ონლაინ გამოცემა haqqin.az და სხვა აზერბაიჯანული გამოცემები აზერბაიჯანის შსს-ს ინფორმაციაზე დაყრნობით წერენ, რომ ქვეყანაში ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს, რომელთა წევრებიც არიან თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები.
ოფიციალური ცნობით, რომელსაც გამოცემა ავრცელებს, “დაჯგუფების წევრებმა, თურქეთში მცხოვრები მოქალაქის დავალებით, აზერბაიჯანში ვებ-გვერდი ucuzsepet.com შექმნეს და უკანონოდ, თურქეთის 11 ბანკის 74 კლიენტის საბანკო ბარათების გამოყენებით ონლაინ-შესყიდვებს ახორციელებდნენ, ფული აზერბაიჯანის სხვადასხვა ბანკში საკუთარ სახელზე გახსნილ ანგარიშებზე გადაჰქონდათ. განაღდების შემდეგ კი ფული ისევ თურქეთში იგზავნებოდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად ზარალი 54 732 მანათს [34 325 აშშ დოლარი] შეადგენს”.
ფაქტზე, როგორც haqqin.az წერს, სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.









