სამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორში “ქართული აგრესიის” მსხვერპლთა ძეგლის დადგმას მოსკოვი დააფინანსებს

1 მარტი, 2016 • 2655
ახალგორში “ქართული აგრესიის” მსხვერპლთა ძეგლის დადგმას მოსკოვი დააფინანსებს

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლენინგორის/ახალგორის ცენტრში “ქართული აგრესიის” შედეგად დაღუპულებს ძეგლს დაუდგამენ, ოსური საინფორმაციო სააგენტო “რეს”-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მათ რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრე ბარათაშვილმა განუცხადა.

“მონუმენტი, მისი თქმით, რაიონული ადმინისტრაციის შენობის მოპირდაპირე მხარეს განთავსდება”- წერს სააგენტო.

სააგენტოს თანახმად, ამჟამად სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროში ძეგლის ესკიზის შემუშავება მიმდინარეობს.

პროექტის რეალიზება კი, როგორც რეს-ი წერს, სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ხდება.

სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამას რუსეთის ფედერაცია ახორციელებს.

ახალგორის რაიონზე თბილისმა კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა.

ახალგორი/ლენინგორი; ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ ნეტგაზეთი

ახალგორი/ლენინგორი; ფოტო: თამარ მეარაყიშვილი/ ნეტგაზეთი

bioli

მასალების გადაბეჭდვის წესი