საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტები — იმედა დარსალია, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” დარსალიამ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ გათავისუფლების ბრძანებები სამივე მათგანმა 29 აპრილს მიიღო. იმედა დარსალია გადაცემის “ახალი კვირა” ყოფილი წამყვანია, სოფო ზედელაშვილი და თამთა ჯანაძე კი — გადაცემაზე მომუშავე ჟურნალისტები. მიმდინარე წლის თებერვალში მათ თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან გადაცემისადმი ცენზურის მცდელობებს …
Tag Archives: საზოგადოებრივი მაუწყებელი
ცენზურის მცდელობებზე “ახალი კვირის” ყოფილი ჟურნალისტიც საუბრობს: რას ჰყვება ის
საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერ არ დაუსრულებია მოკვლევა “ახალი კვირის” თანამშრომლებისადმი ცენზურის მცდელობის თემაზე. ამასობაში საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენზურის მცდელობაში ადანაშაულებს “ახალი კვირის” ყოფილი ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი. აღნიშნულის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ისაუბრა. მთივლიშვილი არხზე მუშაობდა 2018-2020 წლებში, თუმცა ბოლო პერიოდში ანალოგიური პრობლემის შესახებ გადაცემის ის ჟურნალისტებიც საუბრობენ, რომლებიც დღემდე საქმიანობენ “პირველ არხზე”. ამჟამად “ახალი კვირა” ეთერში არ …
Continue reading “ცენზურის მცდელობებზე “ახალი კვირის” ყოფილი ჟურნალისტიც საუბრობს: რას ჰყვება ის”
საპარლამენტო კომისიამ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის 10 კანდიდატი შეარჩია
საპარლამენტო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეარჩია და შესაბამისი სია პარლამენტს გაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე 7 აპრილს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, შერჩეულნი არიან: მარინა გიორგაძე; არინა თავაქარაშვილი; გიორგი იასაშვილი; ბელა კოპალიანი; ვასილ მაღლაფერიძე; ალექსი ნონიაძე; ლაშა ტუღუში; ლია შავგულიძე; დონარა შონავა; ზაზა ხუციშვილი საქართველოს პარლამენტმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი 17 …
Continue reading “საპარლამენტო კომისიამ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის 10 კანდიდატი შეარჩია”
“ეს არის აბსურდი” — მაღლაფერიძე სამზაუში ე.წ. შავი სიების არსებობაზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც ახლა სამეურვეო საბჭოს წევრობა სურს, აბსურდს უწოდებს ე.წ. შავ სიებს, რომლის შესახებაც ტელეკომპანიის რამდენიმე ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა. დღეს, 7 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ სხდომაზე ე.წ. შავ სიებთან დაკავშირებით შეკითხვა მაღლაფერიძეს ჟურნალისტური ქარტიის დირექტორმა მარიამ გოგოსაშვილმა დაუსვა. “შავ სიებთან” დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის“ …
Continue reading ““ეს არის აბსურდი” — მაღლაფერიძე სამზაუში ე.წ. შავი სიების არსებობაზე”
მაღლაფერიძეს საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობა სურს
ვასილ მაღლაფერიძეს, რომელიც 2017-2020 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ახლა ამავე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა სურს. საბჭოს წევრობის 12 მსურველის სია პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციაში, რომელიც, სხვა კანდიდატების მსგავსად, მაღლაფერიძემაც წარმოადგინა, ვკითხულობთ: “საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრად კენჭისყრა გადავწყვიტე, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჯერ გენერალურ დირექტორად და შემდეგ პროდიუსერად …
Continue reading “მაღლაფერიძეს საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობა სურს”
ვასაჯაროებ საზმაუს ექსპერტების „შავ სიას“ – იმედა დარსალია
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანი, იმედა დარსალია ასახელებს იმ ექსპერტების ვინაობას, რომლებიც მაუწყებლის „შავ სიაში“ იყვნენ და მენეჯმენტიჟ ურნალისტებს უკრძალავდა რესპონდენტებად მათ ჩაწერას. იმედა დარსალიამ 25 მარტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სია, რომელსაც დღეს ასახელებს, „ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის“ იყო გაკეთებული. დარსალიას თანახმად, „შავ სიაში“, რომელიც საერთაშორისო …
