სამხრეთ კავკასიის ამბები

სასამართლომ გევორგ საფარიანს პატიმრობის ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივა

25 თებერვალი, 2016 • 1283
სასამართლომ გევორგ საფარიანს პატიმრობის ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივა

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, 24 თებერვალს სასამართლომ საზოგადოებრივი ორგანიზაციის”ახალი სომხეთის” მხარდამჭერს, გევორ საფარიანს პატიმრობის ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივა. საფარიანს ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალის გამოყენება ედება ბრალად.

გევორგ საფარიანი 31 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე მომხდარი ინცინდენტის გამო დააკავეს, როდესაც სამართალდამცავებმა “ახალი სომხეთის” ერთ-ერთ მხარდამჭერს უფლება არ მისცეს, თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის კოსტუმით გაევლო. პოლიციასა და მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას დაახლოებით 10 ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა 5 ადამიანი დააკავეს. მათ შორის- “დამფუძნებელი პარლამენტის” წევრი გევორგ საფარიანი, რომელიც სასამართლომ 3 იანვარს 2- თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სომხეთის სააპელაციო სასამართლომ 25 იანვარს არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და საფარიანი პატიმრობაში დატოვა. 15 თებერვალს დაცვის მხარემ კვლავ მიმართა სასამართლოს საფარიანის გირაოთი გათავისუფლების თაობაზე, მაგრამ- უშედეგოდ. ადვოკატმა 22 თებერვალსაც გაასაჩივრა მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობა.

საფარიანის ადვოკატის, ტიგრან აირაეტიანის განცხდებით, განსხვავებით წინა შემთხვევებისგან, სასამართლომ 24 თებერვალს პატიმრობის ვადა გაახანგრძლივა.

“ბრლადების მხარემ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დარჩენის აუცილებლობა ვერ დაასაბუთა. თავის მხრივ სასამართლომ პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადასტურა, რომ საფარიანს პოლიტიკური მოტივებით დევნიან და იგი პოლიტპატიმარია”,- ამბობს ადვოკატი “კავკაზსკი უზელთან” საუბრისას.

სასამართლოს სხდომის დროს შენობასთან გევორგ საფარიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, რომელშიც აქციის ორგანიზატორების თქმით 15-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეები საფარიანის გათავისუფლებას და იმ პოლიციელის დასჯას ითხოვდნენ, რომლის ჩვენების საფუძველზეც დაიჭირეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი