სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში გენერალური პროკურორი მერაბ ჩიგოევი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა

9 იანვარი, 2016 • 1885
ცხინვალში გენერალური პროკურორი მერაბ ჩიგოევი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, დღეს, 9 იანვარს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის გენერალური პროკურორი მერაბ ჩიგოევი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.

“მერაბ ჩიგოევი საკუთარ ავტომობილს უახლოვდებოდა ან შესაძლოა მას ქუჩის გადაკვეთა სურდა, როდესაც გამვლელი მანქანა დაეტაკა, ავტომობილის მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”,- განუცხადა “კავკაზსკი უზელს” შემთხვევის თვითმხილველმა.

გამოცემის ცნობით, ცხინვალის გენერალური პროკურორის დაღუპვის შესახებ მათ საავადმყოფოში დაუდასტურეს. ჩიგოევი  ყოფილი ვიცე-პრემიერის ალა ჯიოევას ვაჟის ქორწილში იმყოფებოდა, სადაც დაახლოებით ათასამდე სტუმარი იყო მიწვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.