სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დავაკავეთ

15 თებერვალი, 2016 • 1871
ცხინვალი: საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დავაკავეთ

სოფელი დმენისის მცხოვრებმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს საქართველოს მოქალაქე გადასცა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ინფორმაციას sputnik ossetia ავრცელებს

“სოფელი დმენისის მცხოვრების თქმით, კვირას იგი უცნობმა ადამიანმა გააჩერა და ცხინვალის ავტოსადგურში წაყვანა თხოვა. გზაში მან განაცხადა, რომ 41 წლისაა, ქალაქ რუსთავში დაიბადა და საქართველოში ცხოვრობს მძღოლმა მიიღო გადაწყვეტილება, უცნობი მგზავრი სასაზღვრო სამსახურისთვის გადაეცათ”- განუცხადა sputnik ossetia -ს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა.

უწყების ცნობითვე, პირი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ფაქტის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი