სამხრეთ კავკასიის ამბები

Freedom House-ის მიხედვით, სომხეთი ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია

28 იანვარი, 2016 • 1701
Freedom House-ის მიხედვით, სომხეთი ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, სომხეთმა 100 შესაძლო ქულიდან 46 მოაგროვა და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა.

ფრიდომ ჰაუსი ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი.

პოლიტიკური უფლებების კუთხით სომხეთმა, ორგანიზაციის შეფასებით, 5 ქულა დაიმსახურა [1 ქულა საუკეთესოა, ხოლო 7 – ყველაზე ცუდი], სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით ქვეყანამ ასევე 4 ქულა მიიღო, ხოლო ქვეყნის თავისუფლების რეიტინგი 4.5-ია.

Freedom House-ის მიერ სომხეთი, როგორც ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანა შეფასდა გასულ წელსაც. პოლიტიკური უფლებების ნაწილში ქვეყნის მდგომარეობა არ შეცვლილა და იგი 2015 წელსაც 5 ქულით შეფასდება. სამოქალაქო უფლებების და ქვეყნის თავისუფლების რეიტინგიც ერთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი