სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ქალთა მიმართ ძალადობა აქცია-ფლეშმობით გააპროტესტეს

16 თებერვალი, 2016 • 1619
სომხეთში ქალთა მიმართ ძალადობა აქცია-ფლეშმობით გააპროტესტეს

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, სომხეთის ოცმა მოქალაქემ 14 თებერვალს ქალების მიმართ ძალადობა აქცია- ფლეშმობით გააპროტესტა. საერთაშორისო ფლეშმობი One Billion Rising, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, ერევნის ცენტრში გაიმართა.

აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი ორგანიზაცია “საზოგადოება ძალადობის გარეშე” და მათი განცხდებით, აქციაში მონაწილეობა ერევნიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ერევანში ჩასულმა ოცმა გოგონამ მიიღო.

6e295084a072bd5c81f86d0139274730

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართული ფლეშმობი 2016 წლის 14 თებერვალი ფოტო: ნიუსარმენია

“ცეკვით შესრულებული ფლეშმობი ერევანში უკვე მეორე წელია ტარდება. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2012 წლიდან მსგავსი აქციები იმართება”,- ამბობს აქციის ორგანიზატორი მარინე ადამიანი “ნიუსარმენიასთან” საუბრისას.

საერთაშორისო ფლეშმობი One Billion Rising ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იმართება. საინფორმაციო სააგენტო “არკა” სომხეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2015 წელს სომხეთში 784 ოჯახში ძალადობის ფაქტი დარეგისტრირდა, საიდან 471 შემთხვევა ქმრების  მხრიდან ცოლებზე ძალადობას უკავშირდებოდა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი