კობახიძე: მზად ვართ, სატელევიზო ეთერით განვიხილო საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტთან ერთად

“იმედის ქრონიკასთან” ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  მზადაა, პრეზიდენტთან ერთად სატელევიზიო ეთერით გააცნონ საზოგადოებას კონსტიტუციასთან  დაკავშირებული ცვლილებების შინაარსი. “პრეზიდენტისგან ისმის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, უარგუმენტო კრიტიკა. მაგალითად, იგივე თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. გავრცელდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს ცვლილება შეიძლება აფერხებდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, რაც არის არა მარტო დაუსაბუთებელი, არამედ ძალიან მძიმე შეფასებას იმსახურებს ასეთი განცხადება. …

კობახიძის თქმით, ბუკიკიო გულისხმებდა, რომ ცვლილებით საქართველოს ექნება კარგი კონსტიტუცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადებას, რომ საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, და განმარტა, რომ აქ იგულისხმება ის, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესი ჯერ არაა დასრულებული. “აქ იგულისხმება ის, რომ პროცესი არ არის დასრულებული. ვუახლოვდებით, პროცესი უნდა დასრულდეს. როგორც კი დავამტკიცებთ იმ ცვლილებებს, რომლებიც არის ასახული პროექტში, მაშინვე მივიღებთ …

ბონუსის ზედა ზღვარი შესაძლოა არაუმეტეს 89 მანდატით განისაზღვროს

საპარლამენტო უმრავლესობაში შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო ბონუსის ზედა ზღვარი უნდა განისაზღვროს. თუმცა, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმულით დაანგარიშდება ბონუსის განაწილების საკითხი. უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, ბონუსის ზედა ზღვარი 89 მანდატი იქნება: “ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით ზედა ზღვარი დაწესდებოდა. დღეს ეს დაკონკრეტდა და საუბარია არაუმეტეს 89 მანდატზე. გამარჯვებული გუნდი ბონუსის ხარჯზეც კი …

ვენეციის კომისიის შენიშვნები საქართველოში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე – წყარო

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის სისტემა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია, თუმცა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პრეზიდენტად ხმოსანთა საბჭომ მუდმივად და ექსკლუზიურად არ დანიშნოს უმრავლესობის კანდიდატი. ეს რეკომენდაცია ასახულია ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც ნეტგაზეთს წყარომ მიაწოდა. “მისაღებია, რომ ახალი სისტემა არა მომავალი წლის არჩევნებზე, არამედ 2023 წლიდან ამოქმედდება. უნდა …

კობახიძე: გაუნაწილებელ მანდატებზე შესაძლოა ზედა ზღვარი დაწესდეს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლოა, გაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას აღარ მიეკუთვნოს და მანდატების რაოდენობის ზედა ზღვარი განისაზღვროს. ამის შესაახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს მოლოდინი, რომ ვენეციის კომისია ბონუსის სისტემას ნეგატიურად შეაფასებს, თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა იყოს გარკვეული რეკომენდაცია  ბონუსის სისტემის  უფრო …

კობახიძე: კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებაზე პარლამენტში სერიოზულად ვიმსჯელებთ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვისას გადაწყდება, 94-ე მუხლს ბოლომდე ამოიღებენ, თუ  გარკვეული სახის რეგულაცია დარჩება. ამის შესახებ მან დღეს, 5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “კონსტიტუციის 94-ე მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით კამპანია აწარმოეს. კონკრეტული ადამიანები არგუმენტების საფუძველზე ითხოვდნენ ცვლილებების განხორციელებას. ამ საკითხზე პარლამენტში სერიოზული მსჯელობა იქნება. როგორი სახით შეიძლება რეგულაცია-  ბოლომდე იქნება ამოღებული, გარკვეული ვადით …

ვენეციის კომისიის მდივანი: ზოგიერთი გადაწყვეტილების მხრივ – პროექტი კარგია, საჭიროა გაუმჯობესებაც

ვენეციის კომისიის მდივნის განცხადებით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი ზოგიერთი გადაწყვეტილების მხრივ –  კარგია, თუმცა, მისივე თქმით, საჭიროა გარკვეული გაუმჯობესებაც. “ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი არის საკვანძო წინ გადადგმული ნაბიჯი. ზოგიერთი გადაწყვეტილების მხრივ – პროექტი კარგია, საჭიროა გარკვეული გაუმჯობესებაც. ვფიქრობ, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა კომპრომისის გამონახვა, რომელიც კონსტიტუციის ტექსტთან დაკავშირებით საერთო კონსენსუსს მოიტანს,”- ეს განცხადება თომას …

ვენეციის კომისიის მდივანი: საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევაა მნიშვნელოვანი

” მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსენსუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ახალი კონსტიტუცია გრძელვადიანად მოქმედი იყოს,” – ეს განცხადება ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა დღეს ბერლინში გააკეთა. თომარ მარკერტის თქმით, თუ საზოგადოება შეძლებს სხვადასხვა საკითხებზე კონსენსუსის მიღწევას, საქართველო კარგ კონსტიტუციას მიიღებს: „როგორც იცით, ვენეციის კომისია დასკვნას 16 ივნისს მოამზადებს. ჩვენ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს მთლიანი პროცესის …

მაისურაძე: კობახიძე ძალიან წააგავს კარიკატურულ პერსონაჟს, ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილს

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის განხილვაზე სტუდენტების მიერ სოციალური პრობლემების დაყენების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ აუდიტორია 115-ის წევრებს კომუნისტები უწოდა და თქვა, რომ კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის. ფილოსოფოსი გიორგი  მაისურაძე მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები შეიძლება შეფასდეს როგორც უმეცრება და აზროვნების შეზღუდულობა. “კომუნიზმი საქართველოში დამთავრდა, საქართველოში ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი არ არის. ახალგაზრდებო, მე მინდა მოგიწოდოთ, დაადგეთ იმ გზას, რასაც ილია …

კონსტიტუციის პროექტის განხილვა თბილისში ჩაიშალა

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დარბაზში დაპირისპირების გამო კონსტიტუციის პროექტის განხილვა თბილისში ჩაშლილად გამოაცხადა. “მე ვერ ვხედავ შეხვედრის ამ ფორმატში გაგრძელების საჭიროებას. კითხვები არ ისმება აქ იმისათვის რომ მიიღოთ პასუხები. კითხვები ისმება იმისათვის, რომ მოაწყონ პროვოკაცია. პროვოკაციის მოწყობის ადგილი აქ არ არის.” – განაცხადა კობახიძემ. თავდაპირველად თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის …

კომისია იძულებული გახდა, კონსტიტუციის პროექტის განხილვის ფორმატი შეეცვალა

თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატი შეიცვალა. დარბაზში შეკრებილებმა კომისიას არ მისცეს უფლება, განხილვა დაეწყო. შეხვედრაზე სიტყვით გამოდიან დარბაზში მისულები და კომისიას არ აძლევენ საშუალებას, სიტყვით მიამართონ მათ. განხილვაზე სტუდენტების ჯგუფმა მუშების ჩაფხუტები მიიტანეს და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს. ამის შემდეგ კომისიამ ვეღარ შეძლო დარბაზის მართვა და მისცა უფლება, …

კონსტიტუციის პროექტის განხილვა პროტესტის გამო ვერ იწყება

თბილისში,  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე სტუდენტების ჯგუფმა მუშების ჩაფხუტები მიიტანეს და ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს. “4 მეშახტე” – სკანდირებენ სტუდენტები.  სახალხო განხილვის პროცესი შეყოვნებულია, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე მათი ხმის გადაფარვას ვერ ახერხებს. ირაკლი კობახიძემ დარბაზს თხოვნით მიმართა,  ტყიბულში დაღუპული მეშახტეებისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ, თუმცა სიტუაცია ამანაც ვერ განმუხტა: “ჩვენი …

მდინარაძე: კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებაზე მსჯელობა გაგრძელდება

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღების საკითხი, რომლის მიხედვით, გადასახადების ზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი, დახურული არ არის და მასზე დისკუსია პარლამენტში გაგრძელდება. ამის შესახებ მდინარაძემ თელავში, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საერთო სახალხო განხილვისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას არ აქვს მყარი პოზიცია, რომ 94-ე მუხლი კონსტიტუციაში უნდა დარჩეს: “ვისმენ …

რას ცვლის სოციალური უფლებების დაცვის კუთხით კონსტიტუციის პროექტი

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრების ნაწილის აზრით, კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი პროექტით, სოციალური უფლებების ნაწილი გაუარესდა, ხოლო ნაწილი გაუმჯობესდა. კომისიის წევრების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პროექტი ზედმეტად სოციალურია. რეალურად, რა იცვლება ახალი პროექტით და რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური უფლებების კონსტიტუციონალიზება? რა იცვლება კონსტიტუციის ახალი პროექტით? კონსტიტუციის პირველი თავი ზოგად დებულებებს განსაზღვრავს. ამ თავის მეხუთე მუხლის თანახმად, საქართველო …

ტაში, მქუხარე ტაში, სტვენა – კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა ქუთაისში [ვიდეო]

დღეს, 5 მაისს, ქუთაისში კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე ძირითადად პარლამენტის ადგილმდებარეობაზე, საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის საკითხზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებულ მოსახლეობას კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი თავების მიხედვით გააცნო და მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. ამის შემედგ საკუთარი მოსაზრებები მოსახლეობას “ქართული ოცნებიდან” –  არჩილ თალაკვაძემ და მამუკა …

კონსტიტუცის გადასინჯვის საერთო-სახალხო განხილვა ქუთაისიდან დაიწყო

კონსტიტუცის გადასინჯვის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა ქუთაისიდან დაიწყო. კომისიის წევრები დღეიდან 15 მაისამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩავლენ და მოსახლეობას ცვლილებების პროექტს გააცნობენ. “ქართული ოცნების ” ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, დღეიდან ძალიან საინტერესო პროცესი იწყება: “ჩვენ ველაპარაკებით საზოგადოებას კონსტიტუციურ ცვლილებებზე. ეს არის ერთ ერთი ეტაპი, რომლითაც კიდევ უფრო შეიძლება დაიხვეწოს კონსტიტუცია. ამის შემდეგ იქნება ვენეციის კომისიის …

ოქრიაშვილი: არსებობენ არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტები, ამის გამო ჟურნალისტიკა გავაუქმოთ?

“საქართველოში მრავალი ჟურნალისტია, ბევრი ძალიან კარგია და მიუკერძოებელი, ჩვენ მათ დიდ პატივს ვცემთ. ასევე არიან არაკეთილსინდისიერი, არაპროფესიონალი და აშკარად დაკვეთების შემსრულებელი ჟურნალსიტებიც. ამის გამო ჟურნალისტიკა გავაუქმოთ? რა თქმა უნდა, არა,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების საკითხზე საუბრისას გააკეთა. კახა ოქრიაშვილის თქმით, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებზე ხორციელდება უსამართლო ზეწოლა და მათ …

რატიანი: ფაშისტური იტალიის საარჩევნო სისტემამდე თვითონ მიხვედით, თუ სადმე ამოიკითხეთ?

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის თქმით, “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა იგივეა, რაც ბენიტო მუსოლინიმ მეოცე საუკუნის დასაწყისში ფაშისტურ იტალიას შესთავაზა. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. “თქვენ მიერ შემოთავაზებული სისტემა არის იგივე პრინციპების, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს. არ მასვენებს  ინტერესი, გავიგო, იტალიელი ფაშისტების სისტემამდე თქვენ თვითონ მიხვედით, თუ …

რა ბედი ელის პრეზიდენტის ინსტიტუტს?

“პრეზიდენტი პირდაპირი გზით უნდა იყოს არჩეული თუ არაპირდაპირით? უნდა გაიზარდოს თუ შემცირდეს მისი უფლებამოსილებები? საპარლამენტო თუ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის რესპუბლიკა?” – ამ საკითხების შესახებ დღეს, 29 მარტს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში” ისაუბრეს. კონფერენციაში  საკონსტიტუციო კომისიის წევრები, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები, ასევე  ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ. პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები …

აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი დაიწყო

დღეს, 2016 წლის 26 სექტემბერს აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ტარდება. როგორც აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაზახირ ფახანოვმა განაცხადა, კენჭისყრის პროცესს ქვეყნის მასშტაბით 53 ათასი დამკვირვებელი, მათ შორის 117 საერთაშორისო დამკვირვებელი დაესწრება: “გარწმუნებთ, კენჭისყრა გამჭვირვალე იქნება”. საარჩევნო სიებში, ოფიციალური ცნობითვე, 5 მილიონზე მეტი მოქალაქე ირიცხება. აზერბაიჯანში 2016 წლის 26 სექტემბრის რეფერენდუმზე განსახილველ საკონსტიტუციო ცვლილებებზე …

საკონსტიტუციო რეფორმების წინააღმდეგ ერევანში აქციები გრძელდება

სომხეთის დედაქალაქში მეთვრამეტე დღეა საზოგადოებრივი გადარჩენის ფრონტის “ახალი სომხეთის” მხარდამჭერები, რომლებიც ქვეყანაში საკონტიტუციო რეფორმებს ეწინააღმდეგებიან, მჯდომარე აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეები ღამეც არ ტოვებენ დაკავებულ ტერიტორიას. აქციების პარალელურად პოლიციაც მორიგეობს. სომხეთში 6 დეკემბრის რეფერენდუმზე ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმებს მხარი დაუჭირეს. რეფორმა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებს. ოპოზიცია ხელისუფლებას რეფერენდუმის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს, უვადო საპროტესტო აქციებს მართავს და ვადამდელ …

Exit mobile version