სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნა

24 თებერვალი, 2016 • 1370
სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნა

ახალშექმნილი გაერთიანების,”სომხეთის აღორძინების” თავმჯდომარედ პარლამენტის ყოფილი სპიკერი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი არტურ ბაღდასარიანი აირჩიეს. “კავკაზსკი უზელის” ცნობით, აღნიშნულ გაერთიანებაში 12 პარტია და 138 საზოგადოებრივი ორგანიზაცია გაწევრიანდა.

2 თებრვალს პარტია “ორინაც ერკირის” საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა ჰეღინე ბაშარიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ “სომხეთის აღორძინება” 2017 წლის საპარლამნტო არჩევნების წინ შეიქმნებოდა.

“ახალი პარტია 12 პარტიისა და 138 საზოგადოებრივი ორგანიზაციის გაერთიანების შედეგად შეიქმნება, მასში ასევე შევლენ გამოჩენილი ინტელექტუალები, რაც მასშტაბისა და სტრატეგიის გათვალისწინებით დამოუკიდებელი სომხეთის ისტრიაში უპრეცედენტოა”- დეპუტატ ოვანეს მარგარიანის განცხადებას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

პარტიის დამფუძნებელი ყრილობა კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში 21 თებერვალს გაიმართა და, როგორც sputnik armenia წერს, 40-50 000 ადამიანი ესწრებოდა.

“პარტიის ფორმირება ძალების გაერთიანების სურვილით იყო განპირობებული, რათა ერთიანად შევეცადოთ სომხეთის აღორძინებას, რეფორმების გატარებას, მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამოსვლას,ასევე, სერიოზული ცვლილებებს მივაღწიოთ სიღარიბესთან და სხვა პრობლემებთან ბრძოლაში”, – ამბობს პარტიის “ორინაც ერკირის” საპარლამენტო ფრაქციის მდივანი მჰერ შაჰელდიანი.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი