საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს, 4 მარტს, სამეურვეო საბჭოს უნდობლობა გამოუცხადა მაუწყებლის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ. მაუწყებლის თანამშრომელთა პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში “მეცხრე არხმა” გააშუქა.
Tag Archives: საზოგადოებრივი მაუწყებელი
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი გადაყენებულია
“საზოგადოებირვი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
ევროვიზიისთვის მოწვეული კომპოზიტორი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინააღმდეგ
კარლოს კოელიო (Carlos Coelho), კომპოზიტორი, რომელიც 2010 წლის ევროვიზიისთვის “საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” სოფო ნიჟარაძის საკონკურსო სიმღერის შესაქმნელად დაიქირავა, აქვეყნებს განცხადებას, რომ გაწეული შრომის სანაცვლოდ ანაზღაურება დღემდე არ მიუღია.
გიორგი მელაძე: ბარათაშვილის არჩევა ყველაზე ადეკვატური გადაწყვეტილება იყო
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ინტერვიუს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთან გიორგი მელაძესთან. შეგახსენებთ, დღეს სამეურვეო საბჭომ 13–დან 8 ხმით პირველი არხის გენერალურ დირექტორად გიორგი ბარათაშვილი აირჩია.
პირველი არხის გენერალურ დირექტორად გიორგი ბარათაშვილი აირჩიეს
პირველი არხის გენერალურ დირექტორად გიორგი ბარათაშვილი აირჩიეს. არჩევნებში სამეურვეო საბჭოს ცამეტივე წევრმა მიიღო მონაწილეობა, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა. გამარჯვებისთვის საჭირო იყო შვიდი ან მეტი ხმა. ბარათაშვილმა 8 ხმა მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის კანდიდატების გასაუბრება დღეს გაიმართება
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი, დახურულ ფორმატში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელთა კანდიდატებს გაესაუბრება.
რას სთავაზობენ კანდიდატები ბორდს და ვინ უხელმძღვანელებს ‘საზოგადოებრივ მაუწყებელს’
სანამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორობის შერჩეულ ხუთ კანდიდატს სამეურვეო საბჭო დახურულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში მოუსმენს, “ნეტგაზეთმა” მოახერხა მათთან საუბარი და კანდიდატებისგან მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებიც მიიღო.
მეგი თავდუმაძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს აპოლიტიკური
მეგი თავდუმაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლობის” ხელმძღვანელის ერთ-ერთი იმ კანდიდატთაგანია, რომელმაც ბორდთან გასაუბრება დღეს უკვე გაიარა. “ნეტგაზეთთან” საუბარში, ბორდის გასაუბრებიდან გამოსვლის შემდეგ, თავდუმაძე ამბობს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” არ უნდა იყოს პოლიტიკური.
გიორგი ბარათაშვილი: პროდაქშენის კუთხით უნდა გადავიდეთ გარე წარმოებაზე
გიორგი ჭანტურიას ყოფილი მოადგილე და პირველი არხის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ბარათაშვილი დღეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატია. “ნეტგაზეთი” გთავაზოვთ ინტერვიუს, რომელიც დღეს, ბორდთან ბარათაშვილის გასაუბრებამდე ჩაიწერა.
ნიკოლოზ მახარაშვილი: მომხრე ვარ ნეიტრალური საინფორმაციო პოლიტიკის
ნიკოლოზ მახარაშვილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღავნელის” ვაკანტურ პოზიციაზე მეორე ტურში გადასულ 5 კანდიდატს შორისაა, რომელიც ბორდმა 143 ადამიანს შორის აარჩია.
ნათია აბრამია: ბორდის მიერ დასახული პრიორიტეტები თუ შესრულდა, საზოგადოება მოიგებს
“ნეტგაზეთი” ესაუბრა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ნათია აბრამიას:
თიკა რუხაძე: რესურსი დიდია, რომ გაკეთდეს დაბალანსებული ტელევიზია
თიკა რუხაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელის პოსტზე ერთ-ერთი იმ კანდიდატთაგანია, რომელიც ბორდმა 143 ადამიანს შორის აარჩია და მეორე ტურში გადაიყვანა. “ნეტგაზეთი” კანდიდატს მის პრიორიტეტებსა და არხის მართვის ხედვაზე ესაუბრა.
გასაუბრება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებთან დღეს გაიმართება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის გადარჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება დღეს, საღამოს 6 საათზე დაიწყება. როგორც ლევან გახელაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარემ, ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, გასაუბრების ვიდეომალასა დღესვე აიტვირთება ტელევიზიის ოფიციალურ ვებსაიტზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის შესარჩევი პირველი ტური ხუთმა კანდიდატმა გადალახა
ნიკოლოზ მახარაშვილი, გიორგი ბარათაშვილი, თიკა რუხაძე, ნათია აბრამია, მეგი თავდუმაძე, ეს ის ხუთი კანდიდატია, რომელთაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის შესარჩევი პირველი ტური გადალახეს.
ზვიად ქორიძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის სისტემა შესაცვლელია
რა არის საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისის მიზეზი და შეცვლის თუ არა სიტუაციას ახალი დირექტორის არჩევა? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთის” კითხვებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ უპასუხა.
‘საზოგადოებრივი მაუწყებელის’ დირექტორობის მსურველები
ინჟინერ–მექანიკოსი, ფეიქარი, ისტორიკოსი, ფილოლოგი, ბუღალტერი, მათემატიკოსი, მუსიკოსი, ტელე–ოპერატორი, სცენარისტი, მოლარე–ოპერატორი – ეს არის იმ ადამიანთა პროფესიების ჩამონათვალი, ვისაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორობა სურს.