სამხრეთ კავკასიის ამბები

ზუგდიდში გალიდან გადმოყვანილი პაციენტი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

7 თებერვალი, 2016 • 1095
ზუგდიდში გალიდან გადმოყვანილი პაციენტი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

6 თებერვალს ზუგდიდში გალში მცხოვრები 36 წლის კაცი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა.

“შემთხვევა ჰოსპიტალიზირებული იყო დაგვიანებით, პაციენტი შემოვიდა სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ფილტვების ორმხრივი პნევმონიით. მას სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებდა. პაციენტს H1N1 ლაბორატორიულად დადასტურებული ჰქონდა” ,- განაცხადა ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ “რუსთავი 2”- თან საუბრისას.

დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2016 წლის მე-5 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 357.6-ს 100 000 მოსახლეზე. ჯამში კი, ვირუთის დაავადების 10 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი