სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალმა ტირიფონის არხის გაწმენდაში ქართული მხარის დახმარებაზე უარი თქვა

27 თებერვალი, 2016 • 3490
ცხინვალმა ტირიფონის არხის გაწმენდაში ქართული მხარის დახმარებაზე უარი თქვა

სასზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები, როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე საქართველოს მხრიდან, სრულყოფილად შეძლებენ ტირიფონის სარწყავი არხიდან წყლის გამოყენებას. აღნიშნულის შესახებ sputnik ossetia-ს ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძრვანელმა დავიდ სანაკოევმა განუცხადა და აღნიშნა, რომ ტირიფონის არხის შესახებ მხარეებმა 24 თებერვალს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს:

1367916

ტირიფონის არხი. ფოტო: sputnik ossetia

“ტირიფონის არხი სამხრეთ ოსეთისა და საქარველოს სოფლებზე გადის. სამხრეთ ოსეთის მხარეს არსებულ ნაწილში სარწყავი მილების გაწმენდა ესაჭიროება. საქართველომ არხის ის ნაწილი, რომელიც მის ტერიტორიაზეა, გაწმინდა და ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე მილების გაწმენდაში მონაწილეობა შემოგვთავაზა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს არავითარი ეკნომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობები არ აქვთ, ქართული მხარე გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მზად ვართ, არხის გასაწმენდად საშუალებები თავად გამოვნახოთ”,- განაცხადა სანაკოევმა.

მისივე თქმით, არხის გაწმენდის შედეგად წყლით სრულად მომარაგდება ის სოფლები, რომელთა მაცხოვრებლები მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას ეწევიან.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი