბოლო წლებია სულ გვემუქრება, ხან რაღაცას დებს, ეს რომ იყოს საფუძველი, მაშინვე აიყვანდნენ -ზარქუა გოგაშვილზე

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილის დაკავება მის ბოლო განცხადებას არ უკავშირდება. საუბარია დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც სოსო გოგაშვილმა „სიმართლის მოყოლა“ დაანონსა და თქვა, რომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ იცის. ირაკლი ზარქუას თქმით, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა ეკავა გოგაშვილს, თუ …

შვილის ინფორმაციით, გოგაშვილის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის სამი მუხლითაა დაკავებული. მისი თქმით, ესენია: სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას; სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლი, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს; სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი, …

სოსო გოგაშვილის ცოლის თქმით, მის ქმარს ჩხრეკისას ორი იარაღი ჩაუდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ცოლი,  თეა მარტყოფლიშვილი აცხადებს, რომ მათი სახლის ჩხრეკისას მის ქმარს ორი იარაღი ჩაუდეს. მისივე თქმით, გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე მუხლითა და 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით. 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, …

სუს-ში აცხადებენ, რომ სოსო გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოსო გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით თითქმის 12 საათის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. უწყების განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. სხვა დეტალებზე კი სუს-ი ამ ეტაპზე არ საუბრობს „მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად განხორციელებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გარდაუვალი გახდა მისი …

დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველაფერი, რასაც სოსო აანონსებდა – გოგაშვილის შვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი აცხადებს, რომ ის ინფორმაცია, რის გასაჯაროებასაც მამამისი აპირებდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც აქვს გადაცემული. ამის შესახებ მან დღეს, 16 ივლისს, მას შემდეგ განაცხადა, რაც გვიან ღამით სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც ის, სავარაუდოდ, დააკავეს. ამის შესახებ ოფიციალურ უწყებებს განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. თავად …

სოსო გოგაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, დააკავეს. გოგაშვილის დაკავების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომლის მიხედვითაც მის საკუთარ სახლში სპეცრაზმელები გვიან ღამით მივიდნენ. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ ოფიციალურ უწყებებს. როგორც სოსო გოგაშვილის შვილი ნინი გოგაშვილი წერს, მამამისი ამ დრომდე ოჯახთან ერთად სპეცრაზმელების ზედამხედველობის ქვეშ საკუთარ სახლში იმყოფება. „დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი …

ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს! — გოგაშვილი გავრცელებულ ფაილებზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ეხმაურება ჩანაწერებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა. მისი თქმით, ჯერ კიდევ ხსენებულ თანამდებობაზე ყოფნისას დარწმუნდა, რომ სისტემაში “ბოლშევიკური მეთოდები კვლავ მოქმედებს”. “…მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც “ორგანიზატორმა” უგულებელყო სახელმწიფო ინტერესები, ეკლესიის და უწმინდესის ავტორიტეტი. თავის მიზანს, გაანადგუროს ის და, ამავდროულად, დაშალოს ოცნება, …

გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის – „გადავწყვიტე, დავბრუნდე სახალხო პარტიაში“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში მიდის. გოგაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ გადაწყვიტა, დაბრუნდეს „სახალხო პარტიაში“, სადაც, მის თანახმად, პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო. „27 წლის წინ … გამოუცდელი ახალგაზრდა პატარა ბიჭი, აქტიურად ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში. გავხდი „სახალხო პარტიის“ წევრი … და ეროვნული მოძრაობის ლიდერების გვერდით მეც ვცდილობდი ქვეყნის სასიკეთოდ ერთი პატარა …

სოსო გოგაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი “ქართულ ოცნებას” ტოვებს. ინფორმაცია ამის შესახებ გოგაშვილმა “მთავარ არხს” დაუდასტურა, თუმცა პარტიის დატოვების მიზეზებზე ამ ეტაპზე საუბარი არ ისურვა. სოსო გოგაშვილი “ქართულ ოცნებაში” მონიტორინგის, კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო. “განცხადება გაკეთდა და, ალბათ, აღმასრულებელი მდივანი მიხედავს პროცედურულად სტატუსის შეეჩრების საკითხს. საუბარი მქონდა მხოლოდ [პარტიის] თავმჯდომარესთან, ავუხსენი მიზეზები, რასაც გაგებით …

გედევან ფოფხაძე: უშიშროება ერეოდა და ისევ ჩაერევა საარჩევნო პროცესში

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ სუს-ის თანამშრომლები საარჩევნო პროცესებში აქამდეც ერეოდნენ და მომავალშიც ჩაერევიან. ამის შესახებ ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს განიხილავენ. ორგანული კანონის პროექტით, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის აკრძალვასთან დაკავშირებული დარღვევები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. “მინდა გაგახსენოთ, 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაჩნდა …

“კრემლის პროპაგანდის გაგრძელება” – დეკანოიძე გოგაშვილის განცხადებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის გუშინდელ განცხადებებს კრემლის პროპაგანდის გაგრძელებად აფასებს. გოგაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახმედ ჩატაევის დაჯგუფების დაფინანსებაში დაადანაშაულა, მიხელ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი კი, მისი თქმით, ერთ-ერთი ვერსიით ახმეტაში ბიძინა ივანიშვილის მოკვლას გეგმავდნენ. როგორც დეკანოიძე ამბობს, პუტინი წლების განამვლობაში ცდილობდა, საქართველო, განსაკუთრებით კი პანკისის …

მამაჩემი რა შუაშია – “ოცნების“ მხარდასაჭერად ოფისთან მისული გოგაშვილის შვილი

დღეს, 2 დეკემბერს “ქართულ ოცნების“ ოფისთან, მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში“ საპროტესტო აქციის პარალელურად, “ოცნების“ მხარდასაჭერად სოსო გოგაშვილის შვილი მივიდა. ჟურნალისტებთან საუბარში კი შემდგომ განმარტა, რომ აქციაზე თავისი ნებით მივიდა და მამამისი არაფერ შუაშია. სოსო გოგაშვილი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და “ოცნების” მოქმედი თანამშრომელია. “მამაჩემი რა შუაშია… ისეთ რაღაცას მეკითხები, რომ მეცინება.. და რას ცვლის [ ის, რომ …

გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე მაჩალიკაშვილის გამოძიების ფარგლებში დაკითხეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ ვახტანგ გომელაური პროკურატურაში ამ საქმეზე გამოკითხეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაგვიდასტურა ირაკლი ჩიმაკაძის დაკითხვა ამავე გამოძიების ფარგლებში. ვახტანგ გომელაური ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრია, …

შემოთავაზება უნდა წამოვიდეს გუნდიდან — გოგაშვილი 2020-ის არჩევნებში მონაწილეობაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი კითხვას, სურს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, პასუხობს, რომ ამის შესახებ შემოთავაზება „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან უნდა წამოვიდეს. 6 ივნისს ტვ პირველის ეთერში გასულ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა საზოგადოებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით ან დედოფლისწყაროს მაჟორიტარად იხილოს, გოგაშვილმა …

გოგაშვილის თქმით, დღემდე არ დაუკითხავთ საქმეზე, რომლითაც მაჩალიკაშვილს ტერაქტის განზრახვას ედავებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თქმით, ის მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე ამ დრომდე არ დაუკითხავთ. ამის შესახებ მან “რუსთავი2”-თან საუბრისას განაცხადა. საქმე ეხება 7 მაისს სუს-ის განცხადებასა და ფარული ჩანაწერი გამოქვეყნებას, რომლითაც ის ამტკიცებდა, რომ გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის, მათ შორის სოსო გოგაშვილის მკვლელობის თაობაზე. თავად მალხაზ …

“ოცნებაში” ანალიტიკითა და მონიტორინგით დაკავებულ სამსახურს ვხელმძღვანელობ – გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის თქმით, დღეს პარტია “ქართულ ოცნებაში” საქმიანობს და ერთ-ერთ სამსახურს ხელმძღვანელობს. ამის შესახებ მან “რუსთავი2”-თან ინტერვიუში ისაუბრა. გოგაშვილის თქმით, სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს, “ანალიტიკითა და მონიტორინგითაა” დაკავებული. “ჩვენი სამსახური პარტიაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ძირითადად დაკავებულია ანალიტიკით, მონიტორინგით და კოორდინაციით, შიდა სტრუქტურული, უწყებრივი…” – აღნიშნა მან. ჟურნალისტის კითხვას, ვის ამოწმებს სტრუქტურა, სოსო …

გოგაშვილის თქმით, სუს-ის ბრიფინგამდე არ იცოდა, რა იგეგმებოდა მის წინააღმდეგ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ მას უსაფრთხოების ზომების გაძლიერება ურჩიეს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელი უწყებისგან მიიღო გაფრთხილება. “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში გოგაშვილი ამბობს, რომ 7 მაისს სუს-ის ბრიფინგიდან გაიგო, ზუსტად რა იგეგმებოდა მის წინააღმდეგ და მხოლოდ უსაფრთხოეების ზომების გაძლიერება ურჩიეს. სუს-მა 7 მაისს განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილის წინააღმდეგ “ტერაქტს …

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ზურაბიშვილის შტაბში მუშაობს

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს დღეს მამუკა მდინარაძემ დაუდასტურა. დეპუტატის თქმით, გოგაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისიდან ამ დრომდე შტაბში მონიტორინგის სამსახურის უფროსად მუშაობს. სოსო გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობა მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა. სუს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თავად მიიღო ეს …

წულუკიანი: იმედი მაქვს, გოგაშვილი გააგრძელებს ქართული ოცნების გაძლიერებას

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სუს–ის უფროსის ყოფილი მოადგილე ქართული ოცნების გუნდში ისევ გააგრძელებს მუშაობას. “მიზეზი ჩემთვის უცნობია. ვიცი, რომ ბატონმა სოსომ თავად დატოვა თანამდებობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ გააგრძელებს ქართული ოცნების გუნდის გაძლიერებას, როგორც ეს იყო მისი ჩვენს გუნდში ყოფნის ყველა მომენტში პირველივე დღიდან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. სოსო …

სოსო გოგაშვილმა სუს-ში თანამდებობა დატოვა

სოსო გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა. ფაქტი ნეტგაზეთს სუს-ში დაუდასტურეს. სუს-ში არ აკონკრეტებენ, როდის დატოვა გოგაშვილმა თანამდებობა, თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ ის გაათავისუფლეს. სუს-ის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს ამჟამად სამი მოადგილე ჰყავს: ალექსანდრე ტაბატაძე, ალექსი ბატიაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი.

Exit mobile version