პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტში ფუნდამენტური საკითხები უნდა გადაიხედოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციის მიღების პროცესის შეჩერებისა და ფუნდამენტური საკითხების გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს, 10 ივლისს, გააკეთა. მისივე თქმით, მმართველი გუნდის პოზიცია ადასტურებს, რომ თავიდანვე ცვლილებების მთავარი მიზანი პერსონალურად პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანიის წარმოება იყო. “7 ივლისს პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება, დაწყებულიყო რეალური მოლაპარაკება საკონსტიტუციო თემებზე …

პრემიერი კონსტიტუციის რეფორმაზე: მზად ვართ, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში ჩავერთოთ

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს. “სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის განწყობილი კონსტრუქციულად, იმისკენ, რომ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ. კონსტიტუციის ცვლილებების წერის პროცესში შექმნილი იყო კომისია, რომელშიც ყველას ჰქონდა საშუალება, რომ ჩართულიყო, მათ შორის- პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას. დღეს საკითხი არის ორი მოსმენით დამტკიცებული. ჩვენ …

პრეზიდენტი 10 ივლისიდან მთავრობას საკონსტიტუციო დიალოგის დაწყებას სთავაზობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცადებით, საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის აუცილებლობაზე და მზაობაზე ყველა მხარე საუბრობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელი განცხადება იყო, რომელიც მკაფიოდ მიანიშნებდა ამ საკითხებზე. “ყველასათვის ცნობილია ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას …

გიორგი კახიანი: კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მაჟორიტარული სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმდეს. “ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ ორი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია. მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ყოველთვის მზად იყო დიალოგისთვის, ხოლო საპასუხოდ – ოპონენტების მხრიდან არც ერთი კონსტრუქციული წინადადება …

ბუკიკიო: იდეალურ შემთხვევაში, კონსტიტუცია უნდა იყოს მტკიცეც და მოქნილიც

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის გახსნისას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და იქ დამსწრე საზოგადოებას. ბუკიკიომ ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს სხვადასხვა ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოები დგას და რამდენად მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში ცვლილებების ასახვის პროცესი. “ბატონო პრეზიდენტო, როდესაც თქვენ კონფერენციისათვის შეარჩიეთ თემა – კონსტიტუციის პრინციპები, თქვენ ვერც წარმოიდგენდით, როგორ …

პრეზიდენტის აზრით, თვითმმართველობის კოდექსში ფორსირებულად არ უნდა შეიტანონ ცვლილებები

საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება საქართველოს ორგანულ კანონში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. მისი პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტის აზრით, ცვლილებების მიღება თვითმმართველობის შესახებ ფორსირებულ რეჟიმში არ უნდა ხდებოდეს და აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა: “მოგეხსენებათ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს. შესაბამისად, ჩვენი მოსაზრება არის ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა ასეთ მნიშვნელოვან …

პრეზიდენტი: “ქართული ოცნება” კონსენსუსს ახორციელებს თავის თავთან დიალოგით

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” კონსტიტუციის მიღების პროცესში კონსენსუსს საკუთარ თავთან აწარმოებს. პრეზიდენტის თქმით, 1995 წელს საქართველოს პარლამენტში დაახლოებით 23 პარტია იყო და მაშინაც კი, კონსტიტუციის მიღებისას, მოხერხდა კონსენსუსი, რადგან იყვნენ ისეთი პოლიტკური ლიდერები, რომლებსაც ესმოდათ მისი მნიშვნელობა. “მე ვერ ვხედავ ვერანაირ სირთულეს იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს განწყობა იქეთკენ, რომ გადავდგათ ნაბიჯი …

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს II მოსმენით განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. უმრავლესობის წევრები სხდომაზე მარტო იმყოფებიან. ბოიკოტის გამო პროცესში არ მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები. ეკა ბესელიას განცხადებით, მას კარგად ესმის, რომ ქვეყნის კანონი რაც შეიძლება ფართო შეთანხმებით უნდა მიიღებოდეს. მისივე განმარტებით, სახელმწიფო საკოსნტიტუციო კომისიამ და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს, რომ პროცესში მონაწილეობის მასშტაბი ფართო ყოფილიყო: …

ჩუგოშვილი: კონსტიტუციის განხილვის პროცესს სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს

პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვის პროცესს სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციის მონაწილეობა პროცესის პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის უკეთესი იქნებოდა. დეპუტატის თქმით,კონსტიტუციის საპარლამენტო განხილვის პროცესში პარტიები რომ არ მონაწილეობენ, ეს კარგი არ არის: “სხვა პარტიები ამ განხილვაში არ იღებენ მონაწილეობას და მხარს არ უჭერენ. ძალიან სამწუხაროა. კონსტიტუციის შემუშავების პროცესი ძალიან …

ფოფხაძე: მართლმადიდებლობა არის და იქნება ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი და მამოძრავებელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით პრობლემა არ აქვს. “რა დასკვნაც არ უნდა გააკეთოს ვენეციის კომისიამ ან სხვა ორგანიზაციამ, ერთი სუბიექტის გაძლიერება სხვა სუბიექტების ავტომატურ შესუსტებას არ ნიშნავს. საქართველოს ისტორიის რეალურ მოცემულობას ვერავინ შეცვლის. საქართველოში მართლმადიდებლობის როლი ვერსად შეიცვლება და ვერ დაიკარგება, ეს არის და იქნება ჩვენი …

მდინარაძე: პარტნიორული ურთიერთობები არავითარ შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოქმედი სამოქალაქო კოდექსით ერთნაირსქესიან წყვილებს სამოქალაქო პარტნიორობის დარეგისტრირება შეუძლიათ. ვენეციის კომისიის დასკვნით, არ უნდა აიკრძალოს ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ისინი ამ დასკვნას ეთანხმებიან. “ბუნებრივია, ვენეციის კომისიის დასკვნას ვეთანხმებით.  პარტნიორული ურთიერთობები არავითარ შემთხევაში უნდა შეიზღუდოს. სამოქალაქო კოდექსით ისედაც გარანტირებულია ნებისმიერი პარტნიორული ურთიერთობა. ოღონდ კონსტიტუციაში კონკრეტდება, რომ ქორწინება …

კონსტიტუციის საბოლოო პროექტით, სახალხო დამცველი 6 წლის ვადით აირჩევა

პარლამენტში წარდგენილი კონსტიტუციური ცვლილებების საბოლოო პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველს 6 წლის ვადით სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს სახალხო დამცველი, რომელსაც 6 წლის ვადით სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია. ამავე პროექტით,  სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა …

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს, რომელზეც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი ორი მოსმენით უნდა მიიღონ, ბოიკოტი გამოუცხადა. რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას ცუდი განზრახვა აქვს და ამ განზრახვის შესრულებაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ: “ჩვენ არ ვიცით, რას განვიხილავთ, არ ვიცით, რატომ ვიხილავთ დაჩქარებულად კონსტიტუციას. არ ვიცით, რა აუცილებელია საგანგებო სხდომის მოწვევა, რა აუცილებელია  სამ დღეში ორი მოსმენით მიღება. …

პარლამენტი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

დღეს, 21 ივნისს, პარლამენტი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ისინი არსებულზე ბევრად უფრო სრულყოფილ კონსტიტუციას მიიღებენ, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს კონსტიტუცია ერთი პარტიისაა და მასზე კონსენსუსი არ არსებობს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზოგადოების ჩართულობით მიმდინარეობდა: “შემდეგ იყო კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და მათ დასკვნაში ცალსახადაა აღნიშნული, …

საარჩევნო სისტემაზე “ოცნების“ გადაწყვეტილება მიუღებელი და გაუმართლებელია – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მიუღებელია მმართველი გუნდის გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევენო სისტემაზე გადასვლის გადავადებასთან დაკავშირებით. 19 ივნისს ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდება. ამავე დროს, ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების …

ირაკლი კობახიძე: გადადგომაზე განცხადება ნახევრად ხუმრობით გავაკეთე

“მე პირადად არ მომწონს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე შემდეგი არჩევნებიდან არ გადავდივართ, ისევე როგორც არ მოსწონს ჩემს ბევრ თანაგუნდელს,” – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა “არჩევანში” გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით,  რამდენიმე კვირის წინ მან ნახევრად ხუმრობით თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგებოდა, თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავიდოდით: “ჩვენ მოქმედ სისტემასთან დაკავშირებით ნეგატიური გამოცდილება გვაქვს და აქედან …

TDI: კონსტიტუციის პროექტით შესუსტდა ჩანაწერი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის თანახმად, შესუსტდა ჩანაწერი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ დღეს, 20 ივნისს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კონსტიტუციის ახალი პროექტით, “რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური …

დავით ბერძენიშვილი: ამ პარლამენტმა ვერაფერი გაბედა, სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობენ

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ძალაუფლებას ჩააფრინდა და მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნა სურს. ეს განცხადება მან  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არგადასვლის კომენტირებისას გააკეთა. დავით ბერძენიშვილის აზრით, 2020 წელს არჩევნების ჩატარება შერეული საარჩევნო სისტემით და 3-პროცენტიანი ბარიერით მხდალი ხელისუფლების ქმედებაა. “ამ პარლამენტმა ვერაფერი ქნა, ვერაფერი გაბედა. ისევ ის სისტემა დატოვა, რომელიც ცოტა ხმებით ბევრი მანდატის მიღების საშუალებას …

რომან გოცირიძე: 3-პროცენტიან ბარიერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაში აქვს აზრი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას შერეული საარჩევნო სისტემის დატოვებით ქვეყანა უკან მიჰყავს და დემოკრატიის საფუძვლებს უთხრის ძირს. დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმებზე მუშაობის ნახევარი წელიწადი წყალში გადაიყარა. მისივე აზრით,  “ქართულმა ოცნებამ” შექმნა კონსტიტუციის განხილვის ფიქცია, წარადგინეს ერთი დოკუმენტი და სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა რამ მივიღეთ. “მივიღეთ ის, რასაც არ პირდებოდნენ საზოგადოებას. არაფერი იცვლება, ბარიერის ჩამოწევასაც …

საზოგადოებრივ მაუწყებელს კომუნიკაციების კომისიაში უჩივლეს

“თავისუფალმა დემოკრატებმა” და “რესპუბლიკელებმა” “საზოგადოებრივ მაუწყებელს” სოციალური რეკლამის განთავსების წესების დარღვევის თაობაზე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლეს. საჩივარი კომისიაში დღეს, 19 ივნისს შევიდა. საჩივრის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში სარეკლამო ჭრის დროს გადის რეკლამა (სავარაუდოდ, სოციალური რეკლამის სტატუსით. მითითება, რომ რეკლამა არის სოციალური, არ არის), რომლის შინაარსია საქართველოში მიმდინარე საკონტიტუციო რეფორმა. კერძოდ, რეკლამაში ხაზგასმულია, რომ რეფორმის …

ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას ოქტომბერში გამოქვეყნებს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. მისივე განმარტებით, ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას ოქტომბერში გამოაქვეყნებს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს დელეგაციამ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ სრულად გაითვალისწინებდნენ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. კობახიძე ასევე ამბობს, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე გაგრძელდება განხილვები საქართველოს პარლამენტში. “გარდა ამისა, …

ირაკლი კობახიძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შესაძლოა 2024 წელს მოგვიხდეს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე თანხმობას ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს. მისივე განმარტებით, რთული ვითარების გამო შესაძლოა პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადავიდნენ. ირაკლი კობახიძე კონსულტაციების პროცესის გართულებაში ოპოზიციას ადანაშაულებს. მისივე თქმით, უმრავლესობაში რამდენიმე ვარიანტი განიხილება: “ერთ-ერთი ვარიანტია ის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არა მომდევნო არჩევნებისთვის, არამედ 2024 წელს გადავიდეთ. სამწუხაროდ, ოპოზიციამ …

კობახიძის თქმით, პრეზიდენტი ხელს არ უწყობს კონსტიტუციაზე კონსესუსის მიღწევას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოწოდებული არ არის, ხელი შეუწყოს კონსენსუსის ჩამოყალიბებას კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე. ამის შესახებ ირკალი კობახიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს. ირაკლი კობახიძის სიტყვებით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე კონსტიტუციის ცვლილებები პირდაპირ ეთერში განეხილათ: “პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია ეთერში საზოგადოების წინაშე ერთად ემსჯელათ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ …

მარგველაშვილი პარლამენტს კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვას სთავაზობს

საქართვეოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვას სთავაზობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით,  ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესი საკმაოდ რთულ ფაზაშია და იმისათვის, რომ რეალურად არ დავდგეთ ნულოვანი კონსენსუსის წინაშე, საჭიროა  რეალური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. “ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ფართო ჩართულობას, პროცესის მაღალ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ერთობლივ …

Exit mobile version