სამხრეთ კავკასიის ამბები

სოკარ ჯორჯიას პრეზიდენტი: საქართველოსთვის გაზის მიწოდებას მაქსიმალურად ვზრდით

13 იანვარი, 2016 • 2853
სოკარ ჯორჯიას პრეზიდენტი: საქართველოსთვის გაზის მიწოდებას მაქსიმალურად ვზრდით

სოკარ ჯორჯიას პრეზიდენტის, მაჰირ მამედოვის თქმით, კომპანია ” სოკარი”  ეძებს გზას ზამთარში გაზზე გაზრდილი მოთხოვნა არსებული საშუალებებით  შეავსოს, მანამდე კი საქართველოსთვის გაზის მიწოდებას მაქსიმალურად ზრდის.

შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 13 იანვარს გაიმართა, საქართველოს მხრიდან ენერგეტიკის მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი, აზერბაიჯანული მხრიდან კი – კომპანია “სოკარის” ვიცე-პრეზიდენტი, კომპანიის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი და სოკარ ჯორჯიას გენერალური დირექტორი დაესწრნენ. 

” ჩვენ განვიხილეთ პიკურ მომენტებში გაზმომარაგების ტექნიკური საკითხები, ზამთარში გაზის საჭიროება იზრდება. ჩვენ ეს ვიცით. ძირითადად განვიხილეთ, რა გზით და საშუალებებით შეიძლება დეფიციტის აღმოფხვრა. დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით გაზის მოწოდებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვეცდებით გაზის მიწოდება 7 მილიონ კუბამეტრამდე გავზარდოთ. მეორე მხრივ, ჩვენ ვეძებთ საშუალებებს, ზამთრის პერიოდში გაზზე გაზრდილი მოთხოვნა შევავსოთ შესაძლებელი მეთოდებით, მაგალითად, შაჰ დენიზ ერთის საშუალებით, რომელიც დღესდღეობით საქართველოში შემოდის, და ვინაიდან “სოკარი” ამ მილსადენის კომერციული ოპერატორია, ეს შესაძლებლობა არსებობს”,- განაცხადა მაჰირ მამედოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, “სოკარი” მიესალმება საქართველოს სურვილს შექნას მიწისქვეშა გაზსაცავი.

” ჩვენ ვითანამშრომლებთ ამ საკითხში და თანამშრომლობის ფორმატი მოგვიანებით დაკონკრეტდება”.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იგეგმება პროექტი, რომელიც საქართელოს მისცემს შესაძლებლობას, აზერბაიჯანული სოკარისგან უფრო მეტი ბუნებრივი აირი მიიღოს. მისიევ თქმით, ეს წელს ვერ მოხერხდება და უფრო მეტი ბუნებრივი აირის მისაღებად დამატებითი ინვესტიციაც გახდება საჭირო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი