სამხრეთ კავკასიის ამბები

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

12 თებერვალი, 2016 • 1362
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

მთიანი ყარაბაღის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის მართუნის რაიონის სოფლის მცხოვრები აზერბაიჯანის სნაიპერის მიერ განხორციელებულმა გასროლამ სასიკვდილოდ დაჭრა. ინფორმაციას“კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

უწყების ცნობით, 54 წლის აკოლ ამბარცუმიანი 11 თებერვალს სნაიპერული შაშხანით “ისტიგლალით” განხორციელებული გასროლისას დაიღუპა.

აკოლ ამბარცუმიანი ვაზგენაშენის თემის ტერიტორიიდან მოშორებით ცხვარს მწყემსავდა. თემის ხელმძღვანელმა ანდრანიკ ბაბაიანმა “კავკაზსკი უზელს” განუცხადა, რომ იგი მწყემსად მუშაობდა. მისივე თქმით, ამბარცუმიანს ორი ქალიშვილი, შვილიშვილები და დედა ჰყავდა.

გამოცემის ცნობით, მთიანი ყარაბღის კონფლიქტის ზონაში მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი