სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა რუსეთს სომხეთის შეიარაღების საკითხის გამო ნოტა გაუგზავნა

25 თებერვალი, 2016 • 1330
აზერბაიჯანმა რუსეთს სომხეთის შეიარაღების საკითხის გამო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთის ფედერაციისათვის გაგზავნილ ნოტაში ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებისთვის გაცემული 200 მილიონის ოდენობის რუსული კრედიტი რეგიონში სომხეთის სამხედროების ყოფნას გააძლიერებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაქო რუსეთისგან გარანტიების მიღებას ითხოვს, რომ მიყიდული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან ახლოს გამოყენებული არ იქნება.

2015 წლის სექტემბერში სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ვლადიმერ პუტინს შეხვდა, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას შეღავათიანი სესხის შესახებ, რომლიც სომხეთის შეიარაღებული ძალების არსენალის განახლებას უნდა მოხმარებოდა. 18 თებერვალს კი რუსეთმა სომხეთს 10 წლის ვადით 200 მილიონის ოდენობის სესხი მისცა, რომლის საშეღავათო პერიოდი 2018 წლამდეა.

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი