ცხინვალში დაკარგულ ჯარისკაცს ეძებენ

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჯარისკაცს ეძებენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამხედრო ბაზიდან დაიკარგა. დაკარგული ჯარისკაცის ფოტოები ყველგან გამოფენილია და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთივის 150 000 რუბლს პირდებიან. აღნიშნულის შესახებ  sputnik ossetia– ს სამართალდამცავმა ორგანოებმა განუცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ვიტალი ივანოვი რუსეთის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა და სასწავლო პოლიგონიდან ორშაბათს დაიკარგა. რამდენიმე დღის განმავლობაში ჯარისკაცს კოლეგები ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

ჯარისკაცის მოძებნის ოპერაციაში ჩართული არიან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და მესაზღვრეები. თავდაპირველად დაკარგული ჯარისკაცის ადგილსამყოფელის ინფორმაციაზე ჯილდოდ 50 000 რუბლი იყო გამოცხადებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com