ორ ლიანდაგიანი ხაზი მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში

სიახლეა საქართველოს რკინიგზის ხარაგაული – ლაშეს მონაკვეთზე. მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ერთ ლიანდაგიანი ხაზის ნაცვლად მატარებლები უახლოეს მომავალში ორ ლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ. 4 კილომეტრ ნახევრიან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხარაგაულიდან ლაშეს მიმართულებით, კილომეტრზე მეტი უკვე ორ ლიანდაგიანია. განახლებული ინფრასტრუქტურა მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებასა და ტვირთების გამტარიანობას შეუწყობს ხელს.

სააღდგომოდ რკინიგზამ მატარებლის რეისები დაამატა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში 2018 წლის 8 აპრილს აღინიშნება, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, საქართველოს რკინიგზა მატარებლის დამატებით რეისებს ნიშნავს. 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს (#808/807) ოთხვაგონიანი, ორსართულიანი შტადლერის ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით იმოძრავებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:30 გავა, ბათუმში ჩავა 15:30-ზე, ბათუმიდან კი გამოვა 17:10-ზე და თბილისში ჩამოვა 22:03-ზე. დამატებითი …

ინფორმაცია ბაქო-თბილისი-სტამბოლი-ვენის მიმართულებით მატარებლის დანიშვნაზე სიცრუეა

ზოგმა ინტერნეტ გამოცემამ, ასევე რამდენიმე ფეისბუკ მომხარებელმა 9 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 2018 წლის მაისიდან, ბაქოდან თბილისისა და სტამბოლის გავლით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სამგზავრო მატარებელი ივლის. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ აზერბაიჯანმა სწორედ ამ მიზნით შეისყიდა შტადლერის წარმოების 64 სამგზავრო ვაგონი და კომფორტულად მოაწყო. “საქართველოს რკინიგზაში” “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით სიმართლეს არ შეესაბამება …

“საქართველოს რკინიგზის” დირექტორად თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელი დაინიშნა

სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორად საქართველოს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელი დავით ფერაძე დაინიშნა. “საქართველოს რკინიგზის” ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დავით ფერაძის კანდიდატურა  უკვე დაამტკიცა. “დავით ფერაძე დღემდე იკავებდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდში შპს “მტკვარი ჰესის” დირექტორის თანამდებობას. იგი გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის და ფინანსებისა და საბანკო …

რკინიგზა ქუთაისის აეროპორტთან დასაკავშირებელი გზისთვის 4.1 მლნ-მდე ლარს დახარჯავს

24 აგვისტოს საქართველოს რკინიგზამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დასაკავშირებელი გზისთვის აუქციონის გარეშე 4 088 633 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი (NAT) გამოაცხადა, რომელიც მთლიანი ან ნაწილობრივი და სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის მიწის ვაკისის, შემოღობვის, სარკინიგზო გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების, მაღალი და დაბალი ბაქნების მშენებლობის სამუშაოები უნდა განახორციელოს. ტენდერის მიხედვით, საქონლის …

რა შედეგი დადგება თუ პროფკავშირი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას დატოვებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ტოვებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას. გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადების თანახმად, ისინი კომისიას დატოვებენ, ვიდრე არ დაინახავენ “გულწრფელი დიალოგის სურვილს ხელისუფლების მხრიდან”. გადაწყვეტილება მათ “საქართველოს რკინიგზასთან” მოშიმშილე რკინიგზელების 11-დღიანი უშედეგო პროტესტისა და ამ დრომდე კომისიის არაეფექტური მუშაობის გამო მიიღეს. საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი კომისიის დატოვების შესახებ გაერთიანებულმა პროფკავშირებმა რამდენიმე დღის წინ წაუყენეს …

საქართველოს რკინიგზასთან დაკავებულები სასამართლოდან გაათავისუფლეს

24 აგვისტოს “საქართველოს რკინიგზასთან” გამართულ აქციაზე დაკავებული 10 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს და პროცესი დაცვის მხარის მოთხოვნით 8 სექტემბრამდე გადაიდო. სხდომა 09:00 საათზე დაიწყება. როგორც ადვოკატი, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, მათ საქმის მასალების გაცნობისათვის დრო მოითხოვეს და ამიტომ დღეს პროცესი არ შედგა. ქურდოვანიძე ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 5 პირიდან 2-ს, გოჩა სურგულაძეს და ირაკლი …

საქართველოს რკინიგზასთან დაკავებული 10 პირი უკვე სასამართლოშია

ადვოკატის, ნანა ქურდოვანიძის ინფორმაციით, გუშინ ღამით “საქართველოს რკინიგზის” შენობასთან დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. ათივე დაკავებული უფლებადამცველებთან ერთად უკვე სასამართლოში იმყოფებიან. ქურდოვანიძის თქმით, მათ ჯერ არ უნახავთ დაკავების ოქმები, ამიტომ არ იციან, კონკრეტულად ადმინისტაციული კოდექსის რომელი მუხლით ედავებიან დაკავებულებს. დაკავებულებს შორის არის საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირებისა და სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია …

ჩხუბი რკინიგზასთან მიმდინარე აქციაზე – დაკავებულია ათამდე აქტივისტი [ვიდეო/ფოტო]

მას შემდეგ, რაც პოლიციამ რკინიგზის შენობიდან დაკავებულები გამოიყვანა, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის კვლავ ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ დაახლოებით კიდევ 7 ადამიანი დააკავა – ჯამში, დაკავებულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. ჩხუბისა და შეხლა-შემოხლის შედეგად დაზიანდნენ როგორც აქტივისტები, ასევე მედიის წარმომადგენლები, მათ შორის, ნეტგაზეთის რეპორტიორიც. რკინიგზის შენობასთან ამ დრომდე რჩება საპროტესტო აქციის მოანწილეთა ნაწილი, მათ …

რკინიგზასთან აქციაზე ირაკლი კუპრაძე, ცოტნე ცხვედიანი და გიორგი დიასამიძე დააკავეს

საქართველოს რკინიგზასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, რაც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აუდიტორია #115–ის წევრები ირაკლი კუპრაძე და ცონტე ცხვედიანი, ასევე, პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გიორგი დიასამიძე დააკავეს. როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი იუწყება, ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც, რადგან აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ გონება დაკარგა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, მათ არ მიეცათ კარვის გაშლის საშუალება …

შიმშილობის მე-7 დღე – რკინიგზელები აქციის შეწყვეტას არ გეგმავენ

“საქართველოს რკინიგზის” შენობის წინ რკინიგზელები და რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლები შიმშილობის აქციას აგრძელებენ. ისინი უკვე ერთი კვირაა მოითხოვენ სამუშაო ადგილზე, გურჯაანში დააბრუნონ რკინიგზელი უჩა ხვთისიაშვილი და თანამდებობიდან გადადგნენ რკინიგზის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი რაოდენობა დღეიდან უკვე 20-ს გადააჭარბებს. მათთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით დღეს სოლიდარობის აქციაც გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდეს ადმინისტრაციას, …

“საქართველოს რკინიგზის” წინ შიმშილობის აქციაში უკვე 20 ადამიანი მონაწილეობს

დღეს “საქართველოს რკინიგზის” შენობის წინ კიდევ ერთი აქცია გაიმართება რკინიგზელებისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით. ერთ-ერთი რკინიგზელი და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის კიდევ 7 წევრი უკვე ერთი კვირაა შიმშილობის აქციას აწყობს ამავე შენობასთან. მათ დღეს კიდევ შეურთდათ 12 ადამიანი. ისინი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში შიმშილობის აქცია უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ისინი მოითხოვენ, რომ დაბრუნდნენ თანამშრომლები სამსახურში, …

პოლიციამ რკინიგზელებს კარვების გაშლის უფლება კვლავ არ მისცა [ვიდეო]

დაპირისპირება სს “საქართველოს რკინიგზის” ოფისთან – გაფიცულ მუშებს პოლიციამ კარვის გაშლის უფლება კვლავ არ მისცა, რასაც სამართალდამცავებსა და შიმშილობის აქციის მონაწილეების მხარდამჭერებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის მონაწილეების მოთხოვნის მიუხედავად, მათ ვერ მოისმინეს პოლიციისაგან ახსნა-განმარტება, რატომ არ ეძლევათ აღნიშნულის საშუალება. თავად გაფიცულებს ერთ-ერთ არგუმენტად სახალხო დამცველის შეფასება და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” რეკომენდაციები მოჰყავთ, რომელთა მიხედვითაც კარვის …

საია მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს რკინიგზელთა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ პოლიციამ დაარღვია საქართველოს რკინიგზის შენობის წინ შიმშილობის აქციის მონაწილეების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, როდესაც 15 აგვისტოს, აქციის მიმდინარეობისას, აიღო მონაწილეების მიერ განთავსებული კარავი: “აღნიშნული ფაქტის შემდგომ, შეკრების უფლებაში ჩარევამ განგრძობითი ხასიათი მიიღო და აქციის მონაწილეებს დღემდე არ ეძლევათ შესაძლებლობა, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იმ ფორმით, რომელსაც თავად ანიჭებენ უპირატესობას.” …

ომბუდსმენის შეფასებით, რკინიგზელებს უკანონოდ ერთმევათ კარვის გაშლის უფლება

საქართველოს სახალხო დამცველი რკინიგზელების შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს უკანონოდ ერთმევათ კარვის გაშლის შესაძლებლობა, რითაც ხელი ეშლებათ შეკრების თავისუფლების სრულყოფილად რეალიზაციის პროცესში. რკინიგზელები მეორე დღეა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციულ შენობასთან შრომის პირობების ცვლილებების გამო შიმშილობის აქციას მართავენ. მათ შენობის წინ გაშალეს კარავი, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ აიღო. ომბუდსმენის ინფორმაციით, 15 აგვისტოს საქართველოს …

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ შიმშილობის აქცია პოლიტიკურად მოტივირებულია

საქართველოს რკინიგზის შენობასთან ორი რკინიგზელი შიმშილობის აქციას აგრძელებს, თავად რკინიგზაში კი დღეს უკვე მათსა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობენ. მოშიმშილე რკინიგზელები აცხადებენ, რომ 15 აგვისტოს მედიაში გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ პირადად არავინ დაკავშირებიათ და სამსახურში დასაბრუნებლად პირობები არ შეუთავაზებია. ერთ-ერთი მათგანის, უჩა ხვთისიაშვილის თქმით, მათ თავად სცადეს ადმინისტრაციასთან ტელეფონით საუბარი, თუმცა ზარებს არ …

რა პირობებს სთავაზობს რკინიგზელებს მარნეულში საქართველოს რკინიგზა [ფოტო]

საქართველოს რკინიგზის შენობის წინ დღეს შიმშილობის აქცია დაიწყეს სამუშაო პირობების ცვლილებით უკმაყოფილო თანამშრომლებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელმძღავნელების გადაწყვეტილებით, მათ სამუშაო ადგილი შეთანხმების გარეშე შეეცვალათ, ხოლო ტრანსპორტსა და საცხოვრებელს დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს. ამ მოთხოვნის საპასუხოდ, ჟურნალისტებს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელმა ვასილ ხორავამ მარნეულში ის საცხოვრებელი ვაგონი და სამუშაო ოთახი დაათვალიერებინა, რომლებსაც კახეთის რეგიონიდან გადმოსულ თანამშრომლებს სთავაზობენ. …

შელაპარაკება პოლიციასა და რკინიგზელებს შორის კარვების დაშლის გამო [ვიდეო]

საქართველოს კრინიგზის შენობასთან სამუშაო პირობების ცვლილებების გამო უკმაყოფილო რკინიგზელები შიმშილობის აქციას მართავენ. მათ გაშალეს კარავი, რომელიც პოლოციამ მაშინ დაშალა, როცა გადამღები ჯგუფები რკინიგზის შენობაში იმყოფებოდნენ ადმინისტრაციისგან კომენტარის მისაღებად. კარვების დაშლამ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე შელაპარაკება გამოიწვია. რკინიგზის შენობიდან გამოსვლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს ქუჩაში კარავი აღარ დახვდათ, ხოლო პოლიცია ნათლად არ განმარტავს, რატომ აიღეს კარავი, რადგან გზის სავალ …

რკინიგზელები სამუშაო პირობების ცვლილების მოთხოვნით შიმშილობის აქციას გეგმავენ

3 თანამშრომელი საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას მათ ძველ სამუშაო ადგილზე აღსადგენად და მათ მიერ წაყენებული პირობების დასამაყოფილებლად 7-დღიან ვადას აძლევს და წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავს. რკინიგზაში თანამშრომლების მოთხოვნის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ყველანაირი ცვლილება მათთან შეთანხმებით მოხდა. უჩა ხვთისიაშვილი 13 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს რკინიგზის აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს კახეთის რეგიონში და ლიანდაგების უსაფრთოხებას ამოწმებდა, თუმცა რამდენიმე კვირის …

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ნგრევის შედეგად 2 მუშა დაშავდა

ხარაგაულში მშენებარე სარკინიგზო გვირაბის ფრაგმენტის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა, ერთი მათგანის – თამაზ ტალახაძის მდგომარეობა მძიმეა და ამჟამად თბილისში, კლინიკა “ლანცეტში” გადაჰყავთ ხარაგულიდან. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელის, ილია ლეჟავას თქმით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 11:00 საათისთვის მოხდა. მისი განცხადებით, სავარუდოდ, ადგილზე არ იყო დაცული შრომითი უსაფრთხოების პირობები. “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მაისში იყო შემოწმებაზე ამ კომპანიაში და …

რკინიგზელის თქმით, მას და მის თანამშრომლებს დამწვრობა აქვთ მიღებული

საქართველოს რკინიგზაში დასაქმებული ამბობს, რომ მას და მასთან ერთად კიდევ 4 დასაქმებულს სხეულზე, სავარაუდოდ, მზისგან დამწვრობა აქვთ მიღებული. რკინიგზის განმარტებით კი, ამის მიზეზი სიცხე და დაუდგენელი მცენარის ყვავილობაა. ვლდიმერ მალიჩევმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ უკვე მესამე წელიწადია, რაც ზაფხულში, ერთსა და იმავე პერიოდში, მზისგან დამწვრობის ნიშნები აქვს: ძვრება კანი, უსივდება სახე, აწუხებს ქავილი. მალიჩევის თქმით, 25 …

კოპიტნარის აეროპორტთან ახლოს რკინიგზის სადგური გაიხსნება

საქართველოს რკინიგზის ცნობით, კოპიტნარის ძველი სადგური უახლოეს მომავალში გაიხსნება, რათა ქუთაისის აეროპორტამდე მისვლა მგზავრებს გაუადვილდეთ. რკინიგზის ცნობით, მატარებლის სადგურიდან, რომელიც აეროპორტიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებითაა, მგზავრებს აეროპორტამდე მისვლა ავტობუსით შეეძლებათ, რომელიც მატარებლის მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის გარდა, საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში გაიხსნება ახალი სადგური, რომელიც პირდაპირ კოპიტნარის აეროპორტთან მივა და მგზავრებს აღარ მოუწევთ …

„საქართველოს რკინიგზა“: ხის გადატანის გამო მატარებლების მოძრაობა არ შეფერხდება

მატარებლების მოძრაობაში დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, შეფერხება არ იქნება – განაცხადა „ბათუმელებთან“ დაჩი ცაგურიამ, „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. დღეს ონლაინ-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 თებერვალს დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებს. „უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობის გამო იყო თხოვნა რკინიგზაში, რომ გარკვეული დროით გაგვეჩერებინა მატარებლების მოძრაობა. თუმცა ეს თხოვნა გააუქმა მშენებელმა კომპანიამ და რკინიგზა ჩვეულებრივ რეჟიმში …

ბათუმი-ქუთაისის მოძრავ მატარებელში ხანძარი გაჩნდა

დღეს, 18 დეკემებრს, ბათუმი-ქუთაისის მოძრავ ელექტრომატარებელში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა, აცხადბეენ საქართველოს რკინიგზაში. საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა . საქართველოს რკინიგზის ცნობით, მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები.

Exit mobile version