სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში საპროტესტო აქციის 6 მონაწილე დააკავეს

26 თებერვალი, 2016 • 1149
სომხეთში საპროტესტო აქციის 6 მონაწილე დააკავეს

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, აქციის 15-მდე მონაწილე, რომლებიც პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად სომხეთის მთავრობის შენობის კიბეებზე ისხდნენ და ვარდგეს გასპარის გათავისუფლებას ითხოვდნენ, პოლიციამ ადგილიდან გააძევა, 6 მათგანი კი დაკავებულია.

აქტივისტები სკანდირებდნენ: “თავისუფლება ვარდგეს გასპარს და ყველა პოლიტპატიმარს”,” თავისუფლება დამოუკიდებელ სომხეთს”, რის შემდეგაც პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რადგან მათი განმარტებით, აქტივისტების ქმედება უკანონოა.

6 დაკავებული კენტრონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოცემის ცნობით, ისინი პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

“კანონის მიხედვით საპროტესტო აქცია სამთავრბო შენობებთან გონივრული დაშორებით უნდა ჩატარდეს”,-განუცხადა “კავკაზსკი უზელს” ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა.

გამოცემის ინფორმაციით, 25 თებერვალს პრეზიდენტის რეზიდენციის წინ აქციის 4 მონაწილე დააკავეს, თუმცა, პოლიციის ცნობით, დაკავებულთა რაოდენობა სამი იყო. აქციის მონაწილეებმა ბაგრამიანის პროსპექტის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.