სამხრეთ კავკასიის ამბები

პედრო აგრამუნტის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი ქვეყნების პროგრესს ხელს უშლის

2 მარტი, 2016 • 1447
პედრო აგრამუნტის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი ქვეყნების პროგრესს ხელს უშლის

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის თქმით, აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტის შედეგებს ყოველდღიურად აწყდება:

“მნიშვნელოვანია, რომ მთიანი ყარაბაღის და აზერბაიჯანის სხვა რეგიონების ოკუპაციის საკითხი გადაწყდეს. ეს კონფლიქტი არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დესტაბილიზაციას იწვევს და ზეგავლენას ახდენს ამ ქვეყნების ეკონომიკასა და საზოგადოებაზე, ასევე ზეგავლენას ახდენს ქვეყნების შესაძლებლობაზე, პროგრესი განიცადონ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართლებით”, – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანში ორდღიანი ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ბიოლი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი