სამხრეთ კავკასიის ამბები

დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანში 5 პოლიციელი და აქციის 3 მონაწილე დაშავდა

14 იანვარი, 2016 • 1731
დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანში 5 პოლიციელი და აქციის 3 მონაწილე დაშავდა

აზერბაიჯანში, ქალაქ სიაზანში 13 იანვარს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 5 პოლიციელი და 3 დემონსტრანტი დაშავდა ამის შესახებ haqqin.az– სიაზანის რაიონულ პოლიციაში განუცხადეს.

პოლიციის ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისას სამართალდამცველებმა აქციის 55 მონაწილე დააკავეს.

13 იანვარს პოლიცია და აქციის მონაწილეები სიაზანში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დემონსტრანტები ფასებისა და უმუშევრობის ზრდას აპროტესტებდნენ. “კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

აქცია ფასების ზრდასთან დაკავშირებით 12 იანვარსაც გაიმართა ქალაქ ლიმანში, სადაც 100-მდე ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებმა ასტარა-ბაქოს ტრასა გადაკეტეს, მაგრამ ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ დაიშალნენ. აქციაში მონაწილეობის გამო პარტია “აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის” ფილიალის ხელმძღვანელი ნაზიმ ჰასანილი და პარტია “მუსავატის” აქტივისტი იმან ალიევა დააკავეს. სასამართლომ დაკავებულებს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.