სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში დაღუპული ჟურნალისტის ძმის მტკიცებით, მუსტაფაევი ცემისგან გარდაიცვალა

17 იანვარი, 2016 • 1936
აზერბაიჯანში დაღუპული ჟურნალისტის ძმის მტკიცებით, მუსტაფაევი ცემისგან გარდაიცვალა

16 იანვარს აზერბაიჯანში, მეტროსადგურთან ახლოს გაზეთ “რესპუბლიკის” მთავარი რედაქტორის 64 წლის მოადგილე საბირ მუსტაფაევი გარდაიცვალა. ინფრმაციას haqqin.az-ი ANS TV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადგილზე პროკურატურის წარმომადგენლები, კრიმინალისტები, პოლიციის თანამშრომლები და გაზეთის მთავარი რედაქტორი მივიდნენ. ჟურნალისტის ცხედარი სამედიცინო ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. პირველადი ინფორმაციის თანახმად, მუსტაფაევი წაქცევით გამოწვეული მძიმე დარტყმისგან გარდაიცვალა.

დაღუპული ჟურნალისტის ძმა საჰავეტ მუსტაფაევი ამტკიცებს, რომ მისი ძმა ცემისგან გარდაიცვალა. მისი თქმით, საბირ მუსტაფაევს გაზეთის ერთ-ერთ თანამშრომელთან კონფლიქტი ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.