სამხრეთ კავკასიის ამბები

ჩრდილოეთ ოსეთი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივას მხარს უჭერს

5 თებერვალი, 2016 • 3174
ჩრდილოეთ ოსეთი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივას მხარს უჭერს

sputnik ossetia-ს ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთი რესპუბლიკა – ალანია სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევას მხარს უჭერს. სახელის შეცვლის შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანია იქნება.

“ტამერლან აგუზაროვი [ჩრდილოეთ ოსეთი რესპუბლიკა – ალანიას პრეზიდენტი]  სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის მიერ გახმიანებულ ინიციატივას, რომ რესბუბლიკას სახელი გადაერქვას და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა- ალანია ეწოდოს, მხარს უჭერს”, – განუცხადეს sputnik ossetia-ს ტამერლან აგუზაროვის პრესსამსახურში

გამოცემა წერს, რომ აგუზაროვმა ასევე სურვილი გამოთქვა, სამხრეთ ოსეთის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში ითანამშრომლონ.

“ჩვენ მასშტაბური გეგმები გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის სფეროში. კერძოდ საუბარი ეხება მებაღეობის, მებოსტნეობის, მაღალმთიანი მესაქონლეობის განვითარებას”.

მისივე თქმით, ორივე მხარემ უნდა ითანამშრომლოს ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალის განვითარებაზე, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი