სამხრეთ კავკასიის ამბები

აპსნიპრესი: გალში, საქართველოში მცხოვრები პირის კუთვნილ სახლში ასაფეთქებელი მასალები ინახებოდა

19 დეკემბერი, 2015 • 1304
აპსნიპრესი: გალში, საქართველოში მცხოვრები პირის კუთვნილ სახლში ასაფეთქებელი მასალები ინახებოდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, გალის რაიონში პოლიციამ ადგილობრივი მცხოვრებლის სახლში საბრძოლო და ასაფეთქებელი მასალები აღმოაჩინა.

ოფიციალური ცნობით, აღმოჩენილი მასალა გაანადგურეს.

“სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ დადგინდა, სახლის მეპატრონე, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან გადმოსახლდა და გალის რაიონის ტერიტორიაზე დივერსიული საქმიანობის გატარებაში სპეციალიზდებოდა, უკანონო შეირაღებულ ფორმირებას ხელმძღვანელობდა. ის მუდმივად საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა და 2011 წელს დაიღუპა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი