სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის თბილისის მაცხოვრებელი დავაკავეთ

27 თებერვალი, 2016 • 1796
ცხინვალი: სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის თბილისის მაცხოვრებელი დავაკავეთ

სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთის თბილისის მაცხოვრებელი, 31 წლის პირი დააკავეს. ინფორმაციას sputnik ossetia ავრცელებს.

sputnik ossetia-ს ცნობით, 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე მესაზღვრეებმა სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთის  და საზღვრის უკანონო კვეთისთვის 6 პირი დააკავეს.

უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 1985 წელს დაბადებული პირი მესაზღვრეებმა 24 თებერვალს დააკავეს, თუმცა ინფორმაცია დაკავების შესახებ 26 თებერვალს გავრცელდა.

24 თებერვალს ერგნეთში ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 63-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად სწორედ სასაზღვრო ხაზთან ადამიანების დაკავების შესახებ ისაუბრეს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი