სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში გასამართლებული ჟურნალისტები ხელისუფლებისგან სახელის რეაბილიტაციას ითხოვენ

5 იანვარი, 2016 • 1237
აზერბაიჯანში გასამართლებული ჟურნალისტები ხელისუფლებისგან სახელის რეაბილიტაციას ითხოვენ

“კავკაზსკი უზელი”– ის ინფორმაციით, სამი ჟურნალისტი: ხადიჯა ისმაილოვა, გილალ მამედოვი და პარვიზ გაშიმლი აცხადებენ, რომ ხელისუფლებისგან შეწყალების ნაცვლად  მათი სახელის რეაბილიტაციას ელოდებიან.  დაპატიმრებულმა ჟურნალისტებმა ადვოკატებისთვის გადაცემულ წერილებში კიდევ ერხთელ გაუსვევს ხაზი საკუთარ უდანაშაულობას.

გამოცემის ცნობით, 28 დეკემბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 210 მსჯავრდებულის შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.  შეწყალებულ პირთა სიაში არ არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ადამიანის უფლებების დამცველების მიერ პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული. “კავკაზსკი უზელი” წერს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველები იმედგაცრუებული არიან ამ გადაწყვეტილებით, ისინი თვლიან, რომ  გადაწყვეტილებამ  შეიძლება აზერბაიჯანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გააუარესოს.

“ჩვენ არ გვინდა შეწყალება, ჩვენ ვითხოვთ გამართლებას და ბოდიშის მოხდას ჩვენი უფლებების  დარღვევისთვის”- ნათქვამია ხადიჯა ისმაილოვას განცხადებაში, რომელიც  2015 წლის 30 დეკემბერს თავის ადვოკატ იალჩინ იმანოვს გადასცა.

“ხელისუფლებამ ჩვენთან დაკავშირებით შეცდომები დაუშვა, თუ მას სურს, ჯანსაღ აზრს მოუსმინოს და შეცდომა გამოასწოროს, ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, თუ ამისთვის ხელისუფლებას არ ჰყოფნის ლიგიკა, ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ხელისუფლებაში ჯანსაღი აზრის გაჩენას ხელს შეუწყობს, მათ შორის სანქციებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან”

ხადიჯა ისმაილოვას განცხადებითვე, ამერიკამ პირველად გამოიჩინა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვის აღდგენის სისტემატური ინიციატივა, როცა 2015 წლის 16 დეკემბერს აშშ-ის კონგრესის  ჰელსინკის კომისიამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც აზერბაიჯანში დემოკრატიის დაცვას უკავშირდება და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ სანქციების გატარებას გულისხმობს.

“ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა ბოლომდე გაგრძელდება, რადგან ის არა კონკრეტულად ვინმეს ინტერესებს, არამედ სრულიად აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებს ემსახურეობა”- ამბობს ისმაილოვა.

გაზეთ “ტოლშის ხმის” რედაქტორი გიგალ მამედოვი აცხადებს, რომ ნებისმიერი თხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით შეთხზულ ბრალდებებთან შერიგებას ნიშნავს. მისივე ინიციატივით, 31 დეკემბერი აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების სოლიდარობის საერთაშორისო დღე უნდა იყოს.

კიდევ ერთი დაკავებული ჟურნალისტი პარვიზ გიშიმლი, რომელსაც 2014 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამბობს, რომ მთავარია საზოგადოებას მათი უდანაშაულობის სჯერა:

“უშიშროების სამინისტროს ჯგუფის დანაშაულის გამოვლენის შემდეგ მართლაც გაჩნდა გათავისუფლების იმედი, მაგრამ ტყუილად. როგორც ჩანს, ჩვენი სახელმწიფო  აპირებს ციხეში ჰყავდეს მისი უდანაშაულო მოქალაქეები. დაე, იყოს ასე, მთავარია, რომ საზოგადოებამ იცის, ჩვენ უდანაშაულოები ვართ”,- ამბობს გიშილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი