სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში ტერმინის “ქართულ-ოსური კონფლიქტი” შეცვლაზე მსჯელობენ

29 თებერვალი, 2016 • 2410
ცხინვალში ტერმინის “ქართულ-ოსური კონფლიქტი” შეცვლაზე მსჯელობენ

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტი ტერმინ “ქართულ-ოსური კონფლიქტის” გადახედვის საკითხს განიხილავს. როგორც დეპუტატმა პიოტრ გასიევმა sputnik ossetia-სთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ტერმინი მომხდარი მოვლენების არსს არ ასახავს და ნათელს არ ჰფენს, ვინ არის აგრესორი და ვინ მსხვერპლი.

“ვფიქრობ, რომ ტერმინ “კონფლიქტის” გამოყენება არა მხოლოდ შეუსაბამოა, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებსაც აზიანებს საერთაშორისო არენაზე. ის საქართველოს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ოსი ხალხის ეთნიკური წმენდიდან გადაიტანოს. უფრო მეტიც, შეიარაღებულ აგრესიასა და ეთნიკურად ოსი საზოგადოების ლიკვიდაციაზე საქართველოს პასუხისმგებლობაც მიჩქმალულია. 1989-2008 წლების მოვლენების გამოსახატავად ტერმინ “სამამულო ომის” გამოყენების ინიციატივით გამოვდივარ”,- ამბობს გასიევი.

დეპუტატის თქმითვე, ჩვეულებრივი შეიარაღებული კონფლიქტისგან განსხვავებით, სამამულო ომში ერთი მხარე საკუთარი ინტერესებისთვის, რესურსებისა თუ ტერიტორიისთვის იბრძვის.

sputnik ossetia-ს ცნობით, ტერმინის “სამამულო ომი” მიღების საკითხს პარლამენტის უახლოეს სხდომაზე დააყენებენ.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი