სამხრეთ კავკასიის ამბები

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

16 თებერვალი, 2016 • 1639
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, აზერბაიჯანი სომხეთის სამხედროებს მეთერთმეტე კლასელის დაჭრაში ადანაშაულებს. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ჯარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდარში მათ წვლილი არ მიუძღვით.

გამოცემის ცნობით, 15 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შედეგად, აგდამის რაიონის სოფლის მაცხოვრებელი, 1999 წელს დაბადებული მეთერთმეკლასელი ორჯერ, ფეხში და ხელში დაჭრეს.

1news.az. -ის ცნობით, დაჭრილი სკოლის მოსწავლე აგდამის რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. “ტრენდის” ცნობით კი, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

მთიანი ყარაბაღის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელი მოზარდი სომხეთის მხრიდან გასროლის შედეგად დაიჭრა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.

“თავდაცვის ჯარები მოწინავე პოზიციაზე იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არ ესვრიან მშვიდობიან მოქალქეებს, მით უფრო მოზარდებს. ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის სამხედროების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება გამოგონილია და ცილისწამებაა”,- აცხადებს მთიანი ყარაბაღის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მომხდართან დაკაშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი