“საქართველოს რკინიგზის” 25%–ის გაყიდვას ამჯერად კვირიკაშვილის მთავრობა აპირებს

ოთხი წლის წინ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ  „საქართველოს რკინიგზის“აქციების 25%–ის ლონდონის ბირჟაზე განთავსების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა. მაშინ დარგის სპეციალისტების ნაწილმა სტრატეგიული ობიექტის გასხვისება საფრთხის შემცველად მიიჩნია. საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობამ შესაძლოა რკინიგზის და “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” წილები გაყიდოს. “ჩვენ ვაკვირდებით ბირჟებზე სიტუაციას და როგორც კი იქნება საშუალება, პრინციპში, რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება რკინიგზის და ნავთობის და გაზის კორპორაციის 25%–ის …

მუშების თქმით, ზვარეში დამსაქმებელი კომპანიის მენეჯმენტის შეცვლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარესთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებას ხვალიდან გეგმავენ. როგორც ერთ-ერთი დასაქმებული, გიორგი თაბუკაშვილი ამბობს, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან” შეთანხმება მიღწეულია –  კომპანიის მენეჯმენტი შეიცვალა: “უშუალოდ ვინც აგრესიულად მონაწილეობდა ამ ამბავში გაშვებულები არიან. ვნახეთ ჩვენი თვალითაც და ხვალ დილიდან ამოვალთ, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მუშაობას. შევთანხმდით ამ პირობებზე” – ამბობს გიორგი თაბუკაშვილი. …

პროტესტის მეხუთე დღე – ზვარეში გვირაბის მშენებლობა კვლავ შეჩერებულია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. როგორც ერთ-ერთი დასაქმებული, გიორგი თაბუკაშვილი ამბობს, ამჟამად სოფელში სიმშვიდეა და არანაირ დაპირისპირებას აქვს ადგილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. თაბუკაშვილის თქმით, ამ დროისთვის მშენებლობა პარალიზებულია და მუშები საქმიანობის გაგრძელებას მანამ არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დასაქმებულები ითხოვენ, კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს …

ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე გაფიცვა დასრულდა

15-დღიანი გაფიცვის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარესთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა გაგრძელდა. შეთანხმებას დასაქმებულებმა საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორ კომპანიასთან, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან” გუშინ, გვიან ღამით მიაღწიეს. როგორც “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” ხელმძღვანელი ვიტალი გიორგაძე ამბობს, ახალ ხელშეკრულებებში, რომელიც კომპანიამ დასაქმებულებს გაუფორმა, მათი ყველა მოთხოვნა აისახა: “მივაღწიეთ შეთანხმებას შვებულებებთან  დაკავშირებით, ფასიანი შვებულება ეკუთვნით. მივაღწიეთ ბიულეტენის გამოყენების შესახებ …

სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

“საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორ ჩინურ კომპანიას, რომელიც ხარაგაულის სოფელ ზვარეში გვირაბს აშენებს, მუშები არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს, ხოლო ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო მხარეებს მედიაციას სთავაზობს. ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობა მედიისთვის ხელმიუწვდომელია, ხოლო “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენეციაში არ შედის. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მშენებარე გვირაბზე დასაქმებული 100-მდე მუშა საუბრობს …

ორსართულიანი მატარებელი საქართველოში შემოვიდა [ვიდეო]

საქართველოს რკინიგზის მიერ 2016 წელს შეძენილი  Stadler Kiss-ის ორსართულიანი მატარებელი საქართველოში შემოვიდა. შესაბამისი ვიდეო ფეისბუკზე თემურ სილაგაძემ გამოაქვეყნა.   „საქართველოს რკინიგზამ“ ოთხი ორსართულიანი ელექტრომეტარებელი გამარტივებული შესყიდვის წესით კომპანია „Stadler Bussnang AG“-ისგან 45 მილიონ აშშ დოლარად შეიძენა. შესაბამისი ნებართვა „საქართველოს რკინიგზას“ საქართველოს მთავრობამ  მისცა, ხოლო სს „საპარტნიორო ფონდს“ დაევალა უზრუნველყოს „რკინიგზის“ მიერ აღნიშნული შესყიდვის განხორციელება „Stadler Bussnang AG“-სთან …

საქართველოს რკინიგზას ქვეყნის სარკინიგზო ქსელისთვის შეუსაბამო მატარებლის შესყიდვაში ადანაშაულებენ

დღეს პოლიტიკური პარტია “ახალი საქართველოს” წევრებმა ბრიფინგი გამართეს. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გივი კუბლაშვილის თქმით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ 2016 წელს შეძენილმა ახალმა Stadler Kiss-ის ორსართულიანმა მატარებელმა პრობლემები წარმოქმნა. რკინიგზის თანამშრომლებზე დაყრდნობით პარტიაში ამბობენ, რომ 4 მატარებელი, რომელიც საქართველოს რკინიგზამ შეიძინა, არაა ქვეყნის სარკინიგზო ქსელზე მორგებული და  რუსეთის რკინიგზისთვის შვეიცარულმა კომპანიამ ააგო. თუმცა …

Exit mobile version