Continue reading “ვასაჯაროებ საზმაუს ექსპერტების „შავ სიას“ – იმედა დარსალია”
პარლამენტმა საზმაუს ბორდის 3 წევრი უნდა აირჩიოს
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა. 17 მარტით დათარიღებულ ბრძანებაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს ხელს, წერია, რომ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი უნდა შეარჩიოს. როგორც ბორდის წევრმა, ზაზა აბაშიძემ განუცხადა „ნეტგაზეთს“, მისი ინფორმაციით, უფლებამოსილების ვადა გასდის ბორდის სამ წევრს, რომლებიც 2016 წელს აირჩიეს: ბორდის …
Continue reading “პარლამენტმა საზმაუს ბორდის 3 წევრი უნდა აირჩიოს”
“ახალი კვირის” გუნდის ნაწილი გადაცემაში ცენზურის არსებობას უარყოფს
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის “ახალი კვირა” გუნდის ნაწილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ცენზურის არსებობას უარყოფს. აღნიშნულს წინ უძღოდა გადაცემის წამყვანის ნათქვამი არხზე “შავი სიებისა” და ცენზურის მცდელობის არსებობის, რაც შემდგომ ორმა ჟურნალისტმაც დაადასტურა. “გადაცემა „ახალი კვირა“ ოთხი წელია, პირველი არხის ეთერშია. ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ყოველთვის პრობლემურ და აქტუალურ თემებს ეხებოდა, ჩვენთვის პრიორიტეტი ხალხის პრობლემების ობიექტურად გაშუქება …
Continue reading ““ახალი კვირის” გუნდის ნაწილი გადაცემაში ცენზურის არსებობას უარყოფს”
“ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები” – საზმაუწყებლის ჟურნალისტები
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ადასტურებენ “ახალი კვირის’ წამყვანის, იმედა დარსალიას ნათქვამს არხზე “შავი სიებისა” და ცენზურის მცდელობის არსებობის შესახებ. “როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და ვფიქრობთ, რომ მაყურებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე. გუშინ „ახალი კვირის“ წამყვანმა იმედა დარსალიამ საჯაროდ ისაუბრა …
Continue reading ““ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები” – საზმაუწყებლის ჟურნალისტები”
ვითმენთ საყვედურებს, მაგრამ არა შეურაცხყოფას – საზმაუს განცხადება
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ არხის წინააღმდეგ „მიზანმიმართული, რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიმდინარეობს”. „საქართველოს პირველი არხი ეხმაურება მის წინააღმდეგ რეპუტაციის შემლახავ, მიზანმიმართულ კამპანიას და კატეგორიულად აცხადებს, რომ არხზე არ დახურულა არცერთი პროექტი, მათ შორის, „ახალი კვირა“, და ამ დროისთვის გადაცემის გუნდის უკლებლივ ყველა წევრი არის მაუწყებლის ანაზღაურებადი თანამშრომელი. არხი მაყურებელს შესთავაზებს გადაცემის განახლებულ …
Continue reading “ვითმენთ საყვედურებს, მაგრამ არა შეურაცხყოფას – საზმაუს განცხადება”
იყო შავი სიები – საზმაუს ყოფილი წამყვანი
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიას განცხადებით, არხის მმართველების მიერ გადაცემის რეორგანიზაცია რეალურად მის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, გადაცემაზე მუშაობის დროს არხის წარმომადგენლების მხრიდან იყო „კრიტიკული თემების დაბლოკვის მცდელობა“. ასევე, არსებობდა ე.წ. „შავი სიები“, რაც გულისხმობდა იმ პირთა სიას, რომლებთანაც არხი არ თანამშრომლობდა. „გადაცემას ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ცენზურასთან სერიოზული …
ტელესკოლას 1-წუთიანი ინგლისურის გაკვეთილები დაემატება
საგანმანათლებლო პროექტ „ტელესკოლას“ ერთწუთიანი ინგლისურის გაკვეთილები დაემატება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ტელეკომპანია ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ ერთწუთიანი გაკვეთილების მომზადების პროცესი უკვე დაიწყო, საბოლოო კი 700-მდე ეპიზოდი გამოვა, რომელიც მოიცავს გრამატიკულ, სალაპარაკო, გამოთქმისა და ფრაზეოლოგიის კომპონენტებს. „გაკვეთილების მომზადებაში ჩართული არიან როგორც ქართველი, ასევე ინგლისურენოვანი მასწავლებლები. მასალა დაფუძნებულია Macmillan Education-ის სახელძღვანელოებზე, რომელიც დამუშავდა და ადაპტირდა სპეციალურად „ტელესკოლისთვის“ …
Continue reading “ტელესკოლას 1-წუთიანი ინგლისურის გაკვეთილები დაემატება”
საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ ილია თვალიაშვილს 5 ივლისს საპატრიარქოს მიერ მობილიზებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა თვალები დაუზიანეს. ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ილია თვალიაშვილს ერთ თვალში დაზიანებები აღენიშნება, ის დამატებით გამოკვლევებს ელოდება. საზოგადოებრივ მაუწყებელში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინვე მიმართეს ოფიციალურად. 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები …
Continue reading “საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს 5 ივლისს თვალები დაუზიანეს”
საზმაუს შენობა $40 მილიონის ნაცვლად $24 მილიონად იყიდება
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, თბილისში, კოსტავას 68-ში არსებული მიწა და შენობა-ნაგებობა ვერ გაყიდა. მაუწყებელი ქონების გაყიდვას გასულ წელს, თავდაპირველად, 40 მილიონ აშშ დოლარად ცდილობდა. მას შემდეგ, რაც მყიდველი არ გამოჩნდა, მაუწყებელმა ქონება რამდენჯერმე გააიაფა და საბოლოოდ, ტერიტორიის 24 მილიონ დოლარად გასხვისება გადაწყვიტა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალურ დირექტორს 2021 წლის 21 მაისს …
Continue reading “საზმაუს შენობა $40 მილიონის ნაცვლად $24 მილიონად იყიდება”
ხელი შეუწყო მელაშვილისადმი სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას – აბსანძე საზმაუს ფილმზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანმა, ჟურნალისტმა ირაკლი აბსანძემ პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა ამავე არხზე გასული გადაცემა „დავითგარეჯასთან“ დაკავშირებით და განაცხადა, რომ მან „ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას“. 29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გავიდა დოკუმენტური ფილმი, სათაურით „გარეჯის მთის სიმართლე“, რომელიც გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ მომზადებულია. ისტორიკოსი ბექა კობახიძის შეფასებით, ის …
ნდობის რეიტინგში საზოგადოებრივი მაუწყებელი მე-5 ადგილზეა — IRI-ის კვლევა
ტელევიზიების ნდობის რეიტინგში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მეხუთე ადგილზეა. ამაზე მიუთითებს IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს, 5 აპრილს გამოქვეყნდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს: “რომელი ქართული ტელეარხის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად?”. რესპონდენტს ორი ტელეარხის დასახელება შეეძლოთ. ნდობის რეიტინგში ლიდერობს ტვ “იმედი”. ის პირველ არჩევნად გამოკითხულთა 35%-მა დაასახელა, ხოლო ორ ტელევიზიას …
Continue reading “ნდობის რეიტინგში საზოგადოებრივი მაუწყებელი მე-5 ადგილზეა — IRI-ის კვლევა”
“კომენტარს არ ვაკეთებთ” – საზ.მაუწყებელი ევროვიზიის სკანდალზე
საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურს „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის მიერ ფეისბუკზე გინებაზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მზადებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ თორნიკე ყიფიანმა საჯარო ფეისბუკ-პოსტში ხალხს “ვინც მათზე რამე ცუდს იტყვის”, აგინა, ხოლო თავად ევროვიზიას „კურკლშოუ“ უწოდა. ესეც ჩემი მორიგი სიმღერა, ეუროვიჟნ 2021 ისთვის, მოუსმინეთ და ისიამოვნეთ. დიდი …
Continue reading ““კომენტარს არ ვაკეთებთ” – საზ.მაუწყებელი ევროვიზიის სკანდალზე”
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები სტაჟირებას საზოგადოებრივ მაუწყებელში გაივლიან. ამის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა. „პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება წარმატებული იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის“,- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, „პირველი უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება …
Continue reading “თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის”
“პირველი არხი”:ჩვენს სერვერებზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” განცხადებით, მათ სერვერებზე ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა: “პირველადი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა. შესაბამისი სამსახურები ამ წუთებში ვითარებას სწავლობენ. სავარაუდოდ, კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური სასერვერო. მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა” ,- აცხადებენ “პირველ არხში”.
საზმაუს დირექტორის ხელფასი 4 ათასიდან 10 ათას ლარამდე გაიზარდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება არხის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს მიიღო. ნეტგაზეთი ესაუბრა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ირინა ფუტკატრაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ხელფასის გაზრდის საკითხს ბორდი უკვე დიდი ხანია, რაც განიხილავს. „საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ არაადეკვატური, საკმაოდ დაბალი ხელფასი ჰქონდა გენერალურ დირექტორს. რეალურად, ამაზე მსჯელობა ახლა …
Continue reading “საზმაუს დირექტორის ხელფასი 4 ათასიდან 10 ათას ლარამდე გაიზარდა”
საზმაუს გენერალური დირექტორობისთვის ბრძოლას 4 კანდიდატი განაგრძობს
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი განაგრძობს. მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს, ოთხ კანდიდატს დაუჭირა მხარი, შესაბამისად, კონკურსის საბოლოო ეტაპზე თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი გადავიდნენ. მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით 6 წლის ვადით ირჩევს. მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ …
Continue reading “საზმაუს გენერალური დირექტორობისთვის ბრძოლას 4 კანდიდატი განაგრძობს”
“პირველი არხი” “ფორმულას” იუმორისტული სკეტჩის გამო უჩივის
საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია “ფორმულის” იუმორისტულ გადაცემას კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. ინფორმაციასა და “პირველი არხის” საჩივრის ტექსტს თავად “ფორმულა” ავრცელებს. საქმე ეხება ტელეკომპანია “ფორმულის” გადაცემა “ფსკერის” მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულ იუმორისტულ სატირულ სკეტჩს. სკეტჩში გაშარჟებულია “პირველი არხის” გადაცემა “ახალი დღე”, რომლის “ჟურნალისტიც” აშუქებს სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით გამართული “ფულის წყალში გადაყრის ჩემპიონატის ფინალს”. საჩივრის ტექსტში …
Continue reading ““პირველი არხი” “ფორმულას” იუმორისტული სკეტჩის გამო უჩივის”
მუშაობას “ტელესკოლაში” განვაგრძობ – მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, აცხადებს, რომ მუშაობას “ტელესკოლაში” განაგრძობს. „ტელესკოლა“ არის განათლების სამინისტროს პროექტი, რომელიც დისტანციური სწავლებისათვის შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე. ჟურნალისტებთან საუბრისას მაღლაფერიძემ გამორიცხა პოლიტიკური საქმიანობა პარლამენტსა თუ მთავრობაში. “პარლამენტი, სამინისტრო, თუ გინდათ, ბელორუსიც მიაყოლეთ, გამორიცხეთ. ერთადერთი, რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა, ტელესკოლაში, რომელიც …
Continue reading “მუშაობას “ტელესკოლაში” განვაგრძობ – მაღლაფერიძე”
ვასილ მაღლაფერიძე გადადგა: რა მოხდება ახლა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, 18 აგვისტოს განაცხადა. ახლა მაუწყებელში ახალი დირექტორის ასარჩევად შესაბამისი პროცედურები უნდა დაიწყოს. მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსის გამოცხადების შემდეგ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებების შეტანის პროცესი დაიწყება – მსურველები კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში შეიტანენ …
Continue reading “ვასილ მაღლაფერიძე გადადგა: რა მოხდება ახლა